Digest Logo

VIDEO: ლიფტში გაუჩინარებული გოგო - საქმე, რომელიც დღემდე იდუმალებითაა მოცული

1611558365
გაუჩინარებული გოგო

2013 წლის 26 იანვარს ელიზა ლამი ლოს ანჯელესში მდებარე სასტუმრო Cecil-ში დაბინავდა.

ის ჰონგ-კონგიდან ემიგრირებული ოჯახიდან იყო. ელიზა ლოს ანჯელესში სამოგზაუროდ მარტო იყო. გოგონა ოჯახს ყოველდღე უკავშირდებოდა და სიკვდილის წინ მათთვის სუვენირებიც შეუძენია...

სასტუმროში მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ გოგონა უცნაურად იქცეოდა...

შემორჩენილია ლიფტში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ ელაპარაკება ელიზა უჩინმაჩინს, როგორ ეთამაშება და უცინის მას.

რამდენიმე დღის შემდეგ გოგონა დაიკარგა.

ამ ამბიდან მალე სასტუმროში მცხოვრებლებმა იჩივლეს მენეჯერთან, რადგან ონკანებიდან მღვრიე და სუნიანი წყალი მოდიოდა.

სანტექნიკოსებმა შეამოწმეს სასტუმროს სახურავზე მდგარი წყლის ავზი, სადაც ელიზას გვამი აღმოაჩინეს.

საგულისხმოა, რომ ავზის თავი საგულდაგულოდ იყო დაკეტილი და მის გახსნას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა...

შემთხვევა დღემდე იდუმალებითაა მოცული. არავინ იცის როგორ აღმოჩნდა ელიზა სასტუმროს სახურავზე ან როგორ გააღო წყლის ავზი, რის გახსნასაც დიდი ძალა სჭირდება...

ლიფტში გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ელიზა ლიფტის ღილაკებს აჭერს ხელს, თუმცა კარი არ იკეტება, ჩემდეგ ვხედავთ, როგორ ცდილობს გოგოა, ვიღაცას დაემალოს, გადის ლიფტიდან და აქეთ-იქით იხედება.

ისევ შემორბის ლიფტში და ღილაკებს ