როგორი იყო რომაელი გლადიატორისა და ქალის სექსუალური ცხოვრება, რამდენად ვნებიანები იყვნენ რომაელი იმპერატორები? შესაძლოა, ამაზე არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ ახლა ცხადად ვხედავ, როგორ გასხივოსნდა თქვენი ფანტაზია.
ავტორი პოლ კრისტალი რომაულ საძინებელში შეგიტყუებთ და გაჩვენებთ, რა კავშირშია სექსი რომის კონსტიტუციურ განვითარებასთან.
ფილიპ ლარკინის ყველაზე ცნობილი პოემის, „ანუს მირაბილისის“ თანახმად, სექსი ბრიტანეთში 1963 წელს გამოიგონეს. სინამდვილეში, რომაელებისათვის ეს ძვ. 750 წელი მაინც იქნებოდა.
რომის ისტორიკოსის ტიტუს ლივიუს პატავინის (იგივე "ლივი") თანახმად, რომის დაარსებიდან მალევე (ძვ. წ. 753 წელს) სექსი პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის აქტად ითვლებოდა. სექსი რომის სახელმწიფოს განვითარებასთან თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
პირველი ნაბიჯი ძვ.წ 750 წელს საბინის ქალთა გაუპატიურებით გადაიდგა - რომაელებმა ნაყოფიერი ქალების მარაგი მეზობელი საბინელების ცოლებისა და ქალიშვილების გატაცებით „შეავსეს“.
მალევე სექსი ტირანული რეჟიმის, მონარქიის დამხობისა და დემოკრატიის დამყარების საწიდარი გახდა.
მოვალეობა და სიამოვნება:
კაცებისთის ეს ცალსახად, სასიამოვნო პროცესი იყო, თუმცა ქალებისთვის სექსი მხოლოდ ცოლ-ქმრული მოვალეობა უნდა ყოფილიყო. ანტიკურ დროში, ისევე როგორც თანამედროვე მსოფლიოს ნაწილში, ქალიშვილები ძვირად ფასობდნენ. მათი „ყიდვა-გაყიდვა“ ოჯახური შეკრებების განხილვის საგანი იყო.
ანტიკურ რომში ბორდელები ჯარისკაცების თავშესაფარი იყო. აქ ზღვარგადასულად კაცის კაცთან დაწოლაც არ ითვლებოდა, თუმცა ლესბოსელი ქალები სასტიკად ისჯებოდნენ.
ძვ.წ 525 წლამდე სექსი რომაელთა ცხოვრების მთავარი ასპექტი იყო.
-სექს-ჰოროსკოპი - რომელ ზოდიაქოს რა აღაგზნებს?
არისტოკრატების სექსუალური ცხოვრების პიკანტურ დეტალები:
სექსუალურ კავშირს ქორწინების გარეშე თავისი შედეგები ჰქონდა. ეს რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა საკუთარ თავზე იწვნია. მისი „უკანონო სექსუალური საქმიანობის“ ნაყოფი - ჯულია, მამის ურჩი, ახირებული და თავნება იყო. მშობლების მსგავსად მასაც მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება ჰქონდა. მას „ბითიინის დედოფალს“ ანუ „ყველა კაცის ქალს“ უწოდებდნენ. მეძავობის გამო, ჯულია ავგუსტუსმა შორეულ კუნძულზე გადაასახლა.
გარკვეულწილად, სწორედ ჯულიამ შექმნა სექსუალურად ჩაცმის ეტალონი - ჯვარედინად შემოხვეული თეთრი ნაჭერი, რაც დღეს სენატორების ჩაცმულობასთან ასოცირდება.
ტიბერიუსი აღვირახსნოლობისთვის ქალივით გამოეწყობოდა ხოლმე.
სექსის სიყვარულით იმპერატორი ელაგაბალუსიც გამოირჩევა (ახ. წ .2020–22 წწ.). ენით აღუწერელი ამაზრზენი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ის საკუთარ ორიენტაციაშიც კი ვერ გაერკვა.
მან თავისი სხეულის ყველა ხვრელის სურვილების ასასრულებლად დიდი პენისის მქონე მამაკაცების მოსაძებნად მთელი ქვეყნის მასშტაბით აგენტები დაგზავნა.
საქმე უფრო შორს წავიდა, როდესაც ელაგაბალუსმა უზარმაზარი ჯილდო დააწესა ექიმზე, ვინც მისთვის ვაგინის გადანერგვას შეძლებდა.
კალიგულა ვენერას ფორმაში გამოდიოდა ღრეობებზე.
ნერონი ფეხმძიმე მეუღლის, პოპეა საბინას სიკვდილით დასჯის შემდეგ, ეძებდა სუროგატს, რომელიც მას ჰგავდა - და იპოვა სპორი: არა ქალი, არამედ ახალგაზრდა კაცი. მან ის ქმრად შეირთო და იმპერატრიცას სტატუსი მისცა. როგორც ამბობდნენ, ნერონს სექსი დედასთანაც ჰქონდა.
მესალინა, იმპერატორ კლავდიუსის ბიძაშვილი და მესამე ცოლი, საწოლიდან იპარებოდა და ბორდელში მიდიოდა.
რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი მესალინას ეპიკური ორგიების ამბავს გვიყვება, რომლის მიხედვითაც, მან ვეტერანი მეძავი 24-საათიან სექს-მარათონში მიიწვია. იმპერატრიცამ შეუჩერებლივ 25 პარტნიორი გამოიცვალა - ნახევარ საათში ერთი კლიენტს ისტუმრებდა.
თეოდორა, იუსტინიანე I- ის იმპერატრიცა, კონსტანტინოპოლის ბორდელში მუშაობდა.