Digest Logo

შურისძიება 17 წლის შემდეგ, ძმების მკვლელობა და 25-წლიანი სასჯელი 75 წლის ასაკში - ზვიად მაჭარაშვილის გაუხმაურებელი ამბავი

1626952042
პოლიცია

2004 წლის 14 აგვისტოს სოფელ ახალდაბაში მოკლეს ვალერი ნაცვლიშვილის ძმა - გია ნაცვლიშვილი. ფაქტთან დაკავშირების დააკავეს სამი ადამიანი, რომლებსაც დამამძიმებელ გარემოებაში სასტიკ მკვლელობაში დასდეს ბრალი.

რა მოხდა 2004 წელს?

შს სამინისტრო აცხადებდა, რომ გია ნაცვლიშვილი მოკლეს ძმებმა მაჭარაშვილებმა და მათმა თანასოფლელმა როსტომაშვილმა.

პროკურატურის მტკიცებით, 2004 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10 საათზე, ფერმებთან, გია ნაცვლიშვილს მიაყენეს ჭრილობა ზურგის არეში. რის გამოც მიწაზე დაეცა.. ამის შემდეგ, პროკურატურის განცხადებით, გია ნაცვლიშვილს მეორედ, ესროლეს. კერძოდ, - მარცხენა საფეთქელში. ეს კი სიკვდილის მიზეზი გახდა.

შიდა ქართლის პოლიციამ 3 ბრალდებული 2004 წლის 16 აგვისტოს დააკავა. დაკავებას საფუძვლად მოკლულის მამის ჩვენება დაედო. გარდაცვლილის მამა აცხადებდა, რომ ის იყო შვილის მკვლელობის მოწმე.

გარდაცვლილის მამის ჩვენების მიხედვით, 2004 წლის 14 აგვისტოს დილით ადრე გავიდა სამუშაოდ ფერმაში, რომელიც სოფელთან ახლოს ჰქონდათ. მოგვიანებით, მას შეუერთდა შვილი – გია ნაცვლიშვილი..

მკვლელობის დროს, დაახლოებით დილის 10 სთ-ზე, მამა, ვახტანგ ნაცვილიშვილი ფერმის შენობაში იყო შესული, ხოლო შვილი გარეთ მუშაობდა.

ჩვენების მიხედვით, როგორც კი გაიგონა სროლის ხმა, მამა მივარდა ფანჯარას და დაინახა, რომ მისი შვილი ეგდო მიწაზე, შენობიდან ორმოცი-ორმოცდახუთი მეტრის მანძილზე.

მამის ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთ ბრალდებულს ეკავა იარაღი, რომელსაც მეორე და და მესამე პირი უყვიროდნენ, რომ კიდევ ესროლა ძირს დაცემული გია ნაცვლიშვილისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეორე გასროლის დროს, დაჭრილმა სასიკვდილო ჭრილობა საფეთქელთან მიიღო.

3 ბრალდებულიდან 1 გაამართლეს – 2006 წელი

დაკავებულთაგან ერთ-ერთი ბრალდებული როსტომაშვილი დაობდა, რომ გარდაცვლილის მამამ ისე მისცა ჩვენება, რომ არ იყო მკვლელობის მოწმე და მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამდა.

კერძოდ, მისი ადვოკატი დავის დროს უთითებდა, რომ მამა სროლის ხმაზე ფერმის სახლიდან გამოვიდა, მივარდა ძირს დაცემულ შვილს, რომლის სხეულიც კანკალებდა, შემდეგ გაიქცა სახლში, რომ მის დასახმარებლად მანქანა წამოეყვანა.

ზუსტად ამ მომენტში, მასთან მოვიდნენ მეზობლები, რომლებმაც შეატყობინეს შვილის გარდაცვალების ამბავი.

მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მამამ თავდაპირველად არ უთხრა მათ არც ის, რომ იგი იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე და თვითონ დაინახა თავისი შვილის მკვლელობა და არც ის, რომ იცოდა სროლის შესახებ.

