Digest Logo

„უმჯობესია მთვარის დაბნელებამდე, ანუ 21 სექტემბრამდე, გადაიდოს მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოგზაურობები“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

1757599453
მიხეილ ცაგარელი

ზაფხულის ცხელი დღეები მიიწურა და დადგა შემოდგომა. ამ სეზონის პირველი თვის დეკადა, როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს საკმაოდ არასტაბილურია და შესაძლოა, ნეგატიური პროცესებიც. მეორე დეკადიდან კი სიტუაცია გამოსწორებას დაიწყებს და მეტად პოზიტიური გახდება. 

ამ თემაზე „თბილისელებს“ ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ესაუბრა.

– ასტროლოგიური გათვლებით, ცხელი ზაფხულის შემდეგ, როგორი მოვლენებით დატვირთული შემოდგომის პერიოდი გველის წინ, ხომ არ არის მოსალოდნელი ნეგატიური ან მძაფრი პროცესები თუ შეგვიძლია, მშვიდად დავხვდეთ შემოდგომის პირველ თვეს?

– გეტყვით, რომ, სექტემბრის დასაწყისში დედამიწის ბიოსფეროში, საკმაოდ მძაფრი დაძაბულობაა, რომლის პიკი 7 სექტემბერს, 22:13 საათზე, სავსემთვარისა და მთვარის დაბნელების დროს მოხდება. პოზიტიურ ზონაში გადასვლა მხოლოდ, 9 სექტემბრიდან დაიწყება და თანდათან მოვლენები უფრო ოპტიმისტურად წარიმართება.

– კონკრეტულად, როგორ პოზიტიურ მოვლენებს გულისხმობთ?

– კერძოდ, დაიწყება უფრო მეტად ჰარმონიული და პერსპექტიული სიტუაციების ჩამოყალიბება, გაცვლითი კურსი და აქციების ფასები დასტაბილურდება. ახალი საქმის წამოწყების და ინვესტიციების ჩასადებად ყველაზე ხელსაყრელია 18 რიცხვამდე პერიოდი. ეს არის კონსტრუქციული დიპლომატიური და პოლიტიკური საქმიანობის დრო, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობას საერთაშორისო არენაზე.

– ანუ, ეს პროცესი სექტემბრის მეორე და მესამე დეკადაშიც გაგრძელდება?

– სექტემბრის მეორე დეკადა, დაგვამახსოვრდება როგორც ჰარმონიული და პოზიტიური დრო, რომელიც ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. ეს პერიოდი სავსე იქნება მოვლენებით, შეხვედრებით, ახალი იდეებით, ინვესტორების მოზიდვით. მესამე დეკადაში სასწორში მდებარე პლანეტა მერკურის ენერგიები, კომუნიკაციას უფრო გახსნილს გახდის, ხოლო პლანეტა ვენერას გავლენა რომელიც 19 სექტემბერს ქალწულის ნიშანში შევა, საშუალებას მისცემთ, სწორი სტრატეგიით გაანაწილონ დრო და გარშემო მყოფთა იმპულსიც სწორად შეიგრძნონ. ეს ტრანსფორმაცია უნდა დაეხმაროს მესამე დეკადაში კოსმოსური „ჭექა-ქუხილის“ მშვიდობიანად გადავლას. მზე, რომელიც 22 სექტემბერს სასწორის ზოდიაქოში შევა, შეძლებს სასიყვარულო და საქმიანი ურთიერთობების წარმოქმნას. „ჭექა-ქუხილის“ გადალახვა შესაძლებელია 27 სექტემბრამდე კოსმოსური ტურბულენტობის დროული ადაპტაციის პირობებში.

– რისი მომტანი აღმოჩნდება ადამიანებისთვის ეს ენერგიები და ცვლილებები?

– ასეთი ენერგიებითა და ცვლილებებით ადამიანები იმოქმედებენ თავდაჯერებულად, პრაგმატულად და ეფექტურად. 29 სექტემბრიდან კი დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება.

– და ეს გაუარესების პერიოდი როდემდე გასტანს?

– ეს პერიოდი 18 ოქტომბრამდე გასტანს. ჩემი რჩევაა, უმჯობესია მთვარის დაბნელებამდე, ანუ 21 სექტემბრამდე, გადაიდოს მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოგზაურობები.

– იქნებ, კონკრეტულად, თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვისაც მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება სექტემბრის თვეში, რომ ეს პერიოდი მშვიდად, დანაკარგების გარეშე განვვლოთ?

– სიამოვნებით, მოგახსენებთ. კერძოდ: სექტემბრის დასაწყისშივე, ვერძს ბევრი წვრილმანი საზრუნავი გაუჩნდება, რომელიც მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტას. 17 სექტემბრიდან კი ძველი პრობლემები შეახსენებს თავს და მოუწევს დროულად მოახდინოს რეაგირება. 25 სექტემბრიდან კი ახალი ძალების მოზღვავებას იგრძნობს.

