ნამიბიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ადოლფ ჰიტლერ უუნონამ (Adolf Hitler Uunona) გაიმარჯვა. მან ადგილობრივ საკანონმდებლო კრებაში არჩევისას 85 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ Daily Mail. იუწყება.
როგორც ადოლფ ჰიტლერმა გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა, მას ნაცისტურ იდეოლოგიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
„მამაჩემმა ამ ადამიანის საპატივსაცემოდ დამარქვა. ალბათ მან არ იცოდა, ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი და რას განასახიერებდა ის. ბავშვობაში მე ეს ნორმალურ სახელად მიმაჩნდა. თუმცა, როდესაც გავიზარდე, მაშინ შევიტყვე, რომ ამ ადამიანს მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურდა“ - ამბობს ფიურერის სეხნია ნამიბიელი პოლიტიკოსი.
ის ამბობს, რომ ცოლი ადოლფს ეძახის. სხვები კი ხშირად ადოლფ უუნონას უწოდებენ.
„სამწუხაროდ, ახლა ოფიციალური სახელის შეცვლა უკვე ძალიან გვიანია“ - ამბობს ადოლფ ჰიტლერი.
ცნობისთვის, ნამიბია 1884 წლიდან გერმანიის კოლონია იყო. 1919 წელს, პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ გერმანიამ კოლონიები დაკარგა. ამ ქვეყნის ქალაქების ზოგიერთი ქუჩა დღესაც გერმანულ სახელებს ატარებს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
რუსეთში პოლიციის უფროსი ქრთამის სახით ხინკლის აღების გამო გაასამართლეს
როგორ გადავარჩინოთ ახალი წელი ანუ როგორ შევხვდეთ 2021-ს? ტოპ 3 იდეა