Digest Logo

სკანდალური ჭორები, 11-წლიანი ქორწინება, 3 შვილი და გარდაცვალება გაურკვეველ ვითარებაში - ზურაბ ჟვანიას პორტრეტი

1622539594
ზურაბ ჟვანია

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“,- დიახ, ეს სიტყვები ყოფილ პრემიერმინისტრს, ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის. 

ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან.

2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“.

13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები

2003 წლის ნოემბრის მოვლენების, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

პატიმრობა 17 წლის ასაკში, „შავი სია“, ბულინგის მსხვერპლი და დახვრეტას გადარჩენილი მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი

ბავშვობა

ბავ­შ­ვო­ბა­ში ზუ­რა ჟვა­ნი­ას ხან მსა­ხი­ო­ბი უნ­დო­და გა­მო­სუ­ლი­ყო, ხა­ნაც – მწე­რა­ლი. ბო­ლოს გა­დაწყ­ვი­ტა, ცხო­ვე­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი – ეთო­ლო­გი გამ­ხ­და­რი­ყო. სხვა­დას­ხ­ვა დროს მათ სახ­ლ­ში უამ­რა­ვი ცხო­ვე­ლი ბი­ნად­რობ­და. ჰყავ­დათ: ზა­ზუ­ნე­ბი, ძაღ­ლე­ბი, ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლურ აკ­ვა­რი­უმ­ში, თეთ­რი ვირ­თხე­ბი, გველ­ხო­კე­რა, ფრთა­მო­ტე­ხი­ლი არ­წი­ვი, შხა­მი­ა­ნი პა­ტა­რა გვე­ლე­ბიც… ერ­თხანს ცდი­ლობ­და, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას­თან შე­ე­თავ­სე­ბი­ნა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, არ­ჩე­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა­ზე შე­ა­ჩე­რა. გა­ვიხ­სე­ნოთ ზუ­რა ჟვა­ნია მი­სი ახ­ლობ­ლე­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით…

ჟვანია განათლებაზე:


მეუღლე, ნინო ქადაგიძე-ჟვანია

ის, რაც ხდება ცხოვრებაში, შენგან შინაგან მზაობას მოითხოვს. მე ასე ვარ. როცა ზურას შევხვდი, დიდხანს ვეძებდი მას და მზად ვიყავი იმისთვის, მთლიანად მიმეღო მისი ცხოვრება. მას ძალიან აქტიური ხასიათი ჰქონდა. არ მახსოვს დაეწუწუნოს, ან დავიღალეო, ეთქვას. ასე გაცხოვრებდა შენც – ერთი წამითაც რომ მოდუნებულიყავი, შენ მიმართ ინტერესს დაკარგავდა, სულ ამის მეშინოდა. ოღონდ სრულიად გამოირიცხა ჩემი მონაწილეობა პოლიტიკაში. თუ სახლში პოლიტიკაზე იწყებოდა ლაპარაკი, მე იქ არ უნდა ვყოფილიყავი. არ მაკარებდა პოლიტიკას. არასდროს არაფერს მიყვებოდა. ამ მხრივ განსხვავებული იყო, არაფრით ჩაგრევდა თავის საქმეში.

ზურას სურვილი იყო, ბავშვებს აქ ესწავლათ და მერე წასულიყვნენ უცხოეთში. მე არ ვეთანხმებოდი, ამაზე კი ვფიქრობდი, მაგრამ ზურას ვერ შეეკამათებოდი. ჯერ ადრეც იყო საუბარი, მაგრამ არ ვიცი, დავარწმუნებდი თუ არა. შენ არ უნდა შეგეწუხებინა შეკითხვებით, ზედმეტი ინფორმაციით, მაგრამ არ გაპატიებდა, რომ რაღაც არ სცოდნოდა. მე ბევრი ენერგია მეხარჯებოდა ამაზე, ეს ინფორმაციები რომ მიეღო. 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ბოლო წლებში, უკვე ერთი ჟესტით ვხვდებოდი, რა უნდა მეთქვა და როდის.

