მსახიობი, ლია ელიავას ცხოვრების შესახებ ,საინტერესო დეტალებს, ჟურნალ „თბილისელებში“ ვეცნობით.
როგორც ცნობილია ელიავა, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა და „ზვიადისტი“ იყო...
მისი გამორჩეული სილამაზე და ნიჭი რეჟისორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, თუმცა, ლიას მეტად ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა...
პირველ კურსზევე შეამჩნია დავით რონდელმა და ეპიზოდურ როლში გადაიღო ფილმში „მწვერვალთა დამპყრობნი“.
მალე ცნობილმა საოპერო მომღერალმა ვერა დავიდოვამაც შეამჩნია და სარძლოდ ისურვა.
გათხოვების გამო, ლია ელიავას მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში მოუწია გადასვლა. მაგრამ პირველი ქორწინება ხანმოკლე და უიღბლო აღმოჩნდა. მალევე დაშორდნენ....
ინსტიტუტს ამთავრებდა, რომ „ბაში-აჩუკში“ მიიწვიეს გადასაღებად.
ოთარ კობერიძემ ლია ელიავა სწორედ „ბაში-აჩუკის“ გადაღებაზე ნახა პირველად და დააბრმავა მისმა სილამაზემ.
აი, ლია ელიავამ კი ოთარ კობერიძე გაცილებით ადრე ნახა. ლიას დედის მეგობარი, ნინა სტიპანოვა სამსახიობო სტუდიაში ცეკვას ასწავლიდა, გამოსაშვებ საღამოზე პატარა ლიაც წაიყვანა. ოთარ კობერიძე იმ სტუდიაში სწავლობდა… „მაშინ ვნახე პირველად. იგი ცეკვავდა ესპანურს, ეს ცეკვა დღესაც მახსოვს”, – იხსენებდა ლია ელიავა.
რატომღაც მოხდა ისე, რომ ლია ელიავას ბედმაც და ადამიანებმაც გზა გადაუკეტეს სცენისკენ.
ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის „ჰამლეტში“, მაგრამ კონფლიქტის გამო რეჟისორი თეატრიდან წავიდა.
ლია ელიავას ოფელიაც წავიდა, ოღონდ არა მონასტერში, არამედ შეუმდგარ როლთა სიაში.
რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის „ალუბლის ბაღში”. არც ეს სპექტაკლი შედგა.
ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა „მონანიებაში“, ფილმი შედგა, მაგრამ მის გარეშე. მისთვის მიცემული როლი ზეინაბ ბოცვაძეს მისცეს.
ლია ელიავა თავად დახვრეტილი მამისა და დაპატიმრებული დედის შვილი იყო და გასაგებიცაა, რამდენადაც ენდომებოდა ამ როლის თამაში, მაგრამ როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს.
მხარს უჭერდა პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას.
სამოქალაქო ომი იმდენად მტკივნეულად განიცადა, რომ ჯანმრთელობა შეერყა – ინფარქტი მიიღო...
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
ბერას ნომერი არ მაქვს, ლოცვებში ვიხსენიებ - როგორი ურთიერთობა აქვს ჭოხონელიძეს ნათლულთან?