დღეს კომპანია WOLT-მა ოთო გიორგაძესთან თანამშრომლობა საბოლოოდ გაწყვიტა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ნატალია ხიზანიშვილმა „დაიჯესტს“ განუცხადა:
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ის კომპანიის თანამშრომელი არ ყოფილა. მასთან ხელშეკრულებით ვთანამშრომლობდით. მომხმარებლის პირადი ინფორმაციის საკუთარი მიზნებით გამოყენების შემდეგ კი, მიეცა გაფრთხილება და ჩაუტარდა განმეორებითი ტესტი. მან ტესტი წარმატებით შეასრულა, თუმა როგორც აღმოჩნდა, მისი იდეოლოგია არ ემთხვევა კომპანიის ხედვებს. ჩვენთვის მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გაშვებისა“
გადაწყვეტილება როდის მიიღეთ? ამის მიზეზი დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოა?
გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ, თუმცა ეს არ უკავშირდება ფოტოს. ეს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცულობას უკავშირდება.
გაქვთ ინფორმაცია, რომ მან მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაცია პირადი მიზნებით სხვა დროსაც გამოიყენა?
ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ
🔘კვირის საინტერესო ამბები:
პრეზიდენტობა მინდა! მძულხართ! - ჭორები თეთრი სახლიდან