Digest Logo

მხოლოდ 3 ადამიანი, რომელიც ქართველებმა სიცოცხლეში დავაფასეთ და ტრადიციას ვუღალატეთ

1602866929
მუსიკოსი გია ყანჩელი

ნიკალა, გალაკტიონი, ფიროსმანი, ბარათაშვილი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქართველებისა , რომლებიც სიცოცხლესი არ დავაფასეთ.

სამწუხაროდ ასე ხდება, ჩვენს დროში მცხოვრებ გენიოსებს ვერ ვცნობთ. ვერ ვცნობთ, რადგან ბევრად წინ არიან და არ გვესმის მათი, არ გვესმის მათი სიდიადისა და იმ ღირებულებების, რაზეც გვესაუბრებიან.

აი, გარდაცვალების მერე, კი ვხედავთ დიდ დანაკარგს, მივტირით მას, მაგრამ რაღა დროს. სიკვდილის ფენომენს წინ ვერაფერი აღუდგება, თუმცა არა, გალამ შეძლო და დაამარცხა სიკვდილი, დიახ „სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა“.

და მართლაც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მარადიულად ცოცხლობენ.

მიუხედავად ამისა, მაინც ვისწავლეთ დიადი ადამიანების დაფასება და დღეს 21-ე საუკუნის საქართველოში სიცოცხლეშივე ვაფასებთ ადამიანებს.

🔸 მსახიობი კახი კავსაძე - ადამიანი სიყვარული, პატრიოტიზმი, მეგობარი, სიკეთე. ყველასთვის მისაბაძი პიროვნება. ის სრულიად საქართველოსთვის აღიარებული არტისტია. მისი სჯერა ერს, ენდობა მას და ხალხის დიდი სიყვარული აქვს. ჩვენ ის სიცოცხლეშივე დავაფასეთ და ვარსკვლავი გავუხსენით. ვარსკვლავის გხსნა ეს მხოლოდ ფორმალური ამბავია, ისე კი თითოეულის გულში აქვს ვარსკვლავი გახსნილი, რაც ყველაზე დიდი ჯილდოა.

🔸 მწერალი გურამ დოჩანაშვილი - „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“- ამ ცნობილი სიტყვების ავტორი თავად სიყვარულია. დოჩანაშვილი ის მწერალია, რომელიც მკითხველის გულამდე მიდის და უემოციოდ ვერ ტოვებს. დოჩანაშვილი ის მწერალია, კარცერ-ლუქსების შემოღებას რომ აპირებდა. დოჩანაშვილი ის მწერალია „უძღები შვილი“ სახლში რომ დააბრუნა. დიახ, ჩვენ ასეთი მწერალი გვყავს და ვაფასებთ მას. შევძელით ამოგვეცნო გენია. შევძელით მიგვენიჭებინა საპატიო თბილისელის წოდება, თუმცა ამ აღიარების გარეშეც საპატიო ადამიანი, საპატიო ქართველი და საპატიო დედამიწელია.

🔸 მუსიკოსი გია ყანჩელი - „ის აქ არის“ დიახ, ის აქ არის. მერე რა, რომ სხვა განზომილებაში წავიდა და გარდაისახა, ის მაინც აქ არის. ჩვენ მოვასწარით და დავაფასეთ ყანჩელი სანამ ცოცხალი იყო, თუმცა გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტადაც. ის ერთი წელია რაც ამ ქვეყნად აღარაა, „ყვითელი ფოთლების“ ჟამს წავიდა, წავიდა მაგრამ დატოვა სახელი, რომელიც არცერთი თაობის წარმომადგენელს არ დაავიწყდება. დიახ, ის აქ არის.