დროა, თეთრი სახლის ახალი ბინადრები გავიცნოთ.
ნახევარსაუკუნოვანი პოლიტიკური კარიერის მიღმა ჯო ბაიდენის არცთუ ისე დალხენილი პირადი ცხოვრება დგას.
სკრანტონში დაბადებულ პოლიტიკოსს პირველი ცოლისგან 3 შვილი - ვაჟები ბიუსი, ჰანტერი და ქალიშვილი - ნაომი ჰყავდა.
მათი ოჯახური იდილია შემზარავმა ტრაგედიამ დაარღვია.
საშობაო საყიდლებზე წასული დედა-შვილი ავტოავარიამ იმსხვერპლა. გოგონა 1 წლის იყო.
ასე დარჩა ბაიდენი მარტო ორ შვილთან - 3 წლის ბიუსთან და 4 წლის ჰანტერთან ერთად.
ჯილ ბაიდენი
ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, მეგობრის დაჟინებული თხოვნით, ჯო ბრმა პაემანზე წავიდა. პირველი შეხვედრის შემდეგ მათ ერთმანეთთან სულიერი სიმშვიდე იპოვეს, თუმცა, ჯოს 5 ცდა დასჭირდა, სანამ ჯილისგან ქორწინებაზე თანხმობას მიიღებდა.
ჯილიმ პირველი ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა. 24 წლისას უკვე „განქორწინებულის“ სტატუსი ჰქონდა. ამიტომ, მას სურდა 100%-ით ყოფილიყო დარწმუნებული, სანამ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამდა.
„100 პროცენტით დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ ეს ქორწინება გაგრძელდებოდა მანამ, სანამ სიკვდილი არ დაგვიშორებდა“.
1981 წელს წყვილს ქალიშვილი, ეშლი შეეძინა. ამ პერიოდში ჯო უკვე ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა.
ბიუ ბაიდენი
-
ბიუ ჯოსა და ნილიას პირველი ვაჟია, დაიბადა 1969 წელს
-
პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
-
იყო ნიუ ჰემფშირის მოსამართლის იურიდიული თანამშრომელი
-
1995 წლიდან 2002 წლამდე შეერთებულ შტატების იუსტიციის დეპარტამენტში ფედერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა
-
ერთი წელი მსახურობდა ერაყში, მიენიჭა ბრინჯაოს ვარსკვლავი
-
დაოჯახებულია, ჰყავს 3 შვილი
ბიუმ ეროვნული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2008 წელს, დენვერში მამამისს დემოკრატიული ეროვნული კონგრესი წარუდგინა. ამ დროს ჯო ვიცე-პრეზიდენობის კანდიდატი იყო.
2010 წელს მან მსუბუქი ინსულტი გადაიტანა.
2013 წელს თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაცია გაუკეთეს.
2015 წელს, ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ, დაიღუპა.
ჯეილმა შვილობილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:
„მას შემდეგ, რაც ჩვენი ვაჟი, ბი, სიმსივნით გარდაიცვალა, მაინტერესებდა, კიდევ ოდესმე გამეღიმებოდა ან ისევ ვიგრძნობდი თუ არა სიხარულს. ზაფხული იყო, მაგრამ სითბო აღარ დამრჩა“.
ჰანტერ ბაიდენი
-
ჯოსა და მისი გარდაცვლილი მეუღლის მეორე შვილია, დაიბადა 1970 წელს
-
ამჟამად მუშაობს ადვოკატად
-
ჰყავს 3 შვილი. ერთ-ერთს გარდაცვლილი დის საპატივცემულად ნაომი ჰქვია
ეშლი ბაიდენი
-
ჯოსა და ჯილის ერთადერთი ბიოლოგიური შვილი, დაიბადა 1981 წელს
-
განათლებით სამართალმცოდნეა
-
2012 წელს პლასტიკურ ქირურგზე, ჰოვარდ კრეინზე დაქორწინდა
როგორც ამბობენ, გოგონას დიდი გავლენა აქვს მამის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე.
როგორც Delaware Today იუწყება, ერთხელ ეშლი ჯოსთან ბროშურებითა და კვლევებით „შეიარაღებული“ მივიდა და დაუწყო იმის მტკიცება, თუ როგორი მნიშვნელოვანია დელფინების გადარჩენა.
არ გასულა დიდი დრო და ბაიდენი წინადადებით კონგრესმენ ბარბარა ბოქსერთან მივიდა. 1990 წელს დელფინის დაცვის შესახებ კანონი მიიღეს.
წყარო: www.mirror.co.uk