საქართველოს ყოფილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი „ტვ პირველის“ ეთერში მისი ამჟამინდელი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამერიკაში გადაზიდვების კომპანიაში მუშაობს.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ოჯახს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა, არ ჰქონდათ საჭმლის ფული და თავად იდგა არჩევანის წინაშე, რომ ან ბიძინა ივანიშვილის გუნდში უნდა „გადაბარგებულიყო“ ან ის ნაბიჯი გადაედგა, რომელიც გადადგა და ამერიკაში სამუშაოდ წასულიყო.
როგორც საუბრისას სუბელიანი აღნიშნავს, ძალიან ბევრი ადამიანი უკავშირდება და დახმარებას სთხოვს, რათა ამერიკაში სამსახური იშოვონ. ის ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილის დაპირება, რომ ემიგრანტებს საქართველოში დააბრუნებდა, პირიქით მოხდა და ემიგრაცია გასამმაგდა.
„წავედი იმიტომ, რომ ელემენტარული საარსებო არ მქონდა. სამი შვილი მყავს და ოჯახს შენახვა უნდოდა. მრცხვენია რომ ვამბობ, მაგრამ საჭმლის ფული არ მქონდა. არჩევანის წინაშე ვიყავი 2012 წელს – ან უნდა გადავბარგებულიყავი ბიძინა ივანიშვილის გუნდში, ან წავსულიყავი იმ ნაბიჯზე, რაზეც წავედი. წინასწარ ვიცოდი რომ ეს ნაბიჯი სიღარიბით დასრულდებოდა.
აქაურობა სავსეა ქართველებით. იცით, რა დონის პროფესიონალები არიან აქ? წლები ქვეყანას რომ ემსახურებოდნენ, ივანიშვილმა ისინი სამსახურებიდან გამოყარა და წამოვიდნენ ემიგრაციაში.
მეც ასე ვიყავი, ან უნდა მემათხოვრა ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის თანხები, ან უნდა წამოვსულიყავი. ვერ წარმოიდგენ, რამდენი ადამიანი მიკავშირდება და მთხოვენ, რომ ვასწავლო გზები, თუ როგორ წამოვიდნენ აქ. ლუკმა პური უჭირს ხალხს. გარბიან ქვეყნიდან. ივანიშვილის დაპირება იყო, რომ ემიგრანტებს დააბრუნებდა ქვეყანაში და პირიქით, გასამმაგდა ემიგრაცია.
ამჟამად გადაზიდვების კომპანიაში ვმუშაობ. კალიფორნიის შტატიდან მომაქვს გზავნილი, 5-6 დღიანი მარშრუტია. ასე ვარჩენ ოჯახს. ასეა ქართველების უმრავლესობა, ზოგი ტაქსზე ზის, ზოგი მშენებლობაზე მუშაობს… ემიგრაციას ახლავს ძალიან დიდი სევდა. ჩვენ ივანიშვილმა გამოგვაქცია ქვეყნიდან და დაცალა საქართველო ქართველებისგან“, – აღნიშნა სუბელიანმა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება
🔵ჩემთვის მამაჩემს არ გაუკეთებია იმდენი, რაც ზურამ გააკეთა - ნინი ქარსელაძე
🔵ვინ არის ნინი ქარსელაძის 8 წლით უფროსი მილიონერი ქმარი
🔵რატომ ემალებოდა ნინო ჩხეიძის მამა ჟურნალისტებს 15 წელი - გაიცანით მომღერლის მშობლები