Digest Logo

„მიღებული შედეგები უმეტესწილად წარსულს უკავშირდება და ეს არის სამყაროს მხრიდან ჩვენთვის „გაცემული“ პასუხი“ - რამაზ გიგაური 10 სექტემბრის ტენდენციებზე

1757491089
რამმაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 10 სექტემბრის ტენდენციებზე საუბრობს:

„დღეს მზე უერთდება მთვარის სამხრეთ (დაღმავალ კვანძს) და იქიდან გამომდინარე, რომ მთვარის კვანძები ყოველთვის ერთმანეთთან ზუსტ ოპოზიციაში იმყოფება, მზე დაუპირისპირდება მთვარის ჩრდილოეთ (აღმავალ) კვანძს.

მთვარის კვანძები კარმული ასტროლოგიის თემას ეკუთვნის. ასე რომ, 10 სექტემბერი (+/- 2 დღე) - კარმულ დღედ შეიძლება ჩავთვალოთ. ასეთ დროს მიღებული შედეგები უმეტესწილად წარსულს უკავშირდება და ეს არის სამყაროს მხრიდან ჩვენთვის „გაცემული“ პასუხი.

ფსიქოლოგიურ დონეზე შეიძლება იყოს ჩვენ წარსულ „მე“-სთან გამომშვიდობება, ხელის შემშლელი „პატერნების“ გაცნობიერება და მოცილება.

ასეთ დღეს ადამიანი ხშირად ხედავს ისეთ სიზმარს, რომელიც სწორედ ზემოთ ხსენებულ ინფორმაციას უკავშირდება (მაგალითად, სიზმარში ადამიანი კლავს ვინმეს, რაც სიმბოლურად „ძველი მე-ს“ სიკვდილს და „ახალი მე-ს“ ფორმირებას უკავშირდება, ან შეიძლება ეს იყოს ქირურგიული ოპერაცია, რაიმეს დაკარგვა ან რამე ამდაგვარი). ეს ყველაფერი იხსნება როგორც წარსულის მოცილება და რამე რომ მოვიცილოთ, უპირველესად, ეს უნდა გაანალიზდეს.

მთვარის სამხრეთ კვანძი თუ სიმბოლურად წარსულს უკავშირდება, ჩრდილოეთ კვანძი - უკვე მომავალია.

მზის („მე“) ოპოზიციური ასპექტი კი უკავშირდება კონკრეტული ადამიანის მიერ გაკეთებულ არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის. მან უნდა გააცნობიეროს ძველი პროგრამები და შეცვალოს ის ახლით. ბუნებრივია, ფსიქოლოგიურ დონეზე არ არის სასურველი ძველის მოცილება ისე, თუ ახალი გაცნობიერებული, გააზრებული და მომზადებული არ გვაქვს.

თუ ყავარჯენს ვაგდებთ, ნატკენი ფეხი საბოლოოდ მორჩენილი თუ არა უნდა გვქონდეს, აუტანელ ტკივილს მაინც არ უნდა ვგრძნობდეთ.

ასე რომ, გამოიყენეთ ეს დღე (მაქსიმუმ, ხვალინდელიც) წარსულის გააზრებისთვის და იმ მოძველებული პროგრამების თუ პატერნების მოცილებისთვის, რომლებმაც თავის დროზე „კარგად იმუშავა“, თუმცა ახლა რაღაც ახალია საჭირო.

ეს შეიძლება ეხებოდეს, როგორც ხასიათის თვისებებს, ისე ცხოვრებისეულ გარემოებებსა და ურთიერთობებსაც კი“, - წერს რამაზ გიგაური. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეჩეთი, რომელიც 16-ე საუკუნემდე მართლმადიდებლური ეკლესია იყო, ოსმალების ბატონობის დროს გადაკეთდა“ - სოსო ნებიერიძის მოგზაურობა მესხეთში

ვარსკვლავური სულები, ინდიგო, კრისტალური და ცისარტყელა ბავშვები - რა უნდა ვიცოდეთ სულის კატეგორიებზე, რომელიც დაბადების წლის მიხედვით განისაზღვრება

🎥 როგორ გამოვიყვანოთ ორგანიზმი კვებითი სტრესისგან და როგორ ჩავდგეთ სწრაფად ფორმაში?! - შოთა ჯანჯღავას რეკომენდაცია