Digest Logo

ოთხი შვილის დედა ყოფილმა ქმარმა რკინის მავთულით გაგუდა - გაუხმაურებელი ამბავი

1623150318
ლენტი ავარია

ოთხი შვილის დედა, 39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი, ყოფილმა ქმარმა 2017 წლის 25 აპრილს რკინის მავთულით გაგუდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

ერთდღიანი ძებნის შემდეგ, ქალის ცხედარს მამამთილის სახლში მიაკვლიეს.

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, 42 წლის გიორგი ჯანაშვილმა ყოფილი ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. პოლიციამ ის გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, შენობაში შესვლის მომენტში დააკავა.

„უამრავი დაზიანება აქვს ხელზე, ფეხზე, მკერდზე, მკლავებსა და კისერზე... სუიციდი გამორიცხულია“ - გაუხმაურებელი ამბავი

აგვისტოში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჯანაშვილს მკვლელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლოს ცნობაში ვკითხულობთ:

„ღია სასამართლო სხდომაზე, დაცვის ქვეშ მყოფი ჯანაშვილი ბრალდებებში დამნაშავედ ცნეს. გარდა ამისა, დაცვის მხარეს ეჭვგარეშეა, რომ ნანახი ჰქონდა ფაქტობრივი ნიუანსები, რომლებიც ბრალმდებლის მიერ მოტანილ ნივთმტკიცებებში არსებობდა."

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ვაჩეიშვილის პირველი ქმარი დავით ხოსროშვილი რამდენიმე წლის წინ სახლიდან წავიდა და მღვდელი გახდა, რის შემდეგაც ქალი ბავშვებს მარტო ზრდიდა. მისი მეუღლე გარდაიცვალა მარტყოფის მამათა მონასტერში, სადაც მესამე სართულის კიბიდან დაგორდა შემთხვევით და თავი ქვას დაარტყა.

ნინო, ნატალია და ირაკლი ხოსროშვილები ვაჩეიშვილის შვილები არიან პირველი ქორწინებიდან.

ჯანაშვილი მან 2013 წელს ინტერნეტით გაიცნო და მალევე დაამყარა ურთიერთობა.

შვილი შეეძინათ – თამარ ჯანაშვილი. ერთმანეთს მკვლელობამდე ორი თვით ადრე დაშორდნენ.

ოჯახის წევრების თქმით, კონფლიქტი ცოლ–ქმარს შორის მალევე დაიწყო და ქალი საშინელი შიშით ცხოვრობდა.

„17 წლის მანანა გააუპატიურეს, მოკლეს, დანაშაულის დაფარვის მიზნით გვამი დაწვეს და წერილი დაწერეს, ვითომ გაიპარა...“ - გაუხმაურებელი ამბავი

მისი მეგობრის, ქეთი პაპუნაშვილის თქმით, მკვლელობას წინ ოჯახური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა უძღოდა.

ქეთი პაპუნაშვილი ასევე დასძენს, რომ პოლიციამ ოჯახური ძალადობის ფაქტების შესახებ იცოდა, მაგრამ სწორი რეაგირება არ მოუხდენია.

მისი მტკიცებით, ერთხელ კაცმა სახლში საწვავი მიიტანა და სახლის გადაწვა მოინდომა მაშინ, როცა მისი ცოლი და შვილი შინ იყვნენ.

პაპუნაშვილის თქმით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ ბრალდება მსუბუქი იყო.

„მკვლელი მზად იყო, მოეკლა თავისი ექვსი თვის შვილი და ცოლი, როცა ცეცხლი წაუკიდა სახლს და როცა ისინი სასწაულით გადარჩნენ, – ამბობს პაპუნაშვილი, – საქმე კი კერძო ქონების ხელყოფის მუხლით აღიძრა.

ამ სახელმწიფომ არ დაიცვა მირანდა. სხვა შემთხვევაში, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა და არ დაგვრჩებოდა ოთხი დაობლებული ბავშვი.“

მოკლულის უფროსმა შვილმა 19 წლის ნინომ მკვლელობის შესახებ ბაბუასგან გაიგო, ბაბუამ კი პოლიციისგან, როცა მას გვამის ამოსაცნობად დაურეკეს.

ნინო იმ დღის დეტალებს იხსენებს:

,,17 წლის იყო, სცემდა ქმარი და ქმრის დედაც...მუცელი მოეშალა და გარდაიცვალა"- ულამაზესი გოგოს ტრაგიკული ამბავი

„დედაჩემი მეგობრების სანახავად წავიდა. შევეცადეთ დაგვერეკა, მაგრამ დაახლოებით ორ საათში ტელეფონი უკვე გათიშული იყო. მამაჩემის გარდაცვალების მეორმოცე დღე იყო და მარტყოფში წასვლას ვგეგმავდით სულის მოსახსენიებლად. მეორე დღეს სახლში მივაკითხე, მაგრამ კიდევ ვერ მივაგენი, მონასტერში ბოლოს მის გარეშე წავედით. რამდენიმე საათში ბაბუამ დარეკა და ამ ტრაგედიის შესახებ გვითხრა. როგორც გაირკვა, ორი დღით ადრე გიორგი დედაჩემისა და თავიანთი შვილის სანახავად მისულა. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. დედამ ბავშვი აჩვენა, ერთმანეთს ისედაც მხოლოდ ბავშვის მიზეზით ხვდებოდნენ ხოლმე, სხვა ურთიერთობა მასთან აღარ ჰქონდა, ის კაცი კი ბავშვით დედაზე მანიპულირებდა."

