Digest Logo

უცხოპლანეტელებმა ხომალდში შეიპატიჟეს - ვინ იყო თალეს შონია, რომელიც კოსმოსთან საოცარ კავშირს ამყარებდა

1612869031
ეზოთერიკოსი თალეს შონია

უცხოპლანეტელთა ფენომენის კვლევა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ მფრინავი ობიექტები სულაც არ იყო მნახველის ფანტაზიის ნაყოფი.

ერთადერთი ქართველი, ვისაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა უცხოპლანეტელებთან, იყო თალეს შონია, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მასალა დატოვა. გიორგი შონია მამის, თალესის შესახებ ბევრ საინტერესო თემას იხსენებს.

„მამაჩვენი იყო ფილოსოფოსი, რომლის ფუნდამენტური შრომა მიმართულია სამყაროს წარმოშობისა და მასში მიმდინარე ძვრების შესახებ. მას თავის მასწავლებლად მიაჩნდა ბერძენი, მილეთელ ფალესი, რომელიც დაინტერესებული იყო ციური სხეულების შესწავლით. მამამ მის პატივსაცემად, თავის უმცროს შვილს, ჩემს ძმას, თალესი დაარქვა. ასტროლოგიური ნუმეროლოგიის თანახმად, სახელის რიცხობრივი მანდალის შემადგენლობის შესაბამისად, პიროვნების სომატური მდგომარეობა სიცოცხლეში განისაზღვრება; ალბათ, ამიტომაც, თალესსაც სახელის შესაბამისად დაებედა თავისი ბედი – ის ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ციური სხეულებითა და მიწიერი არეალით. მოგვიანებით თალესმა გადაწყვიტა, ზღვით შემოევლო დედამიწისთვის, მან ააგო კიდეც 9-მეტრიანი იახტა თბილისის ზღვაზე, მაგრამ, მერე ხელი შეეშალა და ამ მისიის შესრულება ვერ შეძლო“, - ამბობს გიორგი შონია.

როგორ გახდა თალესი ზეციური ნიჭის მატარებელი

„ერთ დღეს თალესთან გამოცხადდა ერთი ადამიანი, რომელმაც შეატყობინა, რომ ავტომობილით მოძრაობისას მოხვდა ზემოქმედების ქვეშ, რაღაც ძალამ მოაბრუნებინა მანქანის საჭე და გაჰყვა კოჯრის გზას. ფუნიკულიორთან ტყის მასივში, ის გადმოიყვანეს მანქანიდან და აღმოჩნდა ვეებერთელა, სხვადასხვა ფერით გაჩირაღდნებულ ობიექტთან. „უცნობმა პირებმა” ის შეიპატიჟეს ობიექტში და ტელეპათიურად გაუმართეს საუბარი. ჩვენ ამ ინციდენტის მეორე დღეს მივედით იმ ადგილას და, მიწაზე დაგვხვდა ბენზინის მსგავსი სითხის კვალი. თალესმა აიღო სინჯები და მიიტანა ქიმიის ინსტიტუტში. ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა, რომ სითხის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ჩვეულებრივი ბენზინის ანალიზის პასუხებს. სითხის ხვედრითი წონა იყო იმაზე დაბალი, რაც აქვს საავიაციო ბენზინსაც კი.

ორი კვირის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ ხელახალი ანალიზი, რომლის პასუხადაც თალესმა დადო დასკვნა, რომ სითხე ორ კვირაში გახდა „მიწიერი”, ანუ, ახალი ანალიზით, სითხის შემადგენლობა იყო იმ სითხის იდენტური, რაც შეესაბამება ჩვეულებრივ ბენზინს. ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ბოლო პერიოდში გავრცელებული ხმები ქვების სროლასთან დაკავშირებით. ვინმეს უთქვამს, რომ ამ ქვებით ფანჯარა გატყდა ან ვინმეს მოხვდა თავში? არა. ასეთი შემთხვევები ადრეც ხშირად ხდებოდა ხოლმე – მახსოვს, ათეული წლების წინათ ერთ-ერთი რაიკომის მდივნის ეზოში „ჩამოვარდა“ ასეთი გაურკვეველი წარმომავლობის ქვა, რომელმაც დროთა ვითარებაში წყლის წვეთების გამოჟონვა დაიწყო. რაში იყო და არის ამ ქვების საიდუმლო? ყველა ქვა, რომელიც ვარდება დედამიწაზე არის დემატერიალიზებული, ისეთი როგორც პლასტელინი, ქვის ფორმას და შინაარსს კი იღებს დედამიწაზე – აქ, უკვე მიწაზე ხდება მიწიერი.

მაშინ როდესაც ჩვენ აქტიურად ვიყავით დაკავებული ამ თემების კვლევით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცხოპლანეტელებმა ბავშვები „წაიყვანეს” ობიექტის მეშვეობით და შემდეგ ისევ დააბრუნეს დედამიწაზე. ის ბავშვები ყვებოდნენ მეტად საინტერესო „ექსკურსიაზე”, თუმცა, ვერ იხსენებდნენ ისეთ დეტალებს, რაც მეცნიერული კვლევებისთვის ახალი ინფორმაციის წყარო გახდებოდა.

