პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. მისი გამოჩენისთანავე გაჩნდა ეჭვები - იყო თუ არა გოგონა კახას შვილი და ხომ იბრალებდა ცნობილი, მდიდარი კაცის შვილობას? როცა ანასტასიამ საჯაროდ საუბრები დაიწყო, პასუხი ყველაფერს მალევე გაეცა და ყველა უსიტყვოდ შეთანხმდა, რომ დიახ, ის ნამდვილად კახას შვილი უნდა ყოფილიყო.
მერე თითქოს ეს ამბავი ყველას მიგვავიწყდა, თუმცა არ გვავიწყდება კახას გარდაცვალების თარიღი - 13 ნოემბერი.
სიმართლე გითხრათ, „დაიჯესტის“ გუნდა ბევრი იფიქრა იმაზე, თუ რა დაეწერა დღეს კახას შესახებ - ვცადეთ დაკავშირება მის გარემოცვასთან, სტუდენტებთან და დღეც ამ მცდელობებში მიიწურა. დღის ბოლოს კი სოციალურ ქსელში ამბავმა თავად გვიპოვა.
მამის გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ ანასტატიას ვაჟი შეეძინა. მან ფოტოები და ემოციური სტატუსი თავად გამოაქვეყნა:
„6 წლის განმავლობაში, 13 ნოემბერი კალენდარში ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემთვის. ეს დღე გულწრფელად შემძულდა, მისი მოახლოებაც კი მორალურად მტეხდა. ამ დღეს სამუდამოდ დავკარგე ჩემი გულის ნაწილი.
როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვის დაბადების ბოლო ვადა 13 ნოემბერი იყო, გავიფიქრე, რომ ბედისწერა სასაცილო რამაა.
კალენდარში ყველაზე საშიში დღე უნდა გამხდარიყო დღე, რომელსაც ყველაზე დიდი ემოციით უნდა დავლოდებოდი.
მაგრამ, ჩემმა შვილმა თარიღი თავად აირჩია და 13 ნოემბრამდე, 3 საათით ადრე გადაწყვიტა ამქვეყნად მოსვლა.
ანუ 2020 წლის 12 ნოემბერს ალექსანდრე მხეიძე დაიბადა, 3,7 კგ და 51 სმ
მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ ქმარს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან იყო, მხარს მიჭერდა ემოციურად და ფიზიკურად, უკეთეს პარტნიორს ვერც ვინატრებდი.
2014 წლის 13 ნოემბერს ჩემი გულის ნაწილი დავკარგე, მაგრამ 6 წლის შემდეგ გული სიყვარულით და სიხარულით აივსო. დარწმუნებული ვარ, კახა გვიყურებს და თავის შვილიშვილს უღიმის, თავისი ცნობილი ულვაშებში ღიმილით“, - წერს ის.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
გავგიჟდი, მეტი აღარ ვარ - 3 რომანტიკოსის შეუმდგარი სიყვარულის ისტორია
შოკამბავი: Grey's Anatomy-ის მე-17 სეზონში პატრიკ დემპსი ბრუნდება (ექსკლუზივი)
მხოლოდ 3 ადამიანი, რომელიც ქართველებმა სიცოცხლეში დავაფასეთ და ტრადიციას ვუღალატეთ