სექტემბერი კუროსთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა უნდა გამოავლინოს საუკეთესო თვისებები და ნიჭი. მის ცხოვრებაში შემოვლენ ახალი ადამიანები. 17 სექტემბრიდან კი, არც თუ ისე ხელსაყრელი პერიოდი იწყება, როცა ურთიერთობები შესაძლოა, დაიძაბოს.

ტყუპებისთვის კი სექტემბერი მნიშვნელოვანი თვეა. 7 რიცხვამდე შესაძლოა, გეგმები აირიოს, თუმცა 7-დან 17 სექტემბრამდე პერიოდი წარმატებულია.

სექტემბრის დასაწყისი კირჩხიბებისთვის არახელსაყრელი პერიოდია მსხვილი შენაძენებისთვის, ინვესტიციებისთვის. 7-დან 17 სექტემბრამდე კი პოზიტიური პერიოდი დაიწყება. ამ პერიოდის შემდეგ კი ყურადღება გმართებთ კარიერულ სფეროში. ასევე, მოსალოდნელია გეგმების შეცვლაც.

ლომისთვის სექტემბერი გაძლიერების თვეა. შესაძლებელია, შემოსავლის ახალი წყაროების მოძიება. თუმცა ეს თვე არ არის ხელსაყრელი დიდი შესყიდვებისა და ინვესტიციებისთვის. სჯობს, თუ აუცილებლობა მოითხოვს, თუ ასეთს აპირებენ, 17 სექტემბრის მერე დაგეგმონ.

ქალწული სექტემბერში შეძლებს „ფრთების გაშლას“. თვის შუა პერიოდი კი განსაკუთებით წარმატებულია.

სექტემბერი სასწორებისთვის არასტაბილური თვეა. თვის პირველ დეკადაში წარმოქმნილი ნეგატიური მოვლენები მის ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებს. თუმცა, თვის მეორე ნახევრიდან პირად ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენებია მოსალოდნელი და 20 სექტემბრიდან ენერგეტიკულად თავს სტაბილურად იგრძნობს.

მორიელებისთვის სექტემბერი პოზიტიური თვეა, როცა შეძლებს რთული საკითხების გადაჭრას. ფინანსურადაც წარმატებული იქნება. თუმცა, მეტი ყურადღებაა საჭირო გარშემო მყოფების მიმართ. არ არის რეკომენდებული სამუშაოს შეცვლა.

მშვილდოსანს თვის დასაწყისში დატვირთული სამუშაოს გამო გეგმების შეცვლა მოუწევს. თვის შუა დეკადაში კი გაჩნდება ახალი იდეები, შესაძლებლობები, წინადადებები.

სექტემბერი, თხის რქებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. მართალია, საქმეში თვის დასაწყისში ქაოსი და არეულობაა მოსალოდნელი, მაგრამ სიტუაცია 7 სექტემბრიდან დაიწყებს დასტაბილურებას. შესაძლოა, გაჩნდეს დამატებითი შემოსავალი. უცხოეთში მოგზაურობისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. 17 სექტემბრიდან სიტუაცია დაიძაბება არა მარტო სამსახურში, არამედ ოჯახშიც, ამიტომ ყველგან თავშეკავებული უნდა იყვნენ.

სექტემბრის დასაწყისში მერწყულს ბევრი მოუგვარებელი საკითხი ექნება. 7-17 სექტემბრის პერიოდი გაცილებით პროდუქტიული და პოზიტიურია. შეძლებენ წარმატებით გადაჭრან რთული პრობლემები. 17 სექტემბრიდან კი გაიზრდება შემოსავალი და წარმატება ბიზნესში.

თევზები თვის შუა დეკადაში შეძლებენ გააქტიურებას. 17 სექტემბრიდან კი სიტუაცია შედარებით დაიძაბება, როცა მოსალოდნელია გართულდეს პოზიციის დაცვა და თავდასხმებზე პასუხის გაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანების უმეტესობა იგრძნობდა ამ მოვლენას, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას...“ - ქეთი ოდიშელი მაგნიტურ ქარიშხლებზე

„რთული პერიოდები, დეპრესიები, წარუმატებელი ურთიერთობები – ეს არის ჩემი სიმღერები“ - რას ამბობს რეზო ბლიაძე

„5600$, სამუშაო ლეპტოპი, ბანკის ბარათებიდან მოხსნა 8000$“ - ირაკლი ლომაია რიო-დე-ჟანეიროში გაძარცვეს, რას წერს მსახიობი

წყარო: tbiliselebi.ge