
ის აფთიაქში არა, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად იყიდება.
ბოდიში, ვწუხვარ, მაპატიე - თუ იაზრებ, რომ დამნაშავე ხარ, თუ ყოველ ღამე ჩადენილი დანაშაული გჭამს, „სჯობს გვიან ვიდრე ასრადროს“ მოიხადო ბოდიში. ცნობილი ადამიანების მაგალითზე, ხშირად, ეს მხოლოდ დიპლომატიური გზაა საკუთარი ავტორიტეტის აღსადგენად. სინამდვილეში, საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში, მათი რეპუტაციის აღდგენა აღარც „ბოდიშს" შეუძლია და აღარც ქიმიურად აღმდგენ ნივთიერებებს.
ერთად გავიხსენოთ 4 ძალადაკარგული, დაგვიანებული ბოდიში:
პირველი დაგვიანებული ბოდიში ქართველ მომღერალ ნინი ბადურაშვილს უკავშირდება.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გადაცემის კომენტარებში მომხმარებელმა დაწერა, რომ აღნიშნული პროდუქტი მედია სივრცეში ერთადერთია, რასაც უყურებს და ნინის სტუმრობა დიდად არ გაუხარდა.
სავარაუდოდ, შეურაცხყოფილმა მომღერალმა, თმენის ვალდებულება მოუთმენლობითა და სიბრაზით ჩაანაცვლა და დაწერა : „ამ ვიდით, რამდენს ბედავ“.
ეს ერთი ფრაზა ვირტუალურ სამყაროში ვირუსულად გავრცელდა. ყველა გვერდი, იუმორისტული თუ არაიმორისტული, ამ ფრაზას ატრიალებდა და მთლიანი სოციუმი კრიტიკულად განაწყო მოღერლის მიმართ. ერმა თანადგომა უცნობ გოგონას გამოუცხადა, რომელიც „ვიდის“ გამო დაჩაგრეს.
ბადურაშვილმა „დაიჯესტს“ ექსკლუზიურად განუცხადა, რომ გოგონას, რომლის მიმართაც კომენტარი დაწერა, ბოდიშს უხდის. მომღერალი საკუთარ საქციელს გადამეტებულს უწოდებს.
მეორე ბოდიში არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოდიში სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს მოუხადა.
ბოდიშის მიზეზი, როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი იყო. ხაზაროვამ სერბეთის პრეზიდენტის „თეთრ სახლში“ სტუმრობა, ცნობილ ფილმში „ძირითადი ინსტიქტი“, შერონ სტოუნის სექსუალურ პოზას შეადარა.
მესამე ბოდიში ჯონ ლენონის მკვლელს, მარკ ჩეპმენს უკავშირდება, რომელმაც ბოდიში 40 წლის შემდეგ მოიხადა.
ეს ყველაზე დაგვიანებული ბოდიში იყო, რომელმაც მუსიკალური ლეგენდა ვეღარ გააცოცხლა. ზოგო იტყვით წელსაც გააჩნიაო, მაგრამ 40 წელი ბოდიშისთვის, თანაც მკვლელობისთვის, რამაც ეპოქა დაამთავრა, ძალიან დაგვიანებულია.
„მინდა ჩემი დანაშაულისთვის ბოდიში მოვიხადო. ვიცი, რომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. ეს ყველაფერი საკუთარი თავის განდიდებისთვის ჩავიდინე.“- მოუბოდიშა მარკ ჩეპმენმა ლენონის ქვრივს, იოკო ონოს.
როგორც ბოდიშის მოხდისას განაცხადა, ლენონი პოპულარობის გამო მოკლა, რადგან ის ოჯახის კაცი და ყველასთვის სამაგალითო იყო.
ინფორმაციისთვის, მარკ ჩეპმენმა ჯონ ლენონი ნიუ-იორკში, 1980 წელს, იოკო ონოს თანდასწრებით მოკლა. მას ვადამდელ გათავისუფლებაზე უარი უკვე მეთერთმეტედ უთხრეს.
მეოთხე ბოდიში კრისტენ სტიუარტს ეკუთვნის.
2 წლის წინ სერიალ „თვაილაითის“ მსახიობ კრისტენ სტუარტის ირგვლივ დიდი სკანდალი მძვინვარებდა. მან დაქორწინებულ რეჟისორს რუპერტ სანდერსის აკოცა, რის გამოც ფანებმა გააკრიტიკეს.
მათი გულისტკივილი ღალატმა გამოიწვია, როგორ შეეძლო სტიუარტს ამავე მსახიობის სერიალისთვის, რობერტ პატინსონისთვის ეღალატა.
სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კრისტენმა საზოგადოებას ჩადენილი საქციელის გამო მოუბოდიშა. თუმცა დასძინა, რომ სანდერსი უყვარდა და მის საქციელს გამართლება ჰქონდა.