Digest Logo

კვლევის თანახმად, რატომ არის თქვენი ერთი პროფილი უფრო მიმზიდველი, ვიდრე მეორე?

1604064093
ანჯელინა ჯოლი

საშუალო სტატისტიკური ადამიანი, დღეში სელფის გადაღებას 48 წუთს უთმობს და საბოლოოდ, მხოლოდ 7 იდეალურ კადრს ვიღებთ, რომელთაც მაშინვე სოციალურ ქსელებში ვაქვეყნებთ.

მელბურნის ლა ტრობის უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოლოგმა ანლუკა ლინდელმა აღმოაჩინა, რომ უმრავლესობა სელფის მარცხენა პროფილში იღებს. ამის მიზეზის დასადგენად, ანლუკამ ინსტაგრამის 2000 სელფი „შეისწავლა“.

კვლევის თანახმად, მარცხენა ლოყა უფრო მეტ ემოციას გამოხატავს. ეს ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების ფუნქციონირებითაა განპირობებული. ტვინის მარჯვენა მხარე კუნთებს აკონტროლებს, რაც სხეულის მარცხენა მხარის მიერ ემოციების გამოვლენაში აისახება.

დასკვნა - როდესაც ადამიანს ემოციური ფოტოს გადაღება უნდა, ის კამერებთან მარცხენა პროფილით პოზირებს.