Digest Logo

მარიხუანა გადაყლაპა - როგორ გადაურჩა სიკვდილს ცნობილი პლეხანოველი „პლანაქეში“

1612176292
მარიხუანა

1990-92 წლებში, როგორც ამბობენ, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალი რომან გვენცაძე იყო.

ის ასეთ ისტორიას იხსენებს:

„ვერ ვიტყვი, რომ კორუფცია თანამშრომლებში 100%-ით მოვსპე, მაგრამ ფაქტია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა.

მექრთამეებს უმკაცრესად ვსჯიდით და ყველამ იცოდა, რომ არავის დავინდობდი...

ერთი თანამშრომელი გვყავდა, მოდი, მას პირობითად შალვას ვუწოდებ, რადგან ვინაობის დასახელება არ მინდა.

მაღალი კლასის პროფესიონალი იყო. ნარკომანიის მიმართულებით მუშაობდა და ამ კუთხით, რაც ქალაქში ხდებოდა, არაფერი გამოეპარებოდა.

როგორც ნარკომანები, ასევე ნარკორეალიზატორები ერიდებოდნენ.

პროფესიონალიზმთან ერთად ფულიც უყვარდა და პატარ-პატარა „მაყუთსაც ღუნავდა“...

ერთხელ შალვამ ერთი პლეხანოველი „პლანაქეში“ (მარიხუანის მწეველი) პირობითად, „ჩხირო ოთარა“ დაიჭირა. ბრალდებულს „20 პაპიროსი“ პლასტელინი (ბურთულასავით დამრგვალებული) მარიხუანა, „პლანი“ ამოუღო.

კაბინეტში რომ მიიყვანა, მარიხუანა წინ დაუდო და უთხრა:

– ოთარ-ჯან ან ათას მანეთს მოიტან, რომ გაგიშვა ან, პირდაპირ, „სროკზე“ გაგიშვებ „20 პაპიროსი პლასტელინისთვისო“...

ოთარმა არც აცია, არც აცხელა და „ფაქტი“ მოულოდნელად გადაყლაპა, თან შალვას უთხრა:

– ვეღარ გამიშვებ, უფროსო, ფაქტი არ გაქვს, „პლანს“ კი ვერც კუჭიდან ამომიღებ და ვერც უკანალიდანო.

შალვას გაეცინა, უჯრიდან სხვა „შმატოკი“ (დამრგვალებული მარიხუანა) ამოიღო, ოთარს დაანახა და უთხრა:

– ამის მეტი რა მაქვს, ახლა 2 ათასი უნდა მოიტანო ან დიდი „სროკი“ არ აგცდებაო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოთარის კუჭში ჩასულმა მარიხუანამ მოქმედება დაიწყო. დაკავებული ცუდად გახდა, სასწრაფოთი წაიყვანეს და ძლივს გადაარჩინეს.

შალვას კი ვუსაყვედურე, ერთი წლის ვადით დავაქვეითე და გავაფრთხილე, რომ მსგავსი შემთხვევის განმეორებისას ციხეში ჩავსვამდი.“


აგრეთვე წაიკითხეთ:

3 წლის ასაკში დაობლება, სესილიას „მათხოვრობა“ და სხვა ამბები გივი ბერიკაშვილზე

43-წლიანი თანაცხოვრება და ღალატი 63 წლის ასაკში - მარინა ბერიძის ოჯახური ამბები

ცოლიანი კაცის სიყვარული - თემურ ჩხეიძისა და ნანი ჩიქვინიძის ამბავი