ქალიშვილის თქმით, დედამისი მუდმივად შიშით ცხოვრობდა, რადგან ჯანაშვილი ხშირად სცემდა. ამის გამო რამდენჯერმე პოლიციასაც მიმართა, მაგრამ – ამაოდ.

ერთხელ თვითონ ნინოც კი გახდა ჯანაშვილის ძალადობის მსხვერპლი.

„მეც მცემა", – ამბობს ნინო, – "მაშინ დედა ცხრა თვის ორსული იყო. რაღაცაზე წაკამათდნენ და გიორგიმ ქუჩაში დაუწყო ცემა. ჩემმა დამ ეს ამბავი აივნიდან დაინახა და კიბეებზე დაეშვა. გიორგიმ ისე მაგრად დამარტყა, სუნთქვა შემეკრა. დედა შველას ითხოვდა, მაგრამ... პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი ციხეში იჯდებოდა, თანაც დიდი ხნის წინ.“

პოლიცია ამტკიცებს, რომ ყოველთვის სწორად რეაგირებდა შემოსულ საჩივრებზე და შემაკავებელ ორდერსაც აწესებდა. მოკლულის შვილი კი ამბობს, რომ ორდერი უსაფრთხოების გარანტიას მათ არ უქმნიდა.

„მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერი ხუთჯერ ან მეტჯერაც იყო გამოწერილი, ამან მაინც ვერ გვიშველა", – ამბობს ნინო. "ელოდებოდა ორდერის ვადის გასვლას და ბრუნდებოდა. პოლიციას ვიძახებდით, მიჰყავდათ, მაგრამ მერე ისევ უკან მოდიოდა."

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ჯანაშვილი რამდენჯერმეა ნასამართლევი.

2013 წელს ის საფრანგეთში დააკავეს და დეპორტაცია გაუკეთეს.

მსხვერპლის ქალიშვილი ამბობს, რომ მის ბრალდებებს შორის არალეგალური ნარკოტიკის საკითხიც ფიგურირებდა.

„აქაც, ნარკომოხმარება და ქურდობა არ შეუმცირებია,“ – ამბობს ნინო. "დედამ სამსახური მეოთხე ორსულობის დროს დაკარგა და ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მისი 80 წლის მამის პენსია იყო. ძალიან აქტიურობდა სოციალურ ქსელში გახსნილ ჯგუფებში, რომლებშიც სხვა დედებიც იყვნენ. ის ქალები მოკლულს რამდენჯერმე დაეხმარნენ კიდეც. სხვა ჯგუფებში ტანსაცმელს ყიდდა. ზოგჯერ საკუთარი ოჯახის სიღარიბის ამსახველ ფოტოებს სხვებსაც უზიარებდა ამ ჯგუფებში. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მან ამ ჯგუფში დაწერა, თუ როგორი მადლიერი იყო მათი დახმარების, და რომ ჯგუფის სხვა წევრი დედები რომ არა, არც იცოდა, როგორ უნდა გაეტანა თავი, რადგან მისი ნაბოლარა შვილის მამა საერთოდ არაფერს აკეთებდა."

ახლა უკვე მნიშვნელოვანია მირანდას ბავშვების მდგომარეობაზე ზრუნვა, ასევე მათ უსაფრთხოებაზე. ქეთი პაპუნაშვილი როგორც ამბობს, აუცილებელია მათ ცხოვრების გაგრძელებაში პროფესიონალები დაეხმარონ.

„ბავშვები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, ფსიქოლოგი სჭირდებათ. ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ექმნებოდეს იმის გამო, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, ბრალდებულს მათი ვნება კვლავაც შეუძლია.“

15 წლის გოგო საკუთარმა მეზობელმა გააუპატიურა, გოგოს ბიძაშვილები კი დაიჭირეს - რა მოხდა თბილისში

საქმეში ჩართულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების სამინისტროს სოციალური სააგენტო, თუმცა ამ ეტაპამდე ბავშვებს ფსიქოლოგიური მომსახურება არ ჰქონიათ.

„გვითხრეს, რომ ჯერ ფსიქოლოგი არ გვჭირდება." – ამბობს მოკლულის შვილი. "ხვდებიან, რომ ეს შემთხვევა საშინელია, მაგრამ რადგან ბავშვების თვალწინ არაფერი მომხდარა, ფიქრობენ, რომ დახმარებას არ ვსაჭიროებთ.“

მოცემულ მომენტში ის არის ძმისა და დების კანონიერი მფარველი და წარმომადგენელი.

ვერც მუშაობს და ვერც სწავლობს, რადგან თავის უმცროს დას უვლის.

დანარჩენი ბავშვები კი თავიანთ 86 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობენ.

ბავშვები იღებენ მცირე პენსიას, რომელიც, ნინოს თქმით, არ ჰყოფნით.