ახლა თეთრ სახლს დაგათვალიერებინებთ, სადაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უძილობის 126-ე საათს ითვლის და ფორთოხლის კოქტეილს გამომშრალ ყელში ნერვიულად უშვებს.
რეზოლუციის მაგიდა ცარიელია. ალაგ-ალაგ კეტჩუბის ლაქებსა და ქათმის ბარკლების ნარჩენებს თუ შენიშნავთ. ფარდები ჩამოშვებულია იმ იმედით, რომ მისტერ ტრამპმა იქნებ თვალის მოტყუება ინებოს. ოვალური კაბინეტის დივანზე ფიცჯერალდ გრანტივით ფეხი ფეხზე გადადებულს ნუ წარმოიდგინეთ.
„მე მინდა გავიმარჯვო! მე გავიმარჯვე! შენ ვერ მაიძულებ, რომ არ გავიმარჯვო! მე მძულს Fox News, ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და ახლა ისინი ძალიან ბოროტები არიან და მეგობრობენ ჯო ბაიდენთან! ახლა კი ჯორჯია. ვფიქრობდი, რომ ჯორჯია ჩემზე იყო შეყვარებული, მაგრამ ახლა ის ჯოს უჭერს მხარს! დედა, მინდა დავბომბო ჯორჯია!“
„კარგიიი, პირველ რიგში, მე დედაშენი არ ვარ, და მეორე - საკუთარ ქვეყანას ვერ დაბომბავ!“, - ცდილობს მის დამშვიდებას ივანკა.
„ბატონო პრეზიდენტო, სარჩელის საქმე არც ისე კარგად მიდის. მტკიცებულებებს ითხოვენ“, - ისმის კარის გარედან.
მელანია ყინულის სიმშვიდით ზის და VOGUE-ს კითხულობს: „დონი სულელი ბიჭია“, - სცდება მას.
„მე სულელი არ ვარ! მე ვარ პრეზიდენტი! მე ვიყავი პოპულისტი და ეს ნიშნავს, რომ ყველას უნდა მოვწონდე და მე მოვიგე!“
ის ოხრავს და გვერდზე ტრიალდება. „თქვენ გამარჯვებულს გაყალბებული არჩევნების მიხედვით აცხადებთ. თქვენ ეს ყველაფერი გააკეთეთ. სისულელეა.
„სულელი არ დამიძახო! მე ამის კარგი გეგმა მქონდა და ეს ყველაფერი არასწორად მიდის! თუ ისევ ლუზერს დამიძახებ, იქ დაგაბრუნებ, საიდანაც წამოგიყვანე“
მელანია დგება, კალთას იბერტყავს და გაცვეთილი ბრწყინვალებით მიჰქრის ოთახიდან. ის თავის ახალ იმიჯ კონსულტანტთან მიიჩქარის.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხმის რიტმულობას ტელეფონის ზარი არღვევს.
ეს ბარაკ ობამაა.
„დონალდ, შენ უნდა დათმო. ერის საკეთილდღეოდ. თავისუფალი სამყაროსთვის, საღი აზრისთვის“.
ტელეფონი ისევ თავის აკვანში ესვენება.
ისევ ზარია.
-სამსახურიდან გათავისუფლებული ხარ, დიდო ბავშვო. შენ მე ცუდად წარმომაჩენ. ლუზერად არ გამიზრდიხარ. ახლა დამარცხებულს ჰგავხარ, ე.ი. დამარცხებული ხარ.
ოვალური კაბინეტის გარეთ ავეჯის მტვრევის ხმა ისმის. ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი რეკეტის გარღვევას ცდილობს. ფანჯრის მიღმა, მანჰეტენის პოლიცია საბანკო, საგადასახადო და სადაზღვეო თაღლითობებთან დაკავშირებით გამოუძიებელ საქმეებზე მუშაობას აგრელებს.
„არ მესმის!“ - ტირის ბავშვი - „მე ინაუგურაციაზე ყველაზე მეტი მხარდამჭერი მყავდა...“
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორ გამოიყურებოდნენ ტრამპი და ბაიდენი ახალგაზრდობაში? - ფოტოები