Digest Logo

როგორ გადავარჩინოთ ახალი წელი ანუ როგორ შევხვდეთ 2021-ს? ტოპ 3 იდეა

1607001362
ახალი წელი და კორონა

პანდემიამ სამყარო შეცვალა. შევიცვალეთ ჩვენ და ახლა ნელ-ნელა  დღესასწაულების აღინშვნის ტრადიციებს ვირუსულად ვცვლით.

ეს ცვლილებები ქორწილებისა და დაბადების დღეების აღნიშვნაზე უკვე აისახა. ახლა ჯერი ახალ წელზე დგება. კორონავირუსი ახალი წლის განწყობასაც თავის გვირგვინს დაადგამს, თუმცა ამის აღიარებას ჯერ ისევ პატარა ბავშვებივით გავურბივართ. 

საუკეთესო შემთხვევაში მეკვლე ახალ წელს პირბადით მოგილოცავთ. უარეს ვერსიაში კი მეკვლე საერთოდ არ გეყოლებათ.

ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, მსოფლიოს მთავრობებს უჭირთ გადაწყვიტონ, მოხსნან თუ გაამკაცრონ დაწესებული შეზღუდვები. საქართველოში წინასაახალწლოდ შეზღდუვები მსუბუქდება, რაც ახალი წლის აღნიშვნის შესაძლებლობას გვაძლევს.

ამ ბლოგში 2021 წლის შეხვედრის რამდენიმე იდეას გაგიზიარებთ. იქნებ, ეს თქვენთვის ინსპირაციად იქცეს.

ჯერ სახლში და მერეც სახლში

წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ახალ წელს მეგობრების გარემოცვაში ხვდებოდი, იქნებ წელს სახლში დარჩე და ახალი წელი მშობლებსაც გაუფერადო. დაფიქრდი, ხომ არ აჯობებს, უკან გადადგო ეგოიზმი და დრო ხანდაზმულ მშობლებთან გაატარო?

აჩუქეთ მათ საჭირო, გამოსადეგი ნივთები და მერწმუნეთ, მათი სიხარული თქვენც აგიმაღლებთ განწყობას. თუ სტუმრები გეწვევიან, გახსოვდეთ, „გამყრელიძე გიყურებთ“.

და თუ მაინც სახლიდან გაქცევაზე ხართ...

დროა საქირავებლად ბინის ძებნა დაიწყოთ, სადაც ახალ წელს მეგობრებთან ერთად შეხვდებით. რა სჯობია მონატრებულ მეგობრებთან ერთად ღამის გათენაბას?

შეგიძლიათ წახვიდეთ, რომელიმე თქვენი მეგობრის სოფელში, წაიღოთ ყველაფერი რაც გჭირდებათ (სადეზინფექციო ხსნარები ხომ არ დაგავიწყდებათ?) და დაუვიწყარი ახალი წელი მოიწყოთ.

და ბოლოს, უბრალოდ დატკბით ახალი წლის ჯადოსნური ღამით

მთავარია დაიჯეროთ, რომ ეს ღამე ჯადოსნური იქნება. ამოივსეთ ჯიბეები ტკბილეულით და გადით ქუჩების დასათვალიერებლად. მთელი ეს დრო ხომ ამის ფუფუნება არ გვქონდა. შეაფასეთ საახალწლოდ მორთული ქალაქი. ტკბილეულით კი ჯიბეებს მალევე გაითავისუფლებთ. ჩვენ ირგვლივ ხომ ქუჩაში ახალ წელს უამრავი მიუსაფარი ხვდება...

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ანი გუდავაძის სახლში ახალი წელი უკვე დადგა - ფოტოები

მოსკოვის კათედრალის მისტიკური ამბები

რუსკა ქარქაშაძის საძინებელში უკვე ახალი წელია - ნახეთ, როგორ მოაწყო ოთახი