საქართველო 2015-2016 წლები, თავდაცვის მინისტრი ქალი... დიახ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უახლეს ისტორიაში აღნიშნული პოსტი საკმაოდ ძლიერმა ქალმა, თინა ხიდაშელმა ჩაიბარა.
საინტერესოა, როგორი ქალია, რა სისუსტეები აქვს, როგორი დიასახლისია და როგორი სიყვარულის ისტორია აქვს ერთ-ერთ ძლიერ მანდილოსანს.
დღეს თინას სიყვარულის ისტორიას მოგიყვებით.
როგორც იცით, მისი დიდი სიყვარული პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილია. მათ 2 ბიჭი, ალექსანდრე და გრიგოლი ჰყვათ.
გაცნობის ისტორია
დათო:
ეს მოხდა ბუდაპეშტში. თინა ერთი წლით გაემგზავრა იქ, პოლიტიკური მეცნიერების სასწავლებლად, მერე მე მომიწია იქ ჩასვლა 2 თვით კონფერენციაზე და იქ, რომ შევხვდით, მგონი ის იყო ის, რასაც შეხვედრა ჰქვია. იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის.
თინა:
როგორ გავიცანი უფროსი ბიჭი, ამაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს. დათო სხვა ვერსიაზე საუბრობს, მე - სხვაზე და ჯერჯერობით ვერ შევაჯერეთ ვერსიები. ის ამტკიცებს, რომ ჩვენ გვასწავლიდა უნივერსიტეტში, მე კი ვამბობ, რომ ისტორიას აყალბებს და არასდროს ყოფილა ჩემი მასწავლებელი. დათო რამდენიმე ლექციაზე შემოვიდა ჩვენთან ავთო დემეტრაშვილის ნაცვლად, მისი ასპირანტი იყო. რადგან ავთო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო, ხშირად აცდენდა ლექციებს და მოკლედ, გაირკვა, რომ მის ნაცვლად დათო შემოვიდა ლექციაზე. აი, აქ არის პრობლემა, რომ მე არ მახსოვს ეს ამბავი...
არასდროს დავსწრებივარ დათოს ლექციას და არაფერი მახსოვს... დიდი ალბათობით, მე და დათო უნივერსიტეტში შევხვდით იმიტომ, რომ მაშინ ავთოს ჰქონდა იდეა, რომ მისი სხვადასხვა დროის აქტიური სტუდენტები ერთმანეთისთვის გაეცნო.
ალბათ როცა ბუდაპეშტში წავედი სასწავლებლად, ეს ერთწლიანი დაშორება გახდა მოტივატორი მე და დათოს დაახლოების იმიტომ, რომ როცა დავბრუნდი, ძალიან სწრაფად, რამდენიმე თვეში ვიქორწინეთ.
მერე თვითონ წავიდა ამერიკაში 2 წლით. ასეთი საყვარელი ისტორია გვქონდა... თუ თქვენ გჯერათ იმისი, რომ ქორწინების გარკვეულ ეტაპზე ორი ერთი ხდება, ეს ჩვენ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ - ჩვენ შორის ზღვარი აბსოლუტურად მოშლილია, გვაქვს საერთო ინტერესები, ღირებულებები, ხედვები როგორც საჯარო, ისე კერძო ცხოვრებაში, შვილების აღზრდასთან და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებითაც.
აგრეთვე წაიკითხეთ:
VIDEO: „ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ, უმძიმესი სანახავია…“ – ნახეთ, როგორ გამოიყურება თინა ხიდაშელი
პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები