Digest Logo

კოვიდ-აქციები, რომლებიც დისტანციის დაცვით ჩატარადა

1604390243
პანდემიის ფონზე აქციები

თითქიმის 9 თვეა, რაც მსოფლიოს ქვეყანები კორონავირუსის პანდემიას სხვადასხვა გზებით - შეზღუდვებით, ჩაკეტვებითა და მკაცრი რეჟიმის დაწესებით ებრძვიან.

ხშირად მოქალაქეებისთვის მათვისვე სასიკეთედ დაწესებული აკრძალვები მიუღებელია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება... ასე თუ ისე, წესების დაცვით თუ ქაოსით, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების, პირობებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქალაქეებმა ხალხმრავალი შეკრებები გამართეს.

ხან მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს, ხანაც თავად შეზღუდვები გააპროტესტეს.

1.2020 წლის 20 აპრილს ისრაელში აქცია გაიმართა

aktsia-israelshi-2_o_h.jpeg

თელ-ავივში რაბინის მოედანზე 2 ათას მოქალაქეზე მეტმა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით აქცია გამართა. მოქალაქეებმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მთავრობის გადაწყვეტილებებსა და დემოკრატიის შესუსტება გააპროტესტეს.

aktsia-israelshi_o_h.jpegაქციის მონაწილეებს ისრაეილის პოლიციამ ის ადგილები მოუნიშნა, სადაც მათი სოციალური დისტანციის დაცვით დადგომა იქნებოდა შესაძლებელი.

2. 2020 წლის 1-ელ მაისს ათენში ბერძნები შეიკრიბნენ

aktsia-saberdznetshi_o_h.jpeg

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ასობით დემონსტრანტმა პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. მათ მთავრობის მოწოდება, მარში მომავალი კვირისთვის გადადებასთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინეს და ცენტრალური ქუჩა დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტები ნიღბებითა და ხელთათმანებით იყვნენ და იცავდნენ დისტანციას.

3. ხორვატიაში 6 სექტემბერს აქცია გაიმართა

aktsia-khorvatiashi_o_h.jpeg

მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ხორვატიის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. ცხადია, ისინი რეგულაციებს არ იცავდნენ.

დემონსტრანტები ამბობდნენ, რომ მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო, მიღებული ზომები ადამიანის უფლებებს უქმნის საფრთხეს.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით – „კოვიდ-19 ტყუილია“, „ჩვენ არ ვართ იდიოტები“, „გააუქმეთ პირბადეები“, „გამორთეთ ტელევიზორი“. მომიტინგეებიმა განაცხადეს, რომ ისინი სოციალური დისტანციის დაცვას აღარ აპირებენ.

4.აქცია აშშ-ში

amerikashi-aktsia-gaimarta_o_h.jpeg

20 აპრილს აშშ-ის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შემზღუდავი ზომები 2 500-მდე ადამიანმა გააპროტესტა.

aktsia-amerikashi_o_h.jpeg

კაპიტოლიუმთან შეკრიბილმა დემონსტრატებმა კარანტინის გაქუმება მოითხოვეს. მანამდე მსგავსი აქციები მიჩიგანში, მინესოტასა და ვირჯინიაში გაიმართა.

ცნობისთვის, 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის პროვინცია ვუჰანში ახალი ვირუსი დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინფექციას „კოვიდ 19“ უწოდა. კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

5 ქალი ისტორიიდან, რომელიც თავს კაცად ასაღებდა

მოულოდნელი მსგავსება ქართველ და ამერიკელ ამომრჩეველს შორის - არჩევნები 2020

ეს რეალურია, მთვარეზე წყალია - NASA