ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მომაკვდინებელმა ვირუსმა ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ბევრ განვითარებადმა ქვეყანამ ეკონომიკურად უკან დახია და დიდი ზიანი მიაყენა.
კორონავირუსის გარდა დედამიწაზე სხვა დაავადებებიც არსებობდა, შესაძლოა, უფრო მომაკვდიბელიც კი, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიებისა და მედიცინის განვითარების ხანაში, მეცნიერებს მაინც დიდი დრო დასჭირდათ ვაქცინის შესაქმნელად.
ახლა ვნახოთ, დაახლოებით რამდენი ხანი გრძელდებოდა პანდემიები და რამდენ ხანში შესაძლოა დამთავრდეს კოვიდპანდემია.
⚪ შავი ჭირი
შავი ჭირი მსოფლიოს მეთოთხმეტე საუკუნეში მოედო. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, დაავადებამ გლობალური მასშტაბით, 200 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.
ეპიდემია ზოგან დღემდე იჩენს თავს, თუმცა რადგანაც არსებობს მკურნალობის შესაბამისი საშუალებები, მისი გავრცელების მასშტაბები შემცირებულია.
შავი ჭირის ეპიდემია მე-14 საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა და 1351 წელს დასრულდა.
მართალია, პანდემიის დასრულების თარიღად 1351 წელი ითვლება, მაგრამ დაავადება XV საუკუნის ბოლომდე რეგულარულად იჩენდა თავს.
განსაკუთრებით დიდი აფეთქება იყო 1361-1369 წლებში.
⚪ ქოლერა
ქოლერა ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასამარცხებელი სენი აღმოჩნდა. ის მსოფლიოში მე-19, მე-20 საუკუნეებში მძვინვარებდა.
პანდემიის დაწყების თარიღად 1817 წელი მიიჩნევა, რის შემდეგაც ქოლერას პანდემია შვიდჯერ გამოცხადდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაავადებების შემთხვევების რაოდენობა მცირდებოდა, ხოლო შემდეგ ახალი ძალით იფეთქებდა ხოლმე.
საყურადღებოა, რომ მისი კერები სრულად გამქრალი არ არის და პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემია ამ დრომდე იჩენს ხოლმე თავს.
-
აუცილებლად წაიკითხე:
⚪ „ისპანკას“ პანდემია
ეს არის ერთ-ერთი უკანასკნელი პანდემია კორონავირუსამდე, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. თავისი ხასიათით, მასშტაბითა თუ მკურნალობის მეთოდებით მკვლევარები არაერთ პარალელს ავლებენ კოვიდ პანდემიასთან.
„ესპანური გრიპის“, იგივე H1N1-ის გავრცელება 1918 წლის სექტემბერში დაიწყო.
ეს არის „ღორის გრიპის“ სახელით ცნობილი ვირუსის ერთ-ერთი სახესხვაობა. მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით 550 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც დედამიწის იმჟამინდელი მოსახლეობის დაახლოებით 29,5%-ს შეადგენდა.
⚪ 2009 წლის გრიპის პანდემია
ეს არის პანდემია, რომელიც შედარებით მალე დასრულდა. პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2009 წლის 27 აპრილს გამოაცხადა.
2009 წლის დეკემბრისთვის მსოფლიოს უკვე ჰქონდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ვაქცინის შემუშავება შედარებით უფრო სწრაფად მოხერხდა, რადგანაც, მეცნიერებს უკვე ჰქონდათ ამავე ვირუსის განსხვავებული სახესხვაობის ვაქცინა და მასზე მუშაობის გამოცდილება.
⚪ კორონავირუსის პანდემია
2020 წელს აფეთქებული ვირუსი მომაკვდინებელი და საზიანოა ყველა ასაკის წარმომადგენლისთვის, განსკუთრებით ხანდაზმულებისთვის.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს და ექიმბემაც მკურნალობის გზები შეისწავლეს.
ამბობენ იმასაც, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა და ახლა უფრო მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს, თუმცა ლეტალური შედეგები მაინც ხშირია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერჯერობით ვერ ასახელებენ პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღს, თუმცა ზოგიერთ მეცნიერს პოზიტიური პროგნოზი აქვს.
მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ბელი ამბობს, რომ თუ პოზიტიური მოლოდინები გამართლდება, მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას 2021 წლის გაზაფხულისთვის დაუბრუნდება.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო?
„რემდესივირი“ საქართველოში ორ კვირაში იქნება, მაგრამ აფთიაქში არ გაიყიდება - გამყრელიძე