Grey's Anatomy-ის მე-17 სეზონის მოლოდინში სამყარომ კორონავირუსი აიკიდა და სცენარისტებსაც მადა გაეხსნათ, თუმცა ახლა სცენარზე ცოტას მოგიყვებით, მხოლოდ იმას გახარებთ, რომ დერიკ შეფარდის როლის შემსრულებელი, პატრიკ დემპსი, რომელმაც 2015 წელს გულშემატკივარს გული გაუტეხა და სერიალიდან წავიდა, ბრუნდება.
მეირიდითი და დერიკი ერთმანეთს მე-17 სეზონის, ორსაათიან ეპიზოდში შეხვდებიან. 16-სეზონგამოვლილ ერთგულ მაყურებელს უცხოდ არ მოეჩვენება ის ფაქტი, რომ გრეი ამჯერადაც სიკვდილს ებრძვის. ეპიდვითარების ფონზე, ახლა შენც პაციენტის უნახავად შეგიძლია დიაგნოზის დასმა, როგორც ეს გრეი-სლოუნის კლინიკის ექიმებს გამოსდით.
კოვიდინფიცირებული მერიდითი სიზმრად ხედავს დერიკს. ამის შესახებ სერიალის ვარსკვლვმა, ჰელენ პომპეიმ ჟურნალისტებს თავად უთხრა.
- აგრეთვე წაიკითხეთ:
- 38 წლის ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან ვერ გათავისუფლდა
- პოლიტიკოსების შვილები, რომლებიც მშობლების გზას გაჰყვნენ
წყარო: deadline.com