Digest Logo

ონლაინ კინოთეატრი - „მაია წყნეთელის“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება

1604934236
ფილმი მაია წყნეთელი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, მაყურებელს „მაია წყნეთელის“ აღდგენილ ვერსიას შესთავაზებს - ამის შესახებ ინფორმაცია ქართული ნაციონალური ფილმის ცენტრის (GNFC-ის) ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ონლაინჩვენება ​13, 14 და15 ნოემბერს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაიმართება.

„მაია წყნეთელი“ რეზო ჩხეიძის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია, ქართველი კინოვარსკვლავების მონაწილეობით.

ფილმმა ახალი სიცოცხლე 2020 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა დასრულდა მისი რესტავრაცია ციფრულ ფორმატში. ხმის გაწმენდა-დამუშავება, გამოსახულების დამუშავება და ფერის კორექცია „ქართული ფილმის“ ბაზაზე ჩატარდა.