Digest Logo

მე-5 თვეში მამამთილმა ხელჯოხი მუცელში ჩამარტა, ბავშვის წართმევას და საგიჟეთში ჩემ გაშვებას აპირებდნენ - უცნობი ამბავი

1616405157
ძალადობა

21 წლის აიშან ბაშიროვა ქმრის ოჯახისაგან ეკონომიკური  და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია.

ამის შესახებ ინფორმაციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“ ავრცელებს.

 

„ყოფილი ქმარი ქორწილში გავიცანი. საერთო ნათესავები გვყავს და ერთ-ერთმა მითხრა, ბიჭს მოსწონხარ, შენთან ოჯახის შექმნა უნდაო. მამაჩემთანაც შეაქო იმ ქალმა ბიჭი (დედა გარდაცვლილი მყავს და ჩემთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მამა იღებდა).

მამაჩემს ბიჭი მოეწონა. ცოტა ხანში დავქორწინდით. ქორწინების შემდეგ, ქმრის ოჯახთან ერთად, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ცოტა ხანში დავორსულდი. ქორწინებიდან ერთი თვის გასვლისთანავე, დედამთილმა უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. ის ამბობდა, რომ რძლად თავიდანვე არ ვუნდოდი.

მალე სხვა სახლში გადავედით. როცა ქმარი მამის სახლში მიდიოდა, დაბრუნებისას სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზებით მეჩხუბებოდა. ქმარს შევთავაზე, დავშორდეთ-მეთქი.

ცოტა ხნის შემდეგ, ქმარმა მითხრა, რამდენიმე დღით სოფელში ჩავიდეთ, შენს ბიძასთანო. ჩავედით, ის თბილისში დაბრუნდა, სამი დღის შემდეგ კი მესიჯი მომწერა, მაპატიე, უნდა დავშორდეთო. ბიძაჩემი ამაზე არ დათანხმდა, ოჯახებმა მოილაპარაკეს და შერიგდნენ.

ისევ დავბრუნდი ქმრის სახლში. მაგრამ, ამის შემდეგ, დედამთილი და მამამთილი თითქმის ყოველდღე მლანძღავდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვითხოვე, ოფიციალურად ხელი დღემდე არ გვაქვს მოწერილი.

ქორწილის შემდეგ, ძვირფასეულობა წამართვეს. ორსულობის მე-4-მე-5 თვეში ვიყავი, როდესაც მამამთილმა ხელჯოხი მუცელში ჩამარტყა… ხელით დავიცავი მუცელი, მადლობა ღმერთს, ბავშვს არაფერი დაემართა…“, – იხსენებს აიშანი.

აიშანმა დღემდე არ იცის, რატომ სძულდა დედამთილს და მამამთილს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გააკეთა მათთან კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

„არადა, ყველა საქმეს ვაკეთებდი, ადრე ვდგებოდი, სახლს ვალაგებდი, სუფრას ვშლიდი. ორსულობის დროსაც კი, სახლის თითქმის ყველა საქმეს ვაკეთებდი. დედა არ მყავს, მთელი გულით ვცდილობდი, დედამთილთან დედაშვილური ურთიერთობა მქონოდა.

მთელი ორსულობა სტრესის ქვეშ გავატარე. სახლში საჭმლის ჭამის უფლებაც კი არ მქონდა. ხშირად, მეზობლების სახლში ვჭამდი. ჩემთვის ორსულობის დროს დანიშნული წამლებიც არ უყიდიათ.

როცა მამაჩემთან დაშორების თემაზე საუბარს ვიწყებდი, მეუბნებოდა, ოჯახს ნუ ანგრევო. ერთხელ, ქმრის ოჯახის წევრების საუბრიდან გავიგე, რომ როცა ბავშვს გავაჩენდი, ჩემთვის მის წართმევას და ჩემს საგიჟეთში გაშვებას აპირებდნენ…

მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სახლიდან მშობიარობამდე უნდა წავსულიყავი. მაგრამ, არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, როგორ უნდა მეცხოვრა… მამა მეუბნებოდა, თუ მაინცდამაინც დაშორება გინდა, ბავშვი დატოვე და მიგიღებო, მაგრამ ამას როგორ ვიზამდი?

აგრეთვე წაიკითხეთ:

VIDEO: ბევრი ნახატი, წიგნები და ყვავილები - დაათვალიერეთ ბაია დვალიშვილის სახლი

პატიმრობა და დანით მიყენებული ჭრილობა - უცნობი ამბები გურამ დოჩანაშვილზე

სასულიერო პირი მწერდა, მიგზავნიდა თავის ფოტოებს შავ კაბაში და მეუბნებოდა, რომ ფორმები დამეხვეწა… - გაუხმაურებული ამბავი