მისი გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია. თავიდან მიმძაფრდება განცდები. დრო არაფერს შველის – უკან მაბრუნებს, წარსულში. ძალიან ვეცადე, რაც შეიძლება ნაკლები მეფიქრა ამ ყველაფერზე და სხვა რამეებით დავკავებულიყავი. ადამიანს შეუძლია მართოს საკუთარი თავი, თუმცა ბოლომდე ეს არ გამოდის. მე მეორე დღიდან გადავედი სხვა რელსზე – მივხვდი, რომ თუ არ გავთავისუფლდებოდი ამისგან, არაფერი გამოგვივიდოდა არც მე და არც ბავშვებს. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ დამთავრდა ის ეტაპი და დაიწყო ახალი – ვაიძულე თავი და ერთ კვირაში სავარჯიშოდ წავედი, ბავშვებიც წავიყვანე. როგორც კი ფეხზე დავდექი, ორ კვირაში სამსახურში გავედი. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა.

ლისაბონში დაქირავებული 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, 2 ქორწინება, შვილზე თავდასხმა - გია ბარამიძის სკანდალები

შვილები

ჟვანიას 3 შვილი ჰყავს, ბუსა (ბესარიონი) ლიზა, და ანა.

ლიზა მამაზე:

ზურა ჟვანიას შვილობა, დიდი მადლია ჩემთვის. გამორჩეული იყო ოჯახისთვის, ასევე, თავისი მოღვაწეობით. ბევრმა უცხო ადამიანმა ისეთი მოგონებები გამანდო მასზე, მეამაყება რომ მისი შვილი ვარ. გამიმართლა, ასეთი მამის შვილი რომ ვარ და ის რომ მყავდა. ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

გარდაცვალება

ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ცაგარელი ჟვანიაზე

„ზურაბ ჟვანიას არასდროს შევხვედრივარ, უბრალოდ მე მინდოდა მას თავის დროზე დავხმარებოდი, რადგან როცა მისი პირადი ჰოროსკოპი შევადგინე დამაინტერესა… მაშინ რადიო – „უცნობში“ ნანუკა ხაზარაძის გადაცემაში აღვნიშნე, რომ რაღაც არ მომწონს პირად ჰოროსკოპით, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, იანვარ-თებერვალში, რაღაც ხიფათია მოსალოდნელი და იქნებ ამ ადამიანს რაღაცნაირად გავაგებინო, რომ ძალიან ფრთხილად იყოს-მეთქი. ეს იყო მის გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე. ზუსტად არ ვიცოდი რა ფორმით, ვინ და ა.შ… მაგრამ ხიფათი რომ ელოდა ეს პირად ჰოროსკოპში ჩანდა. ამიტომ მინდოდა, რომ მას ეს გაეგო, მოესმინა… იმ პერიოდში შეიძლებოდა გასვლა ქალაქიდან, ან სხვა რაღაც მანევრების კეთება, რადგან ასტროლოგია გვაძლევს ამის შესაძლებლობას, როდესაც გახვალ მაგალითად სხვა ქვეყანაში, იცვლება მდებარეობა – ხიფათი იკლებს.

იქ კიდევ იყო ერთი შუამავალი, რომელსაც ვთხოვე, იქნებ რაღაცნაირად გააგებინო ამის შესახებ რომ ავუხსნა რატომ ვამბობ ამას, რომ ეს ჩემი სიზმარი, ჩემი ფანტაზია არ არის -მეთქი. მე ავუხსნიდი თუ რა ხდება პლანეტარულ წყობაზე და რატომ არის ეს ხიფათი, რა არის საჭირო… მაგრამ მისი მხრიდან ინტერესი არ წამოსულა. ამიტომ ჩავთვალე, რომ ალბათ, სამყარომ ეს საჭიროდ არ ჩათვალა…“, – იხსენებდა მიხეილ ცაგარელი.

