
რამდენიმე საათის წინ ნასამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე მთვარეზე წყლის არსებობა ოფიციალურად დაადასტურა.
დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე წყლის სავარაუდო არსებობის შესახებ განცხადება პირველად 2009 წელს გაკეთდა, თუმცა მაშინდელი კვლევა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეობდა, რადგან გაზომვები 3-მიკრომეტრიან ინფრაწითელ ჯგუფში ჩატარდა. აღმოჩენილი ობიექტი კი შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც წყალი, ისე სხვა ჰიდროქსილის ნაერთი, რომელიც ჟანგბადსა და წყალბადს შეიცავდა.
ახლა მეცნიერები 6-მიკრომეტრიან ინფრაწითელ ზოლში გაზომვების ჩატარებით, ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ მთვარის ზედაპირის გარკვეული ნაწილი წყლითაა დაფარული. და მეტიც! აქ იმაზე მეტი წყალია, ვიდრე ველოდით.
მთვარის ზედაპირის დაახლოებით, 40 000 კვ. მ. წყლის ყინულებითაა დაფარული. ის მთვარის ჩრდილებშია მოქცეული, სადაც მზეს დიდი ხანია არ „შეუხედავს“.
წყლის გამოყენება შეიძლება, როგორც საწვავად, ისე სასმელად.
ამ ყველაფრის დადგენა ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფერული ობსერვატორიის (SOFIA) მეშვეობით შეძლეს.