დაბნეული ადამიანის ზღაპრებით თავის გამოტენა, სწორია არაა, მაგრამ ის რასაც ამ ბლოგში მოგიყვებით, სულაც არაა ტყუილი. ფაქტია - დღევანდელი თაობა აღარ თვლის, რომ „ადამიანის უპირველესი მოვალეობა მშობლობაა“. მათ ისწავლეს, როგორ ისიამოვნონ მარტო ცხოვრებით.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჩვენი დროის ახალგაზრდები მარტოხელები დიდი ხნით ან სამუდამოდ რჩებიან.
1.მრავალფეროვნება
სოციალური ცხოვრება, კარიერა და დროის საკუთარი თავისთვის დათმობა თანამედროვე ადამიანისთვის პრიორიტეტებია. მათ ურთიერთობისთვის სტატუსის მინიჭება პასუხისმგებლობის გრძნობით ავსებთ, ამის უგულებელყოფის უფლებას კი საკუთარი „მე“ არ აძლევთ. სტატუსის გარეშე ურთიერთობები კი მათ უფრო ლაღსა და თავისუფალს ხდის. ისინი ცხოვრების ყოველი წუთით ტკბობისკენ მიისწრაფიან და წინა თაობისგან განსხვავებით, აფასებენ არა იმდენად იმას, რაც ოჯახისთვის უკეთესია, არამედ იმას, რაც მათთვისააა სიამოვნების მომტანი.
2. ქალებს მოსწონთ დამოუკიდებლობის განცდა
დღეს ქალები სიყვარულისთვის მსხვერპლზე აღარ მიდიან. მათთვის კარიერაზე ფიქრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქმრისთვის მოსამზადებელ ბოზბაშსა თუ ჩიხირთმაზე. მათ მოსწონთ თავისუფლება და ურთიერთობის დაწყებამდე სჭირდებათ გარანტია იმისა, რომ დამოუკიდებლობას არ დაკარგავენ.
ხშირად, ისინი მას შემდეგ ქორწინდებიან, რაც კარიერას ააწყობენ. უცხოურ გამოცემა BRIGHTSIDE-ს თუ დავუჯერებთ, სწორედ ესაა განქორწინების მაჩვენებლის მკვეთრი დაცემის მიზეზი.
3. ასაკის მატებასთან ერთად, მარტოხელობა უკეთესი ვარიანტი ჩანს
40–დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტოხელები უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე დაოჯახებულნი. ფაქტობრივად, ასაკის მატებასთან ერთად, ისინი კიდევ უფრო კმაყოფილები არიან თავიანთი ბედითა თუ გადაწყვეტილებით.
მართალია, ამის ბევრს არ სჯერა, მაგრამ ფაქტია, მათი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა დაქორწინებულებზე უკეთესია.
4. პატიმრობა
ხანგრძილივი ურთიერთობა სავსეა ეჭვებით, იმედგაცრუებით, შიშითა და ერთმანეთის მიმართ მოთხოვნების წაყენებით. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ისინი ერთმანეთის საკუთრებაში არ არიან და ერთმანეთის სურვილის მიხედვით ვერ შეიცვლებიან.
5. უნდობლობა
მიუხედავად სიყვარულის ისტორიებისა, რომლებიც ჩვენს მეგობრებს ზღაპრის გმირებად აქცევს, ბევრს უბრალოდ არ აქვს იმედი, რომ თავადაც ასე გაუმართლებს. მათი ცხოვრებისეული გამოცდილება არ აძლევს მიამიტობის უფლებას. ისინი არ ენდობიან სხვების სიტყვებსა და ქმედებებს.
6. დაბალი თვითშეფასება
ძილის, ოცნების, დროის მარტო გატარებისა და საკუთარ თავზე ფიქრის შემდეგ, ხშირად უჩნდებათ განცდა, რომ დაოჯახებისთვის საკმარისად კარგები არ არიან. მათ კომფორტის ზონის დატოვების ეშინიათ.
7. საკუთარ თავზე მუშაობა
დიახ, როდესაც ურთიერთობაში ხარ, შენდა უნებურად, ორად იხლიჩები. საკუთარ განვითარებას იმდენ დროს ვეღარ უთმობ, როგორც დამოუკიდებლად ცხოვრებისას.
მარტო ყოფნისას, უფრო ადვილია უკეთესი ხასიათის ჩამოყალიბება და სისუსტეებზე კონცენტრირება.
თუ არ გყავს ვიღაც სხვა, რომელზეც უნდა იფიქრო, გაცილებით მეტი დრო გრჩება ბიზნეს იდეებისთვის, დასვენებისთვისა და ვარჯიშისთვის.
- აგრეთვე წაიკითხეთ:
- ჯო ბაიდენის 3 წარმოუდგენელი ტრაგედია - გაიცანით აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ოჯახი
- საბოლოოდ, WOLT-ის კურიერი სამსახურის გარეშე დატოვეს - ინტერვიუ კომპანიის გენერალურ მენეჯერთან
- სამყარო 6G ტექნოლოგიისთვის ემზადება - ჩინეთმა მსოფლიოში პირველი 6G სატელიტი კოსმოსში გაუშვა (ვიდეო)