ჭორები ყოფილ პრემიერზე:

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, უნივერსიტეტის პროფესორმა დოდონა კიზირიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

„სააკაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა იცოდა, რომ ზურა ჟვანია ცისფერი იყო, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგაც კრინტი არ დაუძრავს ამაზე. იცოდა, რომ ამის გამჟღავნებით ჟვანიას საქართველოში სახელი გაუტყდებოდა. თუმცა, ამით უფრო ადვილად დაამტკიცებდა მისი სიკვდილის მიზეზსაც.

ყველა დარტყმა თავის თავზე აიღო. მაშინ როცა ჟვანიას ოჯახმა ატეხა წივილ-კივილი და მისი გვამით ვაჭრობა საკუთარი გამორჩენისთვის, რითაც „კუტუნია ბიჭის“ ამბავიც გამოაშკარავდა“.

გარდაცვლილი პრემიერის რძალი, ნინო შარაშიძე:

„ზურა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სააკაშვილს გარკვეულ ბარიერს უქმნიდა. სააკაშვილი იძულებული იყო, მისთვის ანგარიში გაეწია. სააკაშვილს და მის გუნდს ზურა ბევრ რამეში უშლიდა ხელს. ჩვენ მის სიცოცხლეშივე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გარემოცვაში მიდიოდა საუბრები ზურას მოცილებაზე. ზურა ნამდვილად მოკლეს... არ შემიძლია დაბეჯითებით იმის თქმა, კონკრეტულად ვინ დაგეგმა ეს მკვლელობა. ბევრჯერ იმაზეც მიფიქრია, როგორ მოხდა ეს, - სააკაშვილმა დაგეგმა თუ სხვამ ჩაიდინა, თუმცა, სააკაშვილი ამ ტრაგედიით უკმაყოფილო რომ არ დარჩენილა, ფაქტია.

მახსოვს კონკრეტული ფაქტები, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც მაშინ ზურას მეგობრებად მოიაზრებოდნენ, თვითონ ჰყვებოდნენ, მკვლელობის შემდეგ როგორ მუშაობდნენ სხვადასხვაგვარი ჭორისა და ვერსიის გავრცელებაზე.

პირდაპირ აძლევდნენ დავალებებს - სად, ვისთან და როგორ უნდა მოეყოლათ შეთხზული ისტორიები. ამაზე მუშაობდა მიშა სააკაშვილის მთელი სისტემა. მალევე გამოვლინდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა და ამას უამრავი დეტალი ადასტურებს.

სააკაშვილი ჟვანიას გარდაცვალებაზე

„ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანიას მოკლეს, არის აბსოლუტურად დეგენერატი და ავადმყოფი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა P.S.-ში განაცხადა.

ინტერვიუს ნაწყვეტი:

გავრცელდა ჟვანიას ცხედრის კადრები, რომელსაც დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. ამავე კადრებში ჩანს გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედარიც.

რაულ უსუპოვის მამას, იაშარა უსუპოვა:

- ჩვენ კადრების რაღაც ნაწილი ნანახი გვქონდა, თუმცა ამ კადრებშიც იყო გარკვეული სიახლე.

- როგორ ფიქრობთ, ეს კადრები გააქარწყლებს ეჭვებს, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი მოკლეს?

- ეს ჩვენ აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა იმედია, ყველა მიხვდა, რომ ჩემი შვილი და ზურაბ ჟვანია მოკლეს. ახლა ხომ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ იმ დღეს მოხდა მკვლელობა. რაული და ზურაბ ჟვანია მოკლეს ცალ-ცალკე და მერე დაასვენეს ერთად.

- ვიდეოს გავრცელდა სათაურით – სააკაშვილი ბატონი ჟვანიას მკვლელია. ეთანხმებით ამას?

- არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი პრეზიდენტი იყო თუ რიგითი მოქალაქე, არც იმას აქვს მნიშვნელობა, უშუალოდ საკუთარი ხელით მოკლა თუ არა ჟვანია ან ჩემი შვილი, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. მსოფლიოში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, ამის გარდა უამრავი მკვლელობა აქვს ჩადენილი, შეიძლება პირადად არ კლავდა, მაგრამ მისი რეჟიმი უსწორდებოდა ხალხს. მაინტერესებს, როგორ არ რცხვენია, უკრაინაში რომ გამოდის და ლაპარაკობს. ეს ადამიანი მთელ ერს გვჭრის თავს და გვარცხვენს, მაგას ურჩევნია თავის დანაშაულები გაიხსენოს, რა აქვს ჩადენილი.

- როგორ ფიქრობთ, წინა ხელისუფლებამ ეს კადრები რატომ არ გაანადგურა?

- რატომ არ გაანადგურა ის ვიდეო, მერაბიშვილი რომ ორ გვამს ითხოვს? იმიტომ რომ ეგენი თვითონ ერთმანეთს უღებდნენ ვიდეოებს და ინახავდნენ, კომპრომატები ჰქონდათ და იმით აშინებდნენ ერთმანეთს, იმიტომაც ვერ ბედავდნენ, რომ ერთმანეთზე ოდნავი აუგი მაინც ეთქვათ.

დაცვა ჟვანიაზე:

ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრის, მიხეილ ძაძამიას ინფორმაციით, როდესაც ისინი შემთხვევის ადგილზე შევიდნენ მათ ცხედრებზე რაიმე სახის დაზიანება არ შეუნიშნავთ.

„დანამდვილებით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ ცხედარს არანაირი დაზიანება არ ჰქონდათ. ჩვენ ბატონი რაული გავიყვანეთ და ჩავსვით ჩვენს მანქანაში, მე მეჭირა ფეხები და გაგვივარდა კიდეც. მერე უკვე დავაბრუნეთ თავის ადგილას“,- განაცხადა სასამართლო პროცესზე მიხეილ ძაძამიამ.

ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე ყოველ სხდომაზე და დაკითხვის დროს სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ.

„ისინი გამუდმებით ცვლიან ჩვენებას და აქვთ აღიარებითი ჩვენება. მე დღევანდელი სხდომიდან ვერაფერი ღირებული ვერ მოვისმინე“,- განაცხადა პროკურორმა რევაზ ნადოიმ.

წერილში, რომელიც სასამართლოს მსჯავრდადებულმა გაუგზავნა ნათქვამია, რომ ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს და ის მზად არის ჩვენების მისაცემად.

„ფოთის პორტსა და თბილისის აეროპორტს შეწირული“

პოლიტიკოსი, ვახტანგ მაისაია აცხადებდა, რომ ზურაბ ჟვანია თემურ ალასანიას ინტერესებს შეეჯახა, რის გამოც სიცოცხლე მოუსწრაფეს.

„ზურაბ ჟვანია ეწინააღმდეგებოდა ფოთის პორტისა და თბილისის აეროპორტის გაყიდვას, რასაც ალასანია თითქოს-და უცხოური კაპიტალის შემოტანასთან დაკავშირებით მოითხოვდა. ხაზგასმით ვაცხადებ: ჟვანია მოკლულია ფოთის პორტისა და თბილისის აეროპორტის პრივატიზაციის საქმის გამო, რადგან ყოფილი პრემიერ-მინისტრი უშუალოდ თემურ ალასანიას ინტერესებს შეეჯახა.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის პერიოდია, როცა ბუტის კომპანიამ და რუსეთის შეიარაღების ბაზარმა აღორძინების ზენიტს მიაღწია. რუსეთის წლიური შემოსავალი (ოფიციალურად) იარაღის ბიზნესით 10-იდან 15 მილიარდ დოლარამდე ავიდა, ამის პარალელურად რუსეთის ოფიციალური წრეები იარაღის უკანონო ბიზნესსაც აკონტროლებდნენ“.