ცნობილი, რუსი ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი, ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში საქართველოზე და ქართველებზე საუბრობს.
„თბილისი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ქალაქია. საქართველო ძალიან მიყვარს, იქ ყველაფერი თანხვედრაშია, მათ იციან რა არის ადამიანის ღირსება, მათ იციან ქალის მნიშვნელობა, ესმით რას ნიშნავს დედის ფენომენი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“- ამბობს რუსი ტელეწამყვანი.
ლეონიდ იაკუბოვიჩმა, ასევე გაიხსენა დღე, როდესაც დედასთან ერთად თბილისის ქუჩებში დადიოდა.
„პატარა ვიყავი, დედასთან ერთად, თბილისის ქუჩებში მივდიოდი. დავინახეთ პატარა ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ, როცა დედა შენიშნეს, ფეხზე წამოდგენენ და სიგარეტი ზურგს უკან გადამალეს. მაშინ დედაჩემმა შემომხედა და მითრხა-ეს ქმედება დაიმახსოვრეო! ეს მათ სისხლში აქვთ! რაღაცა აქვთ, რისიც შეიძლება გშურდეს მათი“,- აღნიშნა ცნობილმა ტელეწამყვანმა.