უცხოპლანეტელები სხვადასხვა ფორმით ამყარებდნენ კავშირს დედამიწაზე, ერთხელ თალესთან რაიონიდან მოვიდნენ შეწუხებული მშობლები, რომელთაც განაცხადეს: როცა ჩვენი შვილი ბრაზდება, ჭერში ვედროებით წყალი ჩამოდისო. ძალიან ხშირი იყო „დამწვრობის” შემთხვევები. დაიწყო იმ ადამიანების მოზღვავება, რომლებმაც სხეულზე, ზემო კიდურებზე გაუჩნდათ რაღაც ინფორმაციული მინიშნებების შემცველი სიმბოლური ნახაზები, იეროგლიფები, ჭრილობები. ზოგიერთ შემთხვევაში ის გაჩენიდან ისე მალე ქრებოდა, რომ ვერც კი ვასწრებდით მათ ფოტოგრაფირებას. ერთხელ ასეთი „დაზარალებული“ წავიყვანეთ დამწვრობის ცენტრში და ექიმების თანდასწრებით ჩავუტარეთ ანალიზი. კანიდან აღებული სინჯის ანალიზით, ეს იყო ჩირქმბადი სტაფილოკოკური ფლორა. მეორე დღეს პაციენტი ისევ წავიყვანეთ დამწვრობის ცენტრში და როდესაც ყველაფერი ალაგებული დახვდათ, ექიმებმა არ დაიჯერეს, რომ ეს იყო ის პაციენტი, რომელსაც წინა დღეს დაუსვეს დიაგნოზი – ტანზე არავითარი ნიშანი და ნაწიბური აღარ იყო“ , - იხსენებს შონია.

როგორ ამყარებდა თალესი კონტაქტს უცხოპლანეტელებთან

თალესი იყო ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა უცხოპლანეტელებთან, ენერგეტიკულ პლაზმასთან. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ თალესი შეისწავლიდა ფიზიკურ სხეულებს, მე კი – მათ გავლენას ადამიანის ფენომენზე. თალესი ტელეპათიური უნარით ახერხებდა ამ კავშირების დამყარებას, იცოდა, სად დაფრინდებოდნენ და როგორ. მე კავშირის დამყარება არ შემეძლო, მხოლოდ ერთხელ ვნახე უცხოპლანეტელების თეფში საკუთარი თვალით, მაშინ, როდესაც დედაჩემი საავადმყოფოში სიკვდილის პირას იყო. ისინი, როგორც წესი, მიდიოდნენ გაჭირვებულ ადამიანებთან. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სამი-ოთხი ადამიანი იდგა ერთად და უცხოპლანეტელთა „კავშირს“ მხოლოდ ერთი გრძნობდა. ჩვენი კონტაქტის მეტად საინტერესო ფაქტი გამომჟღავნდა მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე. თალესის მეგობარმა ქალბატონმა, რომელიც მოსკოვის ცენტრალურ ჟურნალში მუშაობდა, შეგვატყობინა, რომ რაღაც ძალისგან მიიღო „მოპატიჟება“ საქართველოში, მცხეთის რაიონში, დანგრეული ეკლესიის ტერიტორიაზე. ის ქალბატონი მხატვარიც იყო და ზუსტად დახატა ის ნანგრევები, ყველა წვრილმანით, რაც ადგილზე მისულებმა საკუთარი თვალით ვნახეთ. ჩვენ გვიანობამდე დავრჩით ეკლესიის ნანგრევებზე. უეცრად სიბნელეში განათდა არეალი. თალესმა უცებ შეამჩნია, რომ მარინა ჩვენს ჯგუფში აღარ იყო, ნანგრევებიდან გარეთ გამოვცვივდით და დავინახეთ, როგორ იწეოდა ქალი მიწიდან ზემოთ. თალესი მას ფეხებში ჩაეჭიდა, დაიკავა ის და ასე გამოიხსნა იმ ძალისგან, რომელიც მის მეგობარს დედამიწიდან მოწყვეტას უპირებდა.

თალესმა უცხოპლანეტელებთან კავშირი თემურ წიკლაურის სიმღერის დროსაც დაამყარა

„1990 წელს რუსთავში მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ ამ სფეროს მკვლევრები ევროპიდან და რუსეთიდან. კონფერენციის მსვლელობის დროს, მოულოდნელად, ყველამ შეამჩნია, როგორ დაიწყო რხევა ფარდებმა და უცებ „ჩამოვარდა” წერილი, სადაც ხუთ-ექვს ხაზზე ნოტები და ქართული სიტყვები იყო დაწერილი. კონფერენციას ესწრებოდა თემურ წიკლაურიც, რომელიც მეგობრობდა თალესთან. თემურმა აიღო წერილი და, იქვე სცენაზე, ექსპრომტად, იმ ნოტების მიხედვით შეასრულა სიმღერა. მან გამოიყენა ის სიტყვებიც, რომელიც უცხოპლანეტელების წერილში იყო დაწერილი. ამით უცხოპლანეტელებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს თავიანთი არსებობა – ეს წერილი იყო ჩვენი კონტაქტების კიდევ ერთი უტყუარი დასტური“, - ამბობს თალეს შონიას ძმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რატომ დაშორდა მაკა შალიკაშვილი 10 წლით უმცროს ქმარს და რა კორექცია გაიკეთა მან სახეზე - ცოტა რამ მსახიობის შესახებ

რატომ გაექცა ახალმოყვანილი ცოლი ზაზა კოლელიშვილს - 2 ქორწინება, ბოჰემური ცხოვრება და ბევრი ქალი

რომანი ბერა ივანიშვილთან, უცხოელი ქმარი და სხვა ამბები თაკო გაჩეჩლაძეზე