ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს, სწორედ აქედან დაიწყო მისი კინოკარიერა, 30-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, საზოგადოებამ განსაკუთრებულად მის მიერ განსახიერებული მარიტა შეიყვარა თენგიზ აბულაძის შედევრში „ნატვრის ხე“.
ბევრმა არც იცის, რომ ლიკა ქავჟარაძის გაცნობის სურვილი თავის დროზე ალენ დელონმაც გამოთქვა, თუმცა ქართველი მსახიობისგან უარი მიიღო. როგორც ჰყვებიან „ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმების რეტროსპექტივაზე პარიზში წარდგენილი იყო ფილმი, ჩვენებას ლიკა ქავჟარაძეც ესწრებოდა.
პარიზში ჰყოფნის პერიოდი დაემთხვა მის დაბადების დღეს, რომელიც ქართველ მსახიობს „ეიფელის კოშკის" რესტორანში აღუნიშავს, საღამოს, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის ქუჩას ფეხით მიუყვებოდა, როცა მის წინ მანქანა გაჩერდა, ლიკა ქავჟარაძემ მანქანაში ალენ დელონი იცნო, რომელიც გაჩერდა და მისი გაცნობა უნდოდა, ამ დროს თურმე ლიკას ძალიან შეეშინდა, დაიბნა და სასწრაფოდ ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა სასტუმროსკენ...
„მე ღამე მოვდიოდი ქუჩაში, პარიზში, უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი და ხომ იცი ისეთი მომენტი იყო კონტაქტი რომ უნდოდა და.. მე ჯერ ეს ერთი შემეშინდა, შევხედე და ეგრევე გამვაგრძე გზა, აუ ყველა ამბობდა ამის შემდეგ, რომ როგორ არ გაეცანი და ვერაფრით ვერ გავბედავდი,“- ჰყვებოდა ლიკა ქავჟარაძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵სექსუალური შევიწროება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს
🔵ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო - საბედისწერო რეისის ქრონიკები
🔵რის გამო დასცინოდა სოფიკო ჭიაურელი რძალს და როგორ იხსენებს დედას ნიკუშა შენგელაია