Digest Logo

შვებულება მენსტრუალური ციკლის დროს - ამ ქვეყნებში ქალები პერიოდის დროს შვებულებით სარგებლობენ

1606135396
მენსტრუალური ციკლი

იაპონიის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამშრომელ საჩიმი მოჩიზუკს მენსტრუალური ციკლის დროს შვებულება 20 წლის განმავლობაში არასდროს გამოუყენებია. 

მას გაუმართლა - მოჩიზუკს ციკლის დროს ძლიერი ტკივილები არ აწუხებს, თუმცა ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე მამაკაცებთან არ ისაუბრებდა.

„ეს ძალიან პირადულია. განსაკუთრებით იაპონიაში, მაინც ტაბუირებულია. ჩვენ არ გვინდა ამაზე ვისაუბროთ არცერთ მამაკაცთან”, - თქვა მოჩიზუკიმ.

არადა იაპონიაში მენსტრუალური ციკლის დროს შვებულების უფლებით სარგებლობა გასული საუკუნის ბოლოდანაა შესაძლებელი. ეს აზიის ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელმაც მსგავსი პოლიტიკა გაატარა.

1953 წლიდან სამხრეთ კორეაში ქალებს ციკლის დროს შევებულების აღების უფლება აქვთ. ხოლო, ჩინეთსა და ინდოეთში, კომპანიები შვებულების პოლიტიკას თავად აწესებენ და მათი რეგულაციებიც ზემოთ თქმულს ეხმიანება.

განსხვავებული ვითარება მსოფლიოს მეორე მხარეს - მენსტრუალური ციკლის დროს შვებულების პოლიტიკა თითქმის არ არსებობს შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში.

იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ქალებს აქვთ ციკლის დროს შვებულებით სარგებლობის უფლება, ფემინისტები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი. ისმის შეკითხვა - არის თუ არა ეს პროგრესის ნიშანი, ქალთა უფლებების დაცვის მხრივ?

ზოგი ამტკიცებს, რომ ამ დროს ქალისთვის შვებულების აღება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დეკრეტული შვებულება. ზოგი თვლის, რომ მამაკაცების მხრიდან ამ ყველაფერმა შესაძლოა დისკრიმინაციაც კი გამოიწვიოს.

unda-hkondes-tu-ara-kals-shvebulebis-aghebis-uphleba-menstrualuri-tsiklis-dros_o_h.jpeg

იაპონიაში ციკლის დროს შვებულების უფლება ძალში 1947 წლიდან შევიდა.

თავდაპირველად 1965 წელს ქალების, დაახლოებით, 26% სარგებლობდა აღნიშნული შვებულებით, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო მეტი ქალი იყენებდა შვებულებას. იაპონიის მთავრობის 2017 წელს კვლევა ჩაატარა, სადაც დასაქმებულ ქალთა მხოლოდ 0.9% -მა არ მოითხოვა ციკლის დროს შვებულება.

„მიუხედავად იმისა, რომ მენსტრუალური ციკლის დროს შვებულების მიცემა იაპონიის ყველა კომპანიას უწევს, ბევრი კომპანია ამის აფიშირებას არ აკეთებს და როგორც წესი, ამას არ არეკლამებენ“, - ამბობს იუმიკო მურაკამი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტოკიოს ცენტრის ხელმძღვანელი.

წყარო: edition.cnn.com