Digest Logo

ეს იაპონური ტესტი გვიხსნის ურთიერთობების იმ საიდუმლოებებს, რომელთა შესახებაც არც კი ვიცოდით

1606677755
თქვენ დრო ერთად გაატარეთ

ვორკაჰოლიზმი (მუშაობაზე დამოკიდებულება) – იაპონელების ნაციონალური პრობლემაა. ისინი დღე-ღამეში 10-12 საათი მუშაობენ. თუმცა ამის მიუხედავად, განქორწინებულთა რიცხვი ამ ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დასავლეთში. ვეცადოთ გავარკვიოთ ამის მიზეზი.

ჩვენ გთავაზობთ იაპონურ ტესტს, რომელიც 6 კითხვისგან შედგება. გაეცით მათ პასუხი და გაიგეთ ახალი რამ თქვენი ურთიერთობის შესახებ.

წარმოიდგინეთ, რომ შეუთანხმდით თქვენს პარტნიორს სახლში შეხვედრაზე.

თქვენ დგახართ გზაჯვარედინზე: თქვენ წინ მარტივი გზაა, რომლითაც სწრაფად მიხვალთ ადგილზე, თუმცა საინტერესოს ვერაფერს ნახავთ. და კიდევ არის გრძელი გზა, რომელიც სხვადასხვა თავგადასავალს მოიცავს.

რომელი გზით წახვალთ?

მიდიხართ თქვენი გზით და უცებ დაინახეთ ვარდის ორი ბუჩქი

რატომ არ უნდა მოკრიფოთ ყვავილები თქვენი შეყვარებულისთვის?! თქვენ წინ წითელი და თეთრი ვარდებია. რა თანაფარდობით მოკრეფთ მათ?

თქვენ მიხვედით სახლთან, სადაც დანიშნული გაქვთ შეხვედრა. რეკთ კარზე და კარს გიღებთ მოახლე.

სთხოვთ, რომ მოახსენოს სახლის პატრონს თქვენს ვიზიტზე თუ თქვენ გაემართებით თქვენს შეყვარებულთან?

თქვენ დრო ერთად გაატარეთ, დაემშვიდობეთ და ღამე სხვა ოთახისკენ გაემართეთ.

შემდეგ თქვენ გაიღვიძეთ და დილით შეყვარებულის ოთახისკენ გაემართეთ. მან უკვე გაიღვიძა თუ ისევ სძინავს?

ნახეთ რას აღნიშნავს თქვენი პასუხები

1. რომელი გზით გადაწყვიტეთ საყვარელ ადამიანთან მისვლა?

თუ თქვენ მოკლე გზა შეარჩიეთ, საკმაოდ სწრაფად გიყვარდებათ, ხოლო თუ გრძელი – თქვენი გრძნობები თანდათანობით იზრდება.

2. რომელი ვარდი შეარჩიეთ შეყვარებულისთვის და რა თანაფარდობით?

წითელი ფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მზად ხართ ურთიერთობაში სრულად ჩაბმისთვის, თეთრი კი იმაზე, თუ რამდენის მიღება გსურთ ურთიერთობისგან. თუ თაიგული ერთი ფერისაა, ნიშნავს, რომ ან მეტისმეტად ბევრს გასცემთ, ან მეტისმეტად ბევრს ელოდებით.

3. მოახლეს სთხოვეთ, რომ სახლის პატრონისთვის დაეძახა თუ პირდაპირ გაემართეთ მისკენ?

თუ მოახლეს აცნობეთ მოსვლა, კონფლიქტებში ხშირად ითხოვთ მესამე პირის დახმარებას. თუ პირდაპირ წახვედით შეყვარებულისკენ, ესე იგი, ყველა პრობლემას წყვეტთ მხოლოდ თქვენ ორნი.

5. როცა გაიღვიძეთ, თქვენს რჩეულს ეღვიძა თუ ფხიზლობდა?

თუ მას სძინავს, ესე იგი, მზად ხართ მიიღოთ ის ისეთი, როგორიც არის და შეეგუოთ მის ნაკლებს. ხოლო თუ ღვიძავს, თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მისი შეცვლა.

ეთანხმებით თუ არა შედეგებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

წყარო: genius.ge