პოეტი, ტარიელ ხარხელაური პირად ტრაგედიაზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნა, მას 23 წლის ბიჭი მოუკლეს.
„თიანეთში, ჩვენ სოფელში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ერთმა ჩვენ სოფლელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა. ჩემს შვილს, ბექას უთქვამს, ნასვამი ხარ, გეყოფა-ო. მან შეაგინა… ბექამ სცემა. მერე უთხრა, ხვალ შევხვდეთ და თუ დამნაშავე აღმოვჩნდები, ბოდიშს მოგიხდი-ო. მეორე დღეს ჩვენი სახლის უკან გადმოვიდა და პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა…
მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: „რისთვის?“. ჩემი თავი გადავამოწმე და ჩავუღრმავდი, იქნებ, მე დავუშვი სადმე შეცდომა. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე და წინაპრებს გადავწვდი. პაპების თაობაზე პასუხისმგებელი ვერ გავხდი, რადგან შორეული წარსულის ბევრი არაფერი ვიცი…
ჩემმა მეუღლემ მაშინვე გაიგო, რომ ჩემთვის უმჯობესი იყო ცხვარში წასვლა, რომ მე ეს გადამარჩენდა, ამიტომ მაჩუქა ეს 12 წელი და თავად მოიკლო. მან თავისი გლოვაც არ დამანახვა, ჩემთან ცრემლი არ გადმოუგდია, გულში იწურავდა, მე არ მაჩვენებდა.
ღმერთს ვეხვეწები, შემაძლებინოს მისი ამაგის გადახდა. თუ საქმით ვერ მოვახერხებ, ჩემი შემოქმედებით მაინც. იმ ქვეყანაშიც ვალით წავალ და მასზე ლოცვას გავაგრძელებ“, – ამბობს ხარხელაური.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵გეგას ფოტო როიალზე ედო, ქმარს პრობლემა არ ჰქონია - ვინაა თინას მეუღლე და რას საქმიანობს წყვილი?
🔵სროლაც არ შეგიძლიათ, თქვენი! - რა აღმოაჩინეს გეგა კობახიძის საკანში - უცნობი ამბები
🔵რა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან ლია ელიავას და რატომ მიიღო ინფარქტი მსახიობმა?