ჟან-პოლ ბელმონდო 1933 წლის 9 აპრილს დაიბადა პარიზთან ახლოს, ნეინ-სიურ-სენში, მოქანდაკისა და პროფესორის, პოლ ბელმონდოსა და ფერმწერ მადლენ ბელმონდოს ოჯახში.
ის ცნობილი გახდა 1958 წელს ჟან-ლიუკ გოდარის ფილმით – „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“. ამ ფილმმა სათავე დაუდო ფრანგული კინოს „ახალ ტალღას“.
სპეციფიკური გარეგნობის გამო, თეატრალური სკოლის პედაგოგები ჟან-პოლ ბელმონდოს მხოლოდ უარყოფითი როლების შესრულებას უწინასწარმეტყველებდნენ – მათი აზრით, ბელმონდო თავისი გარეგნობით მხოლოდ ადამიანების შეშინებას მოახერხებდა.
ასევე, მათი აზრით, ჟან-პოლს გაუჭირდებოდა გმირი საყვარლის როლების მორგება და მხოლოდ გარეწრების როლებით მოუწევდა დაკმაყოფილება.
რეალობაში კი ჟან-პოლ ბელმონდო თავისი დროის სექს-სიმბოლოდ იქცა, რომელიც მამაკაცურ როლებს ასრულებდა კინოში და რომანები ჰქონდა მსოფლიო კინოს მეგა ვარსკვლავებთან: ურსულა ანდრესთან, ჯინა ლოლობრიჯიდასთან, სოფი ლორენთან, კატრინ დენევთან, ჟანა მოროსთან და კლაუდია კარდინალესთან.
ჟან-პოლ ბელმონდომ 7 წელი იცხოვრა სამოქალაქო ქორწინებაში მსოფლიო კინოს სექს-სიმბოლოსთან, ურსულა ანდრესთან.
პირველი ქორწინებიდან ელოდი კონსტანტენთან ჟან-პოლს სამი შვილი ჰყავდა: პატრიცია, ფლორენცია და პოლი. მისი უფროსი ქალიშვილი – პატრიცია, 1994 წელს უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა.
ეს ამბავი ბელმონდოს სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინეს. ბელმონდომ ბოლომდე ითამაშა სპექტაკლი, რომლის დასრულების შემდეგ გულის შეტევა მოუვიდა, მეორე დღეს კი მას ტვინში სისხლის მიმოქცევის პრობლემები შეექმნა.
ყოფილ ბალერინა ნატი ტარდიველთან ჟან-პოლს ეყოლა ქალიშვილი – სტელა.
ბოლო წლებში ჟან-პოლი "ფლეიბოის" ყოფილ მოდელსა და ბიზნესლედის, ბარბარა განდოლფის ხვდებოდა. მისი ერთადერთი ვაჟი, პოლ ბელმონდო, "ფორმულა 1"-ის ყოფილი მრბოლელია.
ტუბერკულოზით დაავადებული
სკოლაში სწავლის პერიოდში ჟან-პოლი არ გამოირჩეოდა კარგი სწავლით და დროის უმეტეს ნაწილს სპორტს უთმობდა: ფეხბურთს, სადაც მეკარეობა იზიდავდა და კრივს. თუმცა, სპორტული კარიერის აწყობა ჟან-პოლს არ გამოუვიდა, რადგან, 16 წლისას ტუბერკულოზი დაუდგინეს, რომლისგან განკურნებაც მხოლოდ 20 წლის ასაკში მოახერხა. იმ დროისთვის მას ხელი ჰქონდა ჩაქნეული სპორტზე და მთლიანად სამსახიობო კარიერის აწყობაზე იყო გადართული – მან დრამატული ხელოვნების უმაღლესი ნაციონალური კონსერვატორიის კურსები გაიარა, რომლის დამთავრების შემდეგ თეატრში დაიწყო თამაში.
79 წლის ჟან პოლ ბელმონდო 39 წლის მოდელს დაშორდა
79 წლის ჟან პოლ ბელმონდო 39 წლის ბარბარა განდოლფისთან იყო. სამწუხაროდ წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს.
ყოფილ მოდელთან დაშორების შესახებ ინფორმაცია პრესას ბელმონდოს ადვოკატმა, მიშელ გოდემ მიაწოდა: „ჟანი იძულებულია ბარბარასთან გაწყვიტოს ურთიერთობა. ის დიდი ხანია ბარბარას ვერ ეგუება“.
ჟანი მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ „ბარბარასთან თანაცხოვრების სასიამოვნო მოგონებებს აუცილებლად შემოინახავდა“.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილის დაშორების მიზეზი, ბარბარას ფინანსურ მაქინაციებში გახვევა იყო.
არსებობდა ეჭვი, რომ 39 წლის ბელგიელი მოდელი ხანშიშესული მეუღლის ქონებით იყო დაინტერესებული და ამ ფინანსურ ზრახვებზე ღია სატელეფონო საუბრებშიც გამოიჭირეს.
გარდაცვალება
ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ეპოქა დასრულდა: ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა
🔵15 წლის გოგო საკუთარმა მეზობელმა გააუპატიურა, გოგოს ბიძაშვილები კი დაიჭირეს - რა მოხდა თბილისში
🔵მე და ნოეს ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მაშინ დამთავრდა, როდესაც… მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