Digest Logo

„ცოტა უცნაური გოგო იყო...“ ქმარი ცოლს ბიძაშვილად ეკუთვნოდა... სამი შვილის დედამ ქმარი ნაჯახით მოკლა - გაუხმაურებელი ამბავი

1628680422
პოლიცია

2016 წლის 26 დეკემბერს, სოფელ თაზაქენდში, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 15 კმ.-ში, 23 წლის თურქან კარიმოვამ თავისი 33 წლის ქმარი, რუსლან კარიმოვი ნაჯახით მოკლა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-სთვის მიცემულ ინტერვიუებში, კარიმოვამ განაცხადა, რომ მკვლელობა თავისი და შვილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩაიდინა.

მეზობლებმა ამ ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავეს, მაგრამ ზოგად კომენტარებში აღნიშნეს, რომ ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ არაფერი იცოდნენ.

იმ მეზობლებმა, რომლებმაც საკუთარი აზრი მაინც დააფიქსირეს, ასევე დასძინეს, რომ შეძრწუნებულები იყვნენ მომხდარით და მსგავს ქმედებას თურქანისგან არასდროს ელოდნენ.

მსხვერპლის დედამ, სვეტა კარიმოვამ ოჯახში არსებულ ურთიერთობებზე ილაპარაკა და გაიხსენა ისიც, თუ რა ნახა მკვლელობის დღეს.

როგორც სვეტა კარიმოვა იხსენებდა, ცოლ-ქმართან ერთად თვითონაც 7 წელიწადს ცხოვრობდა.

მისი რძალი, ამ ხნის განმავლობაში, მუდამ წყნარი ადამიანი ჩანდა, არასდროს იქცეოდა ცუდად და არც არაფერზე წუწუნებდა.

„ცოტა უცნაური გოგონა კი იყო, მაგრამ ამას მის ხასიათს მივაწერდი“, - ამბობდა სვეტა და იმასაც აღნიშნავდა, რომ რძალს მის ვაჟთან პრობლემა არასდროს ჰქონია.

„პრობლემა რომ ჰქონოდა, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა“.

თუმცა, სვეტას ახსოვს ერთი უცნაური დეტალი:

„თურქანი ძალიან ბევრ მაგარ შავ ჩაის სვამდა. თვალის უპეები სულ ჩაშავებული ჰქონდა. ხშირად მთხოვდა „შავ შოკოლადს“ - ასე მორფინს ეძახიან, არა?“

წყვილი ერთმანეთს ენათესავებოდა.

ქმარი ცოლს ბიძაშვილად ერგებოდა მამის მხრიდან. მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ, მაგრამ ეზოს იყოფდნენ დედამთილან ერთად, რომელიც იქვე, თავის სახლში ცხოვრობდა.

ქმარი პერიოდულად რუსეთში დადიოდა უკეთესი შემოსავლის მისაღებად. ის სახლების რემონტზე მუშაობდა. ბოლოს, როცა რუსეთში წავიდა, იქ შვიდ თვეს დარჩა. შინ დაბრუნებიდან ათი დღის შემდეგ კი ცოლმა მოკლა.

სვეტას თქმით, ჩვეულებრივი საღამო იყო. მაგიდის გარშემო ისხდნენ და სახლის საქმეებზე მსჯელობდნენ, ფიქრობდნენ ერთ-ერთი მათი სახლის რემონტის დაწყებაზე.

წყვილს სამი შვილი ჰყავდა. მამის მკვლელობას ორი ბავშვი შეესწრო.

ერთ-ერთი მათგანი იმდენად ახლოს იდგა, რომ მამის სისხლი შეეშხეფა. სულ პატარა ბავშვი საბნის ქვეშ დაიმალა და შეშინებული ტუჩებს იკვნეტდა. ბავშვმა ერთადერთი რამ თქვა: „დედამ მამა სცემა“.

როცა ქმარი მოკლა, თურქანი დეიდამისის, ინდირას სახლისკენ გაიქცა.

დეიდა იხსენებდა, რომ თურქანი თავზარდაცემული ჩანდა, შოკირებული იყო და ხმას ვერ იღებდა. „სხვა გზა არ ჰქონდა, ჩვენს სახლში უნდა გამოქცეულიყო“, - აღნიშნა დეიდამ, - საწყალი გოგო. ჩემმა ქმარმა დამამშვიდებლები უყიდა, პოლიცია მოვიდა მერე და წაიყვანეს“.

მსხვერპლის ოჯახი ყველაფერს თურქანის მშობლებს აბრალებს. დედისა და ბიძაშვილის თქმით, თურქანის ოჯახს ფულისა და მათი სახლის ინტერესი ჰქონდა.

გარდაცვლილის დედა აღიარებს, რომ ოჯახებს შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თურქან კარიმოვას 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ქმარმა ორსულ ცოლს დანა 7-ჯერ ჩაარტყა, ექვსი მცირეწლოვანი შვილი მოკლა, გვამები დანით დაანაწევრა და პარკებში გადაანაწილა - გაუხმაურებელი ამბავი

„ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა...“ 19 წლის ახალგაზრდამ 2 პოლიციელი მოკლა... მას ფსიქიატრიულში 4-წლიანი იძულებითი მკურნალობა შეეფარდა - გაუხმაურებელი ამბავი

„სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით, ისე ხტოდა… ვუყურებდი როგორ კვდებოდა, სასწრაფოს 4 საათი და 25 წუთი ველოდეთ“ – რა მოხდა მაიკო კაჭკაჭიშვილის ოჯახში