მამამ მეზობლები ფერმის სახლში გარდაცვლილი შვილის სანახავად წაიყვანა და მაშინვე იქ დაიწყო მტკიცება, რომ ძმებმა მაჭარაშვილებმა და როსტომაშვილმა მოუკლეს შვილი, თუმცა არ უხსენებია, რომ ამ დანაშაულის თვითმხილველი იყო – აცხადებდნენ მოწმეები.

2006 წელს დაპატიმრებულ 3 პირიდან ერთი - პაატა როსტომაშვილი გაამართლეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გორის პროკურორმა ია მეფარიშვილმა რამდენჯერმა გაასაჩივრა გამამართლებელი განაჩენი, თუმცა როსტომაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა.

მოგვიანებით, პაატა როსტომაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და 2018 წელს სახელმწიფოს კომპენსაციაც კი დაეკისრა.

რაც შეეხება დანარჩენ ძმებს, მათ 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლის ვადა 2019 წელს ამოიწურა. ძმებიდან ერთი ისევ პატიმარია, მეორე კი, - სოფელში ცხოვრობს.

მეორე ძმის მკვლელობა 17 წლის შემდეგ

2021 წლის აპრილში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში 48 წლის ვალერი ნაცვლიშვილი მოკლეს. შემთხვევა დაახლოებით 8 საათზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მას სანადირო თოფით, დამიზნებით ესროლეს. ვალერი ნაცვლიშვილის და ამბობს, რომ ეს იმ ბიჭების მამამ გააკეთა, რომლებმაც 2004 წელს ვალერის ძმა, გია ნაცვლიშვილი მოკლეს.

„ჯერ ერთი ძმა მომიკლეს 2004 წელს, ახლა მეორე. ისინი სერიული მკვლელები არიან. ეს გააკეთა სურენა მაჭარაშვილმა. მაგისმა შვილებმა მომიკლეს ადრე ერთი ძმა" - აცხადებს გარდაცვლილის და.

როგორც ის აცხადებს, 2004 წლის მკვლელობის ფაქტის შემდეგ, მეზობლებს შორის, დავა არ შეწყვეტილა. მისი ინფორმაციით, საქმეში ვარიანის პოლიცია რამდენჯერმე ჩაერთო და თითქოს, მხარეები დააშოშმინა, თუმცა შურისძიება მაინც მოხდა. იგი თვლის, რომ არა პოლიციის მაღალჩინოსნის, დიმიტრი ყიფიანის მფარველობა, საქმე შურისძიებამდე არ მივიდოდა:

„რატომ დააჭერინე ბიჭებიო, ასეო, ისეო, სულ ამაზე იყო დავა. აჰა, არ მოისვენეს მაინც და მეორე ძმაც მომიკლეს“ - აცხადებდა გარდაცვლილი ნაცვლიშვილების და.

რაც შეეხება სურენ მაჭარაშვილს, 2004 წელს, როდესაც მისი შვილები დაიჭირეს, თვითონაც პატიმარი იყო. ვახტანგ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სურენ მაჭარაშვილმა ციხიდან 2006 წელს მისი მკვლელობა შეუკვეთა. რის გამოც, სასჯელის ზომა გაუზარდეს. ვახტანგ ნაცვლიშვილის განცხადებით, 2006 წელს მისი სახლი ააფეთქეს, რაშიც დაქირავებულმა პირმა 12 000 დოლარი მიიღო.

პროკურატურის განცხადება

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ვ.ნ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ზ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ზ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ზ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალა მომზადებულია „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ მიხედვით.

⭕ აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵შვილი დედის მოსაძებნად წავიდა, აღმოჩნდა, რომ მამამ დედა მოუკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - გაუხმაურებელი ამბავი

🔵„შუაღამისას რაღაც ფაჩუნმა გამაღვიძა, მეგობრის მამამ პირზე ხელი ამაფარა და გამაუპატიურა“ - გაუხმაურებელი ამბავი

🔵15 წლის ვიყავი, პირუტყვივით მომვარდა, მცემა და გამაუპატიურა - გაუხმაურებული ამბავი