Digest Logo

პენტაგრამა, სუიციდი და სპირიტუალური სეანსები - „ეშმაკის სახლი“ თბილისში

1611241223
ინგოროყვას 6

ლეგენდის თანახმად თბილისში არსებობს რამდენიმე სახლი, რომლებიც პენტაგრამას ჰქმნიან. პენტაგრამის შემადგენელობაში შესული სახლებიდან, ერთ-ერთი ინგოროყვას 6 ნომერში მდებარეობს. მას მეორენაირად „ეშმაკის სახლსაც“ ეძახიან.

პენტაგრამის გარდა, ამ სახლს საშიშს ციფრი 6 ხდის, რაც საკრალური ციფრია და პენტაგრამასთან ერთად სამ ექვსიანს, „ეშმაკის ციფრს“ გახსნებს.

ამ ყველაფერს თუ დავურთავთ ბარელიეფს, რომელიც „ეშმაკის“ გამოსახულებითაა დამერწმუნებით, რომ სახლი ნამდვილად საშიში გამოჩნდება...

არადა ეს ფიგურა, რასაც ხალხი „ეშმაკს“ ადარებს, მითოლოგიური პერსონაჟი პანია, რომლის გამოსახულებასაც ხშირად იყენებდნენ არქიტექტორები...

 

 

როგორც ამბობენ, სახ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით შემზარავად ჩამავალი მზის შუქზე ჩანს. გარე ფა­სად­ზე იდაყ­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი რქი­ა­ნი და წაწ­ვე­ტე­ბულ­ყუ­რე­ბი­ა­ნი ფი­გუ­რაა გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლი.

სახლზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა უც­ნა­უ­რი არ­სე­ბის თა­ვსაც შეამჩნევთ...

ზე­მოთ კი სხვე­ნია, სა­დაც მრა­ვა­ლი წლის წინ სო­მეხ გო­გო­ნას თავი ჩა­მო­უხ­რჩვია.

სახ­ლის სარ­დაფ­ში, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეშ­მა­კის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა და გზას აქე­დან სა­ი­დუმ­ლო ოთახ­ში გავ­ყა­ვართ. ესაა ის ლეგენდად ქცეული ამბავი, რომლეიც თბილისში თაობიდან თაობას გადაეცემა და ჯერჯერობით ვერავინ გარკვია მითია თუ რეალობა...

გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ეს სახ­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში სო­მეხ­მა ვა­ჭარ­მა შე­ი­ძი­ნა, სახ­ლში არის ბუხ­რის მსგავ­სი კუ­თხე, რო­მელ­ზეც ბავ­შვის ფი­გუ­რაა გა­მო­სა­ხუ­ლი და შესაძლოა, სწო­რედ ეს იყოს სა­ი­დუმ­ლო გვი­რაბ­ში ჩა­სას­ვლე­ლი კარი.

როგორც ცნობილია, ვა­ჭა­რი სპი­რი­ტიზ­მით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ხში­რად ტარ­დე­ბო­და რი­ტუ­ა­ლე­ბი.

ამ­ბო­ბენ, რომ სახ­ლში დღემ­დე დაფ­რი­ნავს ნივ­თე­ბი და ის­მის უც­ნა­უ­რი ხმე­ბი, რის გა­მოც აქ ცხოვ­რე­ბას ყვე­ლა თავს არი­დებს.

ე.წ. ეშ­მა­კის სახ­ლი არ­ქი­ტექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე შიმ­კე­ვიჩ­მა 1888 წელს აა­შე­ნა.

მასვე აუშენებია თბილისის ყველაზე ლამაზი შენობები: ისლამური სახლი (1885 წ.), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად; 1901 წ.), კონსერვატორია (1904 წ.), ანდრიოლეტის სახლი (1901 წ.), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან ერთად; 1905 წ.), ბათუმის გიმნაზია (1897 წ.).

შიმკევიჩი მასშტაბურ პროექტებზე მუშაობდა და არა საკუთარ სახლებზე. საინტერესო ის არის, ვისი შეკვეთით ააშენა ეს კერძო სახლი.

შეიძლება, მართლა იყო ზემოთ ხსენებული სომეხი ვაჭრის დაკვეთა. შიმკევიჩის სხვა შენობები რომ ნახოთ არსად არაა მსგავსი პანის ფიგურა გამოსახული...

და მაინც ლეგენდა ლეგენდად რჩება. როგორც ცნობილია, ამ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარეს და ახლა ერთი ქალი ცხოვრობს.

მისი თქმით, სახლში ჩვეულებრივი გარემოა, არც ნივთები გადაადგილდება და არც „ეშმაკის“ გამოსახულების ბუხარია...

შესაბამისად, მითები სახლის შესახებ უბრალო კოცონთან მოსაყოლ საშიშ ამბად რჩება, რითაც მეგობრებს ვაშინებთ ხოლმე...


აგრეთვე წაიკითხეთ:

გაჭირვება, დაცინვა, 2-ღმერთიანობა, ტანჯვა და აუხდენელი ოცნებები - ყანჩელის პორტრეტი

ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან

„ღალატი“, 2 ქორწინება, ეჭვიანობა და აგარაკზე გარდაცვლილი მეუღლე - გურამ საღარაძის პორტრეტი