Digest Logo

გაშვილებული ტყუპები 17 წლის შემდეგ გამოცდაზე შემთხვევით შეხვდნენ - ემოციური ამბავი საქართველოდან

1605163517
ტყუპებმა ერთმანეთი იპოვეს

გაშვილებულმა ტყუპმა ძმებმა ერთმანეთი თელავის საგამოცდო ცენტრში იპოვეს.

ჟურნალ „სარკის“ ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი და ლევან მარტაშვილი დედამ ისე გააშვილა, რომ გამზრდელ მშობლებს ტყუპისცალების შესახებ არაფერი უთხრა.

წლების შემდეგ, ორი ტყუპისცალი ერთ კონკრეტულ დროსა და სივრცეში საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ და „საქმეც გაიხსნა“.

როგორც ცნობილია, ლუკა კულულაშვილი თელავში ცხოვრობს, ლევან მარტაშვილი – ველისციხეში. ლევანს არასოდეს ჰქონია ეჭვი, რომ ნაშვილები იყო. ახლა ამბობს, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ გამზრდელი მშობლების სიყვარული არ განელებია, პირიქით, უფრო მეტად დააფასა ისინი და ცხოვრებისგან კიდევ ერთი ბედნიერებაც დაიმატა ძმის სახით.

ლევან მარტაშვილი:

- ჩემ გარშემო თურმე იცოდნენ, რომ ძმები ვიყავით და უნდოდათ, ერთმანეთს მერე შევხვედროდით, გამოცდებს რომ ჩავაბარებდით, რადგან ფიქრობდნენ, ეს ამბავი სტრესს მოგვაყენებდა. გამოცდიდან გამოსული ვიყავი და ტრასაზე მოხდა ჩვენი შეხვედრა. მანქანიდან გადმოვედი და დავინახე… შოკში ჩავვარდი, რადგან საოცრად მგავს.

– როგორ აღიქვით, აყვანილი რომ იყავით?

– შვილს ბევრი აჩენს და გადააგდებს. ვინც გაგზარდა, მშობელი ის არის! ძალიან კარგი მშობლები მყავს, ლუკაც გადასარევ ადამიანებთან გაიზარდა. როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემს მშობლებთან მივედი და მადლობა გადავუხადე. ვუთხარი, არასოდეს დაგივიწყებთ, რომ ამიყვანეთ და გამზარდეთ-მეთქი. ლუკამაც იგივე თქვა. ახლა ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ისეთი, როგორიც ძმებს უნდა ჰქონდეთ. თითქოს ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი.

⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

მოქმედი პოლიტიკოსის ძალადობაზე ანონიმური წერილი მომივიდა - პატარაია

თუ დამირეკავს ივანიშვილი, მივალ, დაველაპარაკები - ხვიჩია