Digest Logo

„როგორ ვახერხებ თავის გატანას, თვითონაც არ ვიცი”- ნახეთ, რა ხდება ეკა კვალიაშვილის თავს

1631259756
მომღერალი ეკა კვალიაშვილი

„ჩემი დღევანდელი შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ მებოტოქსება, ისედაც როგორ ვახერხებ თავის გატანას, თვითონაც არ ვიცი",- ამბობს მომღერალი ეკა კვალიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“.

„თავის დროზე ვიძინებ და ვიღვიძებ. უძილობა ქალისთვის ძალიან მავნებელია. ჩემი დილა იწყება ნატურალური წვენით. ავიღებ დიდი გრეიპფრუტის ნახევარს გამოვწურავ, დავუმატებ ლიმონის წვენს და ვსვამ. მერე შემიძლია ყავა დავაყოლო.

საკვებს მოხარშულს გეახლებით. ზოგჯერ შემიძლია შემწვარიც ვჭამო.ადამიანს რამხელა პეშვიც აქვს, რაც მასში ჩაეტევა, იმდენი საკვები უნდა ჩაუშვა კუჭში. სუფრიდან ყოველთვის ცოტა მშიერი უნდა ადგე. ამას ბებია მასწავლიდა, რომელიც ისე დაბერდა, ერთი გრამი არ მოუმატია.

ნამდვილად არ გამიკეთებია ბოტოქსი და მსგავსი რამეები. განა წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, ჩემი დღევანდელი შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ მებოტოქსება, ისედაც როგორ ვახერხებ თავის გატანას, თვითონაც არ ვიცი”, – ამბობს კვალიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ძალიან უმადური ხალხი ვართ, თან უვიცი” - გიორგი კავკასიძე

🔵„გთხოვთ წაიკითხეთ ყურადღებით... ასეთი ამბები ტელევიზორში არ ჩანს და ცოტა ძნელი გასაგებია" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

🔵„სპორ­ტსმე­ნებს და­ფა­სე­ბა არ აქვთ" - ლაშა ტალახაძე პოლიტიკაში მიდის?

🔵„საუბარი იმაზე, რომ ვაქცინაში თხევადი კრისტალია, რომლის საშუალებითაც გვმართავენ, არაკომპეტენტური განცხადებაა“ - მეუფე ნიკოლოზი

🔵„ჩემი შვილი ჩემს სამსახურს ვერ იტანს. ცუდ სიტყვას რომ ვამბობ, მაშინვე შენიშვნას მაძლევს” - რას ჰყვება თეა წულუკიანი