Digest Logo

გავგიჟდი, მეტი აღარ ვარ - 3 რომანტიკოსის შეუმდგარი სიყვარულის ისტორია

1605259747
3 მწერალი სასიყვარულო ისტორიით

„ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგიძლია“...  დიახ, „სიყვარული აგვამაღლებს“, დიახ, სიყვარულია სულისა და გულის მკურნალი, სიყვარულს შეუძლია შენი აღზევება და დაცემა.

შეუძლებელია, არ მოგინდეს ისეთი სიყვარულის განცდა, რაზეც პოეტები და მწერლები საუბრობენ. შეუძლებელია, წაიკითხო ოლღა ოკუჯავასა და დიდი გალას სასიყვარულო წერილები და არ შეგშურდეს მათი სიყვარულის.

ნუთუ ვინმეს ასე შეყვარება შეიძლება? ნუთუ ასეთი იდეალურები იყვნენ?

გთავაზობთ, 3 კლასიკოსი მწერლის შეუმდაგარ სიყვარულს, რამაც უკვდავი პოეზია შეაქმნევინათ.

⚪ გალაკტიონ ტაბიძე

ალბათ, გაგიკვირდათ, გალასა და ოლღა ოკუჯავას ცნობილი წერილების მერე, როგორ შეიძლება გალას სხვა ჰყვარებოდა ან შეუმდგარი სიყვარული ჰქონოდა, ის ხომ გალაკტიონ ტაბიძეა.

თუმცა სიყვარული, ცალმხრივი სიყვარული, ნებისმიერ ასაკში შესაძლოა გეწვიოს. გალონის ცხოვრება, როგორც პოეტი მეფის ცხოვრება სირთულეებით იყო სავსე, ცხოვრების გზაზე მიდიოდა სულ მარტო. არც სიყვარულში უმართლებდა სანამ ოლღას არ შეხვდა. მის ცხოვრებაში 3 ქალი არსებობდა, რომელთა არსებობამ დიდი გავლენა მოახდინა თავის შემოქმედებაზე.

  • მერი შერვაშიძე - გალაკტიონ ტაბიძის მუზა იყო მერი, მაგრამ ეს სიყვარული ოლია ოკუჯავას სიყვარულმა გადასძლია. გალაკტიონისთვის მერი გაერთიანებული იყო მშვენიერებასთან, რომანტიზმთან და ღვთისმშობლის სახესთან. როდესაც ოლღასთან შეუღლება გადაწყვიტა მერის გამოსამშვიდობებელი ლექსი მიუძღვნა, „შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი...“
  • ოლგა დარიუსი - პოეტის კიდევ ერთი სიყვარული, რომელსაც, მეუღლეს უწოდებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ოლია ოკუჯავას, გალაკტიონის სახელით, ბანაკში ამანათებს უგზავნიდა.. პოეტის „მეუღლე“ ეკონომისტი იყო.
  • ნინო კვირიკაძე - ნინო მისი კიდევ ერთი სიყვარულია, ამბობენ ნინო არ უყვარდა, მარტოობის დათრგუნვა უნდოდაო, მაგრამ ასე არააა, გალა ადამიანებს მარტოობის დასათრგუნად არ იყენებდა, თანაც ცნობილი ფაქტია, რომ პირველი მეუღლისგან ქალ-ვაჟი დარჩენოდა, გალას და გერებს კი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

⚪ ტიციან ტაბიძე

ტიციანის დიდი სიყვარული ნინო მაყაშვილი იყო, თუმცა ნინო ტიციანის გარდა წრფელი სიყვარულით უყვარდა კონსტანტინე გამსახურდიას და მიხაკების თაიგულებს უძღვნიდა, თუმცა ნინო ტიტკოზე იყო „ნამეტნავად შეყვარებული“. „ფერწასულ კოლომბინას“ (როგორც პაოლო იაშვილი ეძახდა ნინას) ტიციანის პოეზიითა და შინაგანი სამყაროთი იყო აღფრთოვანებული.

არცთუ ისე ცოტაა ისტორიაში ე.წ. ,,ფატალური ქალები” ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე გამოჩენილი ხელოვანის მუზა და ბედისწერა რომ ხდებიან და ამით შემორჩებიან სამყაროს. ტიციანსაც ჰყვადა ასეთი მუზა.

  • თამუნია წერეთელი - ეს ხატადქმნილი მშვენიერება სიცოცხლეშივე იქცა უამრავი პოეტისა და მწერლის შთაგონების წყაროდ, მაგრამ მის სილამაზეს ხელთუქმნელი ძეგლი მაინც ტიციანმა აუგო, სწორედ მან განადიდა და შეიყვარა მთელი პოეტური არსებით. თუმცა, თამუნია მხოლოდ მუზა იყო ტიტკოსთვის და გოგონა გათხოვდა. სამწუხაროდ, ქალიშვილის შეძენიდან 15 დღის შემდეგ, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, ექიმებმა თამუნიას ფეხი მოჰკვეთეს. ასე დაიწყო საშიენლი ტრაგედიაც... ამ ამბით დამწუხრებულმა ტიციანმა ლექციც კი დაწერა: „ რა დამავიწყებს იმ შავ გაზაფხულს“...

⚪ ნიკოლოზ ბარათაშვილი

ამ გენიოსის ტრაგიკული ცხოვრება, უსიყვარულობამ მოიცვა. კლასიკოსმა იმდროინდელ პოეტთა სამყაროში თავი ვერ დაიმკვიდრა და ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდა.

  • ეკატერინე ჭავჭავაძე ის ქალია, რომლის სიყვარულმაც ბარათაშვილის შემოქმედებაზე დიდი კვალი დატოვა. არადა, ცოლქმრობის პირობაც კი ჰქონდათ მიცემული, მაგრამ ეკატერინე ცოლად გაჰყვა მდგომარეობით ბარათაშვილზე უფრო პრივილეგიების მქონე დავით დადიანს. ყოველმხრივ ბედისგან განაწამებ პოეტს სიყვარულმაც არ გაუმართლა და დარჩა „მწირი, მიუსაფარი“. „გავგიჟდი მეტი აღარ ვარ“, ესაა ის სტრიქონი, რაც რეალურად გამოხატვს იმ გრძნობას, რაც ბარათაშვილს ემართებოდა ეკატერინეს ხილვისას, თუმცა ამაოდ.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული ქართველი ქალები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც მხედრიონელები იყვნენ