კორონავირუსი, გაციება, სეზონური ალერგია და გრიპი. რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება ამ დაავადებებს შორის, როგორ ხდება ამ დაავადებების გავრცელება და მათი პრევენცია.
რა არის COVID-19 (კორონავირუსი) და როგორ ვრცელდება ?
COVID-19 არის გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია SARS-CoV-2 ვირუსით ინფექციით. ის ჩვეულებრივ ვრცელდება ადამიანებს შორის, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში არიან (6 ფუტის, ან 2 მეტრის მანძილზე). ვირუსი ვრცელდება სასუნთქი გზების წვეთებით, რომლებიც გამოიყოფა როდესაც ადამიანი სუნთქავს, ახველებს, აცემინებს ან საუბრობს.
ადამიანებმა უნდა მიაქციონ ყურადღება Covid-ის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიცაა: უწყვეტი ხველა, მაღალი ტემპერატურა და სუნის გემოს დაკარგვა ან შეცვლა.
COVID 19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: სიცხე, ხველა და დაღლილობა. მაგრამ არსებობს მრავალი სხვა შესაძლო ნიშანი და სიმპტომი.
რა განსხვავებაა COVID-19-სა და გაციებას შორის?
COVID-19 გამოწვეულია SARS-CoV-2-ით, ხოლო გაციება ყველაზე ხშირად გამოწვეულია რინოვირუსებით. ეს ვირუსები ვრცელდება მსგავსი გზებით და იწვევს ერთსა და იმავე ნიშნებსა და სიმპტომებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე განსხვავება.
COVID 19-ის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება SARS-CoV-2-ის ზემოქმედებიდან ორიდან 14 დღემდე, გაციების სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება გაციების გამომწვევი ვირუსის ზემოქმედებიდან ერთიდან სამ დღეში.
რა განსხვავებაა COVID-19-სა და სეზონურ ალერგიას შორის?
COVID- 19-ისგან განსხვავებით, სეზონური ალერგია არ არის გამოწვეული ვირუსით. სეზონური ალერგია არის იმუნური სისტემის რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ალერგენების ზემოქმედებით, როგორიცაა სეზონური ხეები ან ბალახის მტვერი.
მიუხედავად იმისა, რომ COVID 19-მა შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, სეზონური ალერგია ჩვეულებრივ არ იწვევს ამ სიმპტომებს, თუ არ გაქვთ რესპირატორული მდგომარეობა, როგორიცაა ასთმა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მტვრის ზემოქმედებით.
სეზონური ალერგია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა.
რა განსხვავებაა COVID-19-სა და გრიპს შორის?
COVID-19 და გრიპი ორივე გადამდები რესპირატორული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ვირუსებით. COVID-19 გამოწვეულია SARS-CoV-2 ვირუსით, ხოლო გრიპი გამოწვეულია გრიპის A და B ვირუსებით. ეს ვირუსები ვრცელდება მსგავსი გზით.
COVID-19 და გრიპი იწვევს მსგავს სიმპტომებს. მსგავსების გამო, ძნელია დიაგნოზის დადგენა, თუ რომელი მდგომარეობა გაქვთ მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე. თქვენ, ასევე, შეიძლება გქონდეთ ორივე დაავადება ერთდროულად.
გრიპის და კორონავირუსი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა (38 და უფრო მეტი), თვალების, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი და მშრალი იშვიათი ხველა.
COVID-19 სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება SARS-CoV-2-ის ზემოქმედებიდან ორიდან 14 დღემდე. გრიპის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება გრიპის ვირუსის ზემოქმედებიდან დაახლოებით ერთიდან ოთხ დღეში.
COVID-19 შეიძლება გამოიწვიოს გრიპისგან განსხვავებული გართულებები, როგორიცაა სისხლის შედედება და მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში.
გრიპის ვაქცინას, ასევე, შეუძლია შეამციროს გრიპის სიმძიმე და სერიოზული გართულებების რისკი. ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს ინექციის სახით ან ცხვირის სპრეის სახით.
ნიშნავს თუ არა სიცხე, რომ გაქვთ კორონავირუსი?
მაღალი ტემპერატურაა 37.8 ან მეტი. ეს ტემპერატურა შეიძლება გვქონდეს მაშინაც როდესაც სხეული ებრძვის ნებისმიერ ინფექციას - არა მხოლოდ კორონავირუსს.
მაღალი ტემპერატურა ნაკლებად სავარაუდოა გაციებისას.
რაც შეეხება ხველას?
თუ თქვენ ხართ გაციებული ან გაქვთ გრიპი, შეიძლება გქონდეთ ხველა, სხვა სიმპტომებთან ერთად. გრიპი, როგორც წესი, ჩნდება მოულოდნელად და დაავადებულებს ხშირად აღენიშნებათ კუნთების ტკივილი, შემცივნება, თავის ტკივილი, დაღლილობა, ყელის ტკივილი და სურდო ხველასთან ერთად.
გაციება უფრო ნელ-ნელა ვითარდება და ნაკლებად მძიმეა, თუმცა მაინც ცუდად გრძნობთ თავს. ხველასთან ერთად შეიძლება იყოს ცემინება, ყელის ტკივილი და სურდო. ცხელება, შემცივნება, კუნთების ტკივილი და თავის ტკივილი იშვიათია.
კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ხველა ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
რას ნიშნავს სუნის გემოს დაკარგვა ან შეცვლა?
ეს არის კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები და ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაიაროთ ტესტი. თუმცა სუნის და გემოს შეცვლა შეიძლება დაკავშირებული იყოს გაციებასთანაც. ამ დროს აუცილებელია ტესტის ჩატარება მიუხედავ იმისა თუ როგორ გრძნობთ თავს.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტები ნამდვილად ვერ განასხვავებენ მწარესა და ტკბილს.
ექსპერტები ეჭვობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ ვირუსი გავლენას ახდენს ნერვულ უჯრედებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სუნისა და გემოს შეგრძნებაზე.
კოვიდს უცაბედი ყნოსვის დაკარგვა ახასითებს გაციებას კი არა.
ნიშნავს თუ არა ცემინება კორონავირუსის ქონას?
ცემინება არ არის კორონავირუსის კლასიკური სიმპტომი და თუ თქვენ, ასევე, არ გაქვთ ცხელება, ხველა, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, არ გჭირდებათ ტესტირება.
ცემინებას შეუძლია ინფექციების გავრცელება.
კორონავირუსის და სხვა დაავადებების გავრცელების შესაჩერებლად:
⚫ რეგულარულად დაიბანეთ ხელები
⚫ გამოიყენეთ სახის საფარი, როდესაც სოციალური დისტანცია შეუძლებელია
⚫ შეეცადეთ შეინარჩუნოთ დისტანცია მათთან, ვინც თქვენს ოჯახში არ არის.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵24 წლის ასაკში დაოჯახება, განშორება და რომანი მეგი გოგიტიძესთან - ჯაბა კილაძის აქამდე უცნობი ამბები
🔵19 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი თამთა ჭელიძე, 15-წლიანი დეპრესია და ეკრანიდან გაქრობა - მომღერლის აქამდე უცნობი ამბები
🔵10-ზე მეტი პარტნიორი, ჩამორთმეული დედობის უფლება, ნარკოტიკები და ციხეზე „გამოძახებით“ სიარული - თიკო სადუნიშვილის სკანდალური პირადი