
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბერა ივანიშვილის ნათლიაა. შესაძლოა, ამ ამბავმა გაგაკვირვათ რადგან „ნათლია“ ბოლო პერიოდში ნათლულის მამის პოლიტიკურ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ ხშირად აკრიტიკებს.
როგორც თავად ჭოხონელიძე ამბობს, როდესაც ბერას ნათლიობა შესთავაზეს, ბიძინა ივანიშვილს არავინ იცნობდა. ნათლიობის ინიციატორი კი ბიძინას მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე იყო.
„ეს ოჯახი გახმაურებული იყო თავისი სულიერი სიმდიდრით. ჩვენი ოჯახების სიახლოვე ეკას დედ-მამისგან წამოვიდა, იმიტომ, რომ მამაჩემი და ბიძინას სიმამრი ერთად გაიზარდნენ...
ჩვენ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. აქ არ ტრიალებდა ფინანსური მხარე, აქ იყო მხოლოდ მორალური ადამიანური სიახლოვე“,- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
შესაძლოა, ახლა მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა და ნათელმირონობის 9-თაობიანი ნათესაური კავშირი არცთუ ისე მყარად გაგრძელდა...
მათ არასახარბიელო დამოკიდებულებას რამდენიმე ფაქტი განამტკიცებს, რომელიც მედიაში გავრცელდა.
🔘 როგორც ცნობილია, ნათლიამ ბერას გაბედნიერება არ მიულოცა
„არც ბერას ტელეფონი ვიცი და არც კონტაქტი მაქვს და როგორ მივულოცავდი? ძალიან ბევრი ადამიანი ახვევია თავს, რომლებიც მასთან ახლოს არ მიშვებენ. გარდა იმისა, რომ აქციებზე შევხვდი მას და მამამისს, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ჭოხონელიძე.
🔘 ნათლიას ქორწილში დაპატიჟების მოსაწვევი არ მიუღია
„არც მქონია ილუზია, რომ ბერა ქორწილში დამპატიჟებდა. ბერას დაქორწინების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე... ძალიან დიდ პატივს ვცემ ივანიშვილების ოჯახს, მათგან მხოლოდ კარგი ვიცი, მაგრამ წლებია დაკარგული გვყავს ერთმანეთი“,- ამბობს ჭოხონელიძე.
🔘 ნათლია ბერას ლოცვებში იხსენიებს
„ბერასთვის ერთადერთი, რაც შემიძლია, ლოცვებში მოვიხსენიებაა. ასე გამოვხატავ მისდამი მზრუნველობასა და სიყვარულს“,- ამბობს მომღერალი.
🔘 უცნობია, მიულოცა თუ არა ნათლიამ შვილის შეძენა, მაგრამ სავარაუდოდ, რადგან ქორწილში არ დაპატიჟეს არც ბავშვის ნათლობასა და დაბადების დღეებზე მიიწვევდნენ...
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵როგორ აღნიშნა ბერა ივანიშვილმა დაბადების დღე - ფოტოამბები დაბადების დღიდან
🔵ვედრებას ძალიან ხშირად ცრემლიც ახლდა - თამრიკო ჭოხონელიძე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა
🔵პატრიარქის მაგინებელი ნიკა გვარამიას მეგობარი ნაცი თამარ ჭოხონელიძე - გიორგი გიგაური