იაპონიაში, ოქტომბრის თვეში სუიციდით 2100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
იაპონიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ოქტომბრის თვეში თვითმკვლელობამ იმაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე კოვიდ -19-მა მთელი წლის განმავლობაში.
იაპონიის პოლიციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბერში თვითმკვლელთა რიცხვი 2,153-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, იაპონიაში Covid-19–ს ჯამში 2,087 ადამიანი ემსხვერპლა.
იაპონიამ სტატისტიკა თვითმკვლელობის შესახებ იმაზე ადრე განაახლა, ვიდრე მსოფლიო მოელოდა. აშშ-მ აღნიშნული მონაცემები ბოლოს 2018 წელს განაახლა.
”ჩვენთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდის გავლენა ძალიან მცირეა, არც ლოქდაუნი გვქონია... მაგრამ მაინც ვხედავთ თვითმკვლელობების რაოდენობის ამხელა ზრდას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სხვა ქვეყნებში შეიძლება, მომავალში თვითმკვლელობების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა ვასედას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და თვითმკვლელობის ექსპერტმა, მიჩიკო უედამ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
- ეს იაპონური ტესტი გვიხსნის ურთიერთობების იმ საიდუმლოებებს, რომელთა შესახებაც არც კი ვიცოდით
- კენიელი კაცი საიქიოდან დაბრუნდა - სიცოცხლე „სიკვდილის“ შემდეგ
- ცნობილი კაცები, რომლებმაც რომანი სხვის ცოლებთან გააბეს