კენიელი კაცი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, მორგში გადასვენებისას გონს მოვიდა. ის „მკვდარი“ 3 საათის განმავლობაში იყო.
სავარაუდოდ, 32 წლის პიტერ კიგენი სამშაბათს, სახლის ჩამონგრევის დროს გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის სასწრაფო დანიშნულების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მორგში გადასვენებისას ის ტკივილმა გააღვიძა, როცა მარკვენა ფეხი გაუკრეს. ამ დროს მას ბალზამირებას უტარებდნენ.
შეშინებულმა თანამშრომლებმა დაცვა გამოიძახეს. მათ ეგონათ, რომ მკვდარი აღდგა,
მოგვიანებით კიგენი საავადმყოფოს ტრავმების განყოფილებაში დააბრუნეს და პირველადი დახმარება გაუწიეს.
„საიქიოდან დაბრუნებულმა“ მისტერ კიგენმა ჟურნალისტებისთვის ინტერვიუების მიცემაც მოასწრო. მან განაცხადა, რომ „სიცოცხლით ბედნიერია და პირობა დადო, რომ ახალ სიცოცხლეს ევანგელიზმს მიუძღვნის“.
მისი ოჯახი ადგილობრივ საავადმყოფოს დაუდევრობაში ადანაშაულებს და სამართლიანობას ითხოვს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საავადმყოფოს ოფიციალურ წარმომადგენლებსა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აგრეთვე წაიკითხეთ: