Digest Logo

„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩამომგლიჯა, მერე „ცეპი“, ბეჭდები და ჩანთა წამართვა... თავშიც ჩამარტყა“ - ქვრივი ქალის გაუხმაურებელი ამბავი

1632486749
ქალზე ძალადობა

29 წლის დიმა გ-შვილი სამართალდამცველებმა  ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ დააკავეს.

მას სამი დანაშაული „რეკორდულ დროში“, სამ საათში ჰქონდა ჩადენილი.

წარსულში იარაღის ტარებისთვის ნასამართლევ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ციხიდან საპროცესო გარიგებით იყო გათავისუფლებული, ოპერატიულმა სამსახურმა ახალგაზრდა ქალის განცხადების შემდეგ დაუწყო ძებნა.

დაზარალებული ვიოლა ჭ-ძის განცხადებით, მამაკაცმა ის ავტომანქანაში გაძარცვა და თბილისის განაპირას, უდაბურ ადგილას დატოვა.

ქალმა დახმარება პირველივე შემხვედრ საპატრულო ეკიპაჟს სთხოვა, რის შემდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

დაზარალებული ვიოლა ჭ-ძის განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც მას ოქროს სამკაულები და დაახლოებით 100 ლარამდე თანხა გასტაცა, შორიდან იცნობდა. არ იცოდა მისი გვარი, მაგრამ ისინი ერთ უბანში ცხოვრობდნენ.

ამონაწერი დაზარალებული ვიოლა ჭ-ძის ჩვენებიდან:👇

„დიმას შორიდან ვიცნობ, მისი გვარიც კი არ ვიცი. ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით საერთო ნაცნობთან, მაშინ გამომელაპარაკა და ტელეფონიც გამომართვა. ვიცოდი, რომ ბარში მუშაობდა, მეც ღამის კლუბის მიმტანი ვარ და ჩვენს სამსახურებზე ვისაუბრეთ.

ობოლ შვილს მარტო ვზრდი. იმ ღამეს სამსახურიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, დიმამ რომ დამირეკა – მთხოვა, შემხვდიო. დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც გავედი მასთან შესახვედრად.

დათქმულ ადგილზე „ოპელის” ფირმის ავტომანქანით მოვიდა, ნასვამი იყო, მითხრა, მეგობრის მანქანაა, გავისეირნოთო. ჩანთაში მქონდა დაახლოებით ასი ლარი, მეკეთა ოქროს სამკაულიც – საყურე, „ცეპი” და ორი ბეჭედი.

დიმამ ქალაქიდან ცოტა მოშორებით გამიყვანა, ძალის გამოყენებით წამართვა ფული და სამკაულები, მანქანიდან ჩამომაგდო და გზაზე დამტოვა”.

პირველ ჩვენებაში, დაზარალებულ ქალს სამართალდამცველებთან არ განუცხადებია, რომ ის მამაკაცის სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც გახდა. ამის შესახებ მან მოგვიანებით აღიარა და განაცხადა, რომ ქვრივ ქალს გაუპატიურების ფაქტის გახმაურება არ უნდოდა.

დაზარალებულს მთელ ტანზე აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რაც დადასტურდა სამედიცინო ექსპერტიზის მიერ. ქალის ჩვენების მიხედვით, დიმა გ-შვილმა ქალი ჯერ გააუპატიურა და შემდეგ გასტაცა ფული და ოქროს სამკაული.

ამონაწერი ვიოლა ჭ-ძის ჩვენებიდან:👇

„დიმამ მანქანა გააჩერა და მოფერება დამიწყო, გავუძალიანდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. წინააღმდეგობის გაწევამ უფრო გააცოფა და ცემა დამიწყო. რამდენჯერმე თავშიც ჩამარტყა მთელი ძალით. გაუპატიურების შემდეგ, ჯერ საყურეები ჩამომგლიჯა, მერე „ცეპი,” ბეჭდები და ჩანთაც წამართვა. საბუთები უკან მომაყარა, ფული ამოიღო და მანქანიდან ძალით გადმომაგდო. მე იქვე დამტოვა, თვითონ კი წავიდა”.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, რომელიც ცხელ კვალზე იქნა გატარებული, დადგინდა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა.

ზუსტად იმავე დროს სამართალდამცველებს მიმართა კიდევ ერთმა დაზარალებულმა მამაკაცმა, რომელმაც განაცხადა, რომ ახალგაზრდა ბიჭმა ძალის გამოყენებით გასტაცა კუთვნილი ავტომობილი და 60 ლარის ოდენობის თანხა.

მოქალაქე ანზორ გ-ავას განცხადებით, თავდამსხმელი ძალიან აგრესიული იყო. მისი გარეგნული აღწერილობა ზუსტად ემთხვეოდა იმ ახალგაზრდა მამაკაცის გარეგნობას, რომელიც ვიოლა ჭ-ძის გაუპატიურებასა და ძარცვაში იყო ეჭვმიტანილი.

ამონაწერი ანზორ გ-ავას ჩვენებიდან:

„ორი შვილის მამა ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი, ოჯახის სარჩენად ჩემი საკუთარი „ოპელის” მარკის ავტომობილით ვტაქსაობ. იმ საღამოს თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ გვიან ღამით მაინც გავედი სატაქსაოდ. ამ ახალგაზრდამ, რომელიც ავტომობილში ჩამიჯდა, თავიდანვე დამამახსოვრა თავი – სათვალიანი ბიჭი იყო, ცოტა უცნაური გამომეტყველება ჰქონდა, ავადმყოფური.

როგორც კი მანქანაში ჩამიჯდა, გაჭირვებასა და ეკონომიკურ პრობლემებზე დამიწყო საუბარი, მითხრა: ეკონომიკური ექსპერტი ვარ, ტელევიზიით ხშირად გამოვდივარო.

მერე გამომკითხა, დღეში რამდენს შოულობო. გზას დანიშნულების ადგილამდე თვითონ მასწავლიდა. ბნელ ჩიხში შემიყვანა, გააჩერეო მითხრა, გვერდით მეჯდა. უცებ ყელში ხელი წამიჭირა და მანქანიდან გადადიო, მიყვირა.

საკუთარი მანქანიდან წიხლით გადმომაგდო. სალონში სამოცი ლარი მედო, ის ფულიც გაიტაცა და ჩემი მანქანაც. დასახმარებლად პოლიციის განყოფილებაში მივედი. მერე გავიგე, რომ იმ ბიჭს ჩემს მანქანაში დანაშაული ჩაუდენია.”

საქმის მასალების მიხედვით, დიმა გ-შვილმა გატაცებული ავტომანქანით ავტოავარია მოახდინა – როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ქალის გაუპატიურებისა და გაძარცვის შემდეგ, ის გატაცებული მანქანით ბორდიურს დაეჯახა. დაზიანებული მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვა და იქიდან ტაქსით წავიდა სამსახურში – ღამის კლუბში. სამართალდამცველებმა ის სამსახურში დააკავეს.

დიმა გ-შვილი თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა მოგვიანებით, აღიარა როგორც ანზორ გ-ავას მანქანის გატაცება, ასევე ნაცნობი ქალბატონის გაუპატიურება და გაძარცვა. ჩადენილი დანაშაული მან ალკოჰოლის გავლენით ახსნა – ძალიან ნასვამი ვიყავი და არ ვიცოდი, რას ვაკეთებდიო.

თუმცა, როგორც კერძო ტაქსის მძღოლმა, ასევე ღამის კლუბის მიმტანმა დაადასტურეს, რომ მამაკაცი ისეთი ნასვამი არ იყო, რომ არაადეკვატური ყოფილიყო.

სასამართლომ დიმა გ-შვილი დამნაშავედ ცნო ჩადენილ დანაშაულში და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებისას, მას თან ჰქონდა გატაცებული ოქროს სამკაულების ნაწილი. როგორც დადგინდა, მეორე ნაწილით მას შეყვარებულის დასაჩუქრება მოუსწრია.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„სთორი“ ნახა, დადებული არ მაქვს ნახულობს...“ - ქალების 10 სულელური შეცდომა კაცებთან ურთიერთობისას

🔵„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის ტოლა კაცთან იმიტომ მიღალატა, რომ ჩემგან შვილი არ უჩნდებოდა... დანით მოვკალი“ - ეჭვიანი ქმრის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„თაგვის წამლით“ მოწამლეს, კუს ტბაში 32-კილოგრამიანი გირით ჩააგდეს და მოკლეს“ - 34 წლის ინჟინრის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„ხომ არ გაშინებო, ცუნცულ… მამის ძმაკაცი იყო... უცნაური მოძრაობა დაიწყო… მოხდა ყველაფერი...“ - 13 წლის გოგოს შემზარავი ამბავი

🔵დედამ შვილს უთხრა, რომ მისი გაჩენის სურვილი არასდროს ჰქონია - უცნობი ამბავი