დერმატო - ვენეროლოგი ზაზა თელია კარტოფილის სასარგებლო თვისებებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის ბევრს ხილ-ბოსტნეულზე უფრო მეტ კალიუმს შეიცავს. ექიმი ადამიანს კარტოფილის კანიანად ჭამას ურჩევს.
„სხვა მრავალ სასარგებლო თვისებებთან ერთად - კარტოფილი მდიდარია კალიუმით, უფრო მეტად, ვიდრე ბანანი ან სხვა ხილი და ბოსტნეული.
უკეთესია კარტოფილის მიღება კანთან ერთად და არა გათლილი, კანი მდიდარია მიკროელემენტებით.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მომზადებამდე მისი კარგად გარეცხვა“, - წერს ზაზა თელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გრიპის საწინააღმდეგო აცრა პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - NCDC