Digest Logo

🎥 პატარა შეცდომა სიკვდილის ტოლფასია - გაიცანით თბილისელი „სპაიდერმენი“

1607192820
სპაიდერმენი

16 წლის მიშა ჯიბლაძე 2-3 წელია, რაც სპორტითაა დაკავებული, თუმცა ის რასაც მიშა თბილისის ქუჩებში აკეთებს არც ფეხბურთია, არც რაგბი და  არც კრივი. მიშა სპორტის სულ სხვა სახეობას ეუფლება. 

ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ის სპაიდერმენია, უფრო ზუსტად კედლებზე მცოცავი ბიჭი ან უბრალოდ თავზე ხელაღებული თინეიჯერი, რომელსაც სიკვდილის არ ეშინია.

როგორც თავად ამბობს, მისი ჰობი დიდ სიზუსტეს, სისწრაფესა და დეტალებზე ორიენტირებულობას მოითხოვს. თანატოლებს მისი საქმიანობის განმეორებას არ ურჩევს და აღნიშნავს, რომ სანამ შენობების დაპყრობას დაიწყებდა, მან განვითარების დიდ გზა გაიარა, ბევრი ივარჯიშა და ბევრი რამ ისწავლა.

ყველაზე მაღალი შენობა, რომელზეც ასულა „აქსის თაუერია“.

„აქ ძალიან პატარ შეცდომაც კი სიკვდილის ტოლფასია, ყველაზე მინიმუმ ინვალიდდები. დამწყებებს არ ვურჩევ იმის გაკეთებას, რასაც ამ ვიდეობში ნახავენ. შანსი იმისა, რომ რაღაცას არასწორად გააკეთებენ, 90%-ია. ყოფილა შემთხვევები, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მშვიდობით ვუბრუნდები მიწას.“


„ასეთ სიმაღლეზე ყოფნა გასაოცარი გრძნობაა. ამქვეყნიური რაღაცები უბრალოდ გავიწყდება, სხვა სამყაროში ხარ, სხვა შეგრძნებებით. ემოცია დიდხანს გყვება და თითქოს თვითშეფასებაც გეზრდება.“



აგრეთვე წაიკითხეთ:

შუშანაშვილი „ქურდად კურთხევას“ ჰპირდება ყველას, ვინც ხელს დამარტყამს - სააკაშვილი

ქართველი ემოები, საფლავებს შეურაცხყოფენ - ვიდეო