Digest Logo

ყველა დროის 5 სკანდალური ქართველი ქალის ცხოვრების უცნობი დეტალები

1603655623
ქალები უცნობი ისტორიებით

რა აცვია, როგორ გამოიყურება, ვისთან ერთად დადის, რა უყვარს - რიგით ქალებს ყოველთვის გვაინტერესებს რა ხდება ცნობილი ქალების ცხოვრებაში.

ჩვენც დიდი ინტერესით ვეცნობით მათ ცხოვრებას და ხანდახან ვბაძავთ კიდეც ჩაცმის სტილსა და გარეგნობაში.

დაიჯესტი მოგიყვებათ 5 სკანდალური ქართველი ქალის ცხოვრების უცნობ დეტალებს.

⚪ ვერიკო ანჯაფარიძე

„ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?“ - ვერიკოს ცხოვრების გზა მიდიოდა ტაძრამდე.

მისი გზა ყველას აინტერესბდა. სცენაზე გამოჩნდა თუ არა, მისი სახელი ყველამ გაიგო. მალევე კი ცოლად გაჰყვა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს შალვა ამირეჯიბს. ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაუწერიათ, საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაშლილა, მაგრამ ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდაო… ცუდად ენიშნათ, ყველამ სხვადასხვანაირად ახსნა, თუმცა თავად ფაქტი აშკარად ცუდის მომასწავებელი ნიშანი იყო.

ამბობენ, სხვა უყვარდა და ცოლად სხვას გაჰყვაო.

როგორც წერენ, ვერიკო აღტაცებული ყოფილა შალვა ამირეჯიბით, გატაცებით უსმენდა, უდიდეს პატივს სცემდა, მაგრამ ვერ შეიყვარაო… უყვარდა მიხეილ ჭიაურელი და ცოლად გაჰყვა შალვა ამირეჯიბს. თურმე, ეს ქორწინება მამის უკანასკნელი სურვილი და თხოვნა იყო.

საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდნენ.

⚪ ლიკა ქავჟარაძე

საიდან მოდის სილამაზე? - არავინ იცის, ეს უბრალოდ ბუნების სიმშვენიერე იყო რომელიც ყველა დროს, ყველა ასაკში, ყველა ქალისთვის მისაბაძი პიროვნება იყო. შეუძლებელია ნახო მისი ფოტო და არ თქვა „რამ შექმნა ადამიანად“. სწორედ სილამაზემ დაღუპა, ალბათ ბევრი ასეც იტყვის... მისი გარეგნობიდან გამომდინარე ყოველთვის განხილვის საგანი იყო.

ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ლიკა ქავჟარაძის გაცნობის სურვილი თავის დროზე ალენ დელონმაც გამოთქვა, თუმცა ქართველი მსახიობისგან უარი მიიღო.

როგორც ყვებიან "ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმების რეტროსპექტივაზე პარიზში წარდგენილი იყო ფილმი, ჩვენებას ლიკა ქავჟარაძეც ესწრებოდა. პარიზში ყოფნის პერიოდი დაემთხვა მის დაბადების დღეს, რომელიც ქართველ მსახიობს "ეიფელის კოშკის" რესტორანში აღუნიშავს, საღამოს, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის ქუჩას ფეხით მიუყვებოდა, როცა მის წინ მანქანა გაჩერდა, ლიკა ქავჟარაძემ მანქანაში ალენ დელონი იცნო, რომელიც გაჩერდა და მისი გაცნობა უნდოდა, ამ დროს თურმე ლიკას ძალიან შეეშინდა, დაიბნა და სასწრაფოდ ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა სასტუმროსკენ..

⚪ სოფიკო ჭიაურელი

„მრუდე თუ გაქვს ხელი კეთილს ნუღარ ელი“ და მართალიც არის. სოფიკო ჭიაურელმა საზოგადოებას თავი ჯერ კიდევ ფილმ „ვერის უბნის მელოდიებიდან“ მრეცხავი ვარდოს პერსონაჟით დაამახსოვრა.

და არა მარტო დიდი არტისტი, სოფიკო ჭიაურელი საოცარი ორგანიზატორული ნიჭისა და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება იყო.

გარკვეული დროის განმავლობაში ის საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც იყო და ვინ იცის, რამდენი გაჭირვებული ადამიანისთვის მოუმართავს ხელი. საუბრის ცალკე თემაა ის ტიტანური ბრძოლა უსამართლობასთან, გენიალური რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ჯერ ციხიდან დასახსნელად, შემდგომში კი მისი რეაბილიტაციისთვის რომ დასჭირდა.

⚪ ნანი ბრეგვაძე

სიმღერა „თბილისო“ და მომრერალი ნანი ბრეგვაძე ყველასთვის ერთმანეთთან ასოცირდება. ნანი ყველა დროის უბერებელი ქართველი მანდილოსანია.

მას დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის აღმავლობაში. მაღალი ოსტატობით ასრულებს როგორც ქართულ, ასევე რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით, ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს.

მას ჯერ კიდევ 1974 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 2001 წელს კი ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვვლავი.

⚪ ლეილა აბაშიძე

„ვაშლი, მიჩურინის ვაშლი“, ქალი საჭესთან - დიახ, ორივე ერთი პიროვნებაა, ორივე ლეილა აბაშიძეა. მის მიერ განსახიერებული ქალები იყვნენ მიზანდასახულები, მებრძოლები და თავდაჯერებულები, რაც ერთგვარი ამოვარდნა იყო ცხოვრებისგან გატეხილი ქართველი ქალის სახიდან.

გარდა ნიჭისა, ლეილა უზომოდ განათლებული და ჭკვიანი ქალი იყო, წერდა არაჩვეულებრივ სცენარებს და იმასაც კი ამბობდნენ, რომ მისგან შეუდარებელი მწერალი დადგებოდა, თუ ამ გზას აირჩევდა.

ხშირად სახელგანთქმული მსახიობები ერიდებიან როლის გამო ექსპერიმენტების ჩატარებას, თუმცა ლეილა არც ამას უშინდებოდა - გლეხი ქალის როლის უკეთ გასათავისებლად ფეხშიშველი მიდიოდა ყანაში სამუშაოდ, აბეზარას როლისთვის კი გადაღებებების დაწყებამდე ბენზინს იპკურებდა - ამბობდა, ასე თავი ნამდვილი მძღოლი მგონიაო.