Digest Logo

მოსკოვის კათედრალის მისტიკური ამბები

1606993137
მოსკოვის კათედრალის მისტიკა

1555-1561 წლებში მოსკოვში, წითელ მოედანზე ივანე მრისხანეს ბრძანებით, წმინდა ბასილის კათედრალი აიგო.  ლეგენდის თანახმად,  მან არნახული შენობის დამპროექტებლებს თვალები დასთხარა, რათა მსგავსი ვეღარ აეგოთ. 

ეს ერთადერთი შემზარავი ამბავი არაა, რაც ამ კათედრალს უკავშირდება... ის ბევრ იდუმალებას მალავს...

1. უცნობია, არქიტექტორთა ზუსტი ვინაობა

თითქმის ხუთი საუკუნის შემდეგაც, არქიტექტორების ვინაობა ვერ დგინდება. ზოგადად ითვლება, რომ პროექტი ორ არქიტექტორს, სახელად ბარმას და პოსტნიკ იაკოვლევს ეკუთვნის. ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, „ბარმა“ სინამდვილეში პოსტნიკ იაკოვლევის მეტსახელი იყო. ეს გაურკვევლობა სხვადასხვა ფაქტით იხსნება. ერთ-ერთ არგუმენტად ნაპოლეონის შემოსევები და დოკუმენტების განადგურება მოჰყავთ.


2. 1583 წელს ტაძარი დაიწვა

უბადლოდ შესრულებულმა ხელოვნების ამ ნიმუშმა საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა - გაფართოებები და რესტავრაციები და შეიცვალა ფერიც კი. თავდაპირველად მას სამების საკათედრო ტაძარი ერქვა. შენობა 1583 წელს დაიწვა და მომდევნო ათწლეულში მთლიანად გადაკეთდა. ეკლესიამ ფერის გარდა, სხვა ცვლილებებიც განიცადა - დამეატა ყვავილოვანი დეკორაციები, ფიგურლი ფრესკები, სამრეკლოც კი შემდგომ ხანებში დაემატა.

ისტორიკოსებმა ზუსტად არ იციან, თუ როგორ გამოიყურებოდა ტაძარი ხანძრის წინ.

იმ დროინდელი წერილობითი ძეგლებისა და მე-17 საუკუნის გრავიურის საფუძველზე, გარკვეულ ცნობებს გვაწვდიან:
„1555 წელს ივანე IV- მ ეკლესიის აშენების ბრძანება სამხედრო ძალის დემონსტრაციისთვის გასცა. (საკათედრო ტაძარს) ძალიან მკაფიო პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა”, - თქვა ბრიუმფილდმა - „ამან აჩვენა ივანე მრისხანეს, როგორც დიდი უფლისწულის ძალა“

ეს ფერადგუმბათოვანი ტაძარი ყოველწლიურად 400000-მდე ტურისტს იზიდავს.

წყარო: edition.cnn.com