Digest Logo

პორნოვარსკვლავი თუ ჯაშუში? - (ქართველი) ჯაშუშების ორმაგი ცხოვრება

1604577796
ჯაშუში ქართელი

კალამში ჩამონტაჟებული მოსამენი აპარატურა, ბეჭედში ჩამაგრებული დანა, ქამარი, რომელიც ხმლად იქცევა - ალბათ, ფილმების ყურებისას ყველას გვინდოდა მსგავსი საგნები გვქონოდა და ჯაშუშები ვყოფილიყავით.

სინამდვილეში, ჯაშუშებს რთული ცხოვრება აქვთ.

დაიჯესტი“ ჯაშუშების ორმაგ ცხოვრებაზე გიამბობთ. ეს ისტორიები ცოტამ თუ იცის.

⚪ იზოლდა (ალექსანდრა) კვეტენაძე

ლევილის არქივებიდან უნიკალური ფოტო აღადგინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის პირველი ქართველი ჯაშუში ქალი იზოლდა (ალექსანდრა) კვეტენაძეა.

jashushi-kali_o_h.jpeg

მას ცივი ომის პერიოდში ქართველ მატა ჰარისაც უწოდებდნენ... მატა, მარგარიტა გერტრუდა ზელეს, სცენური სახელია, ეროტიკული ცეკვების შემსრულებელი, კურტიზანი ქალი და პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ჯაშუში ქალი.

მატასნაირად განთქმული იყო იზოლდა (ალექსანდრა) კვეტენაძე. თუმცა, მისი ცხოვრების შესახებ, ბევრი არაფრია ცნობილი, მხოლოდ რამდენიმე ფოტოა შემორჩენილი.

1921 წელს ის გაგრის კომენდანტის გენერალ თამილა აყაშვილის გვერდით იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ევროპაში ემიგრაციაში წავიდა, სადაც ეს ულამაზესი ქალბატონი მაშინვე მოხვდა ჯერ საფრანგეთის პოლიტიკური ელიტის წრეებში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

იზოლდა კვეტენაძე აქტიურად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებშიც, ცნობილია, რომ მას ახლო კავშირი ჰქონდა თვით უინსტონ ჩერჩილთანაც.

მიუხედავად ამ ინფორმაციებისა, არსებობს ვარაუდი, რომ იზოლდა კვეტენაძე არ არის რეალური პიროვნება. სტატიაში თანდართულ ფოტოზე ასახული ქალი კი არის ამერიკელი მსახიობი, მოდელი და ყოფილი პორნოვარსკვლავი საშა გრეი, რომლის ფოტოც ლევილის არქივებს შემორჩა და საზოგადოებას ჯაშუშის სახელით გააცნეს.

⚪ მატა ჰარი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჯაშუში ქალი მატა ჰარი დახვრიტეს. კაცის მოხიბვლის მისებურ მეთოდებზე ლეგენდები დადის. ჰარი მოცეკვავე იყო.

ქალი პარიზის, მონტე-კარლოს, ბერლინის, ვენის, მილანის და მადრიდის მოდურ სალონებში ცეკვავდა.

მატა ჰარი ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალად ითვლებოდა, თუმცა მსოფლიოში სახელგანთქმული სხვა ნიჭის გამო გახდა.

jashushi_o_h.jpeg

პარიზის ყველაზე ლამაზი ქალი მამაკაცებს ხიბლავდა და პარალელურად მათგან სახელმწიფო საიდუმლოებებზე ინფორმაციას იღებდა.

სწორედ ამ საქმიანობის გამო, მას სიკვდილი მიუსაჯეს. ის ომის დროს ჯაშუშობაში ამხილეს კაიზერის, გერმანიის სასარგებლოდ.

მატა ჰარი 1917 წლის 13 თებერვალს პარიზში დააკავეს. სასამართლომ მას სიკვდილი მიუსაჯა.

1917 წლის 15 ოქტომბერს მატა ჰარი ვენსენეს სამხედრო პოლიგონზე დახვრიტეს. ისტორიკოსების უმეტესობა თვლის, რომ ჰარის, როგორც ჯაშუშის მოხერხებულობა, გაზვიადებულია, რადგან მის მიერ მოპოვებული მონაცემები ფასეული არ იყო.

⚪ ვი­ო­ლე­ტა ჟაბო

ფრან­გი ლა­მაზ­მა­ნი ვი­ო­ლე­ტა ჟაბო მზვე­რა­ვი ქმრის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გახ­და. ის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ბრი­ტა­ნელ­მა აგენ­ტებ­მა ჯა­შუ­შო­ბი­სათ­ვის გა­და­ი­ბი­რეს.

jashushi_o_h.jpeg

ვი­ო­ლე­ტამ რამ­დე­ნი­მე დი­ვერ­სი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა. თუმ­ცა მალე და­ი­ჭი­რეს, რამ­დე­ნი­მე თვე აწა­მებ­დნენ და 1945 წელს დახ­ვრი­ტეს. 1946 წელს ის გე­ორ­გი­ევ­სკის ჯვრით და­ა­ჯილ­დო­ვეს.

⚪ კრისტენ კილერი

ყოფილი ბრიტანელი მოდელი მეძავიც იყო, თუმცა იგი პირველ რიგში წარმატებული ჯაშუში გახლდათ. რომანი გააბა ბრიტანეთის სამხედრო მინისტრთან, ჯონ პროფიუმოსთან და საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ატაშესთან - ევგენიევთან. ქალი ინფორმაციას სამხედრო მინისტრისგან იგებდა და თავის მეორე, საბჭოთა საყვარელს გადასცემდა, საქმის გასკდომის შემდეგ, პროფიუმო გადადგა, შემდეგ კი არჩევნებიც წააგო.

jashushi_o_h.jpeg

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ყველაფერი ანტიკური სექსის შესახებ

რატომ არის თქვენი ერთი პროფილი უფრო მიმზიდველი, ვიდრე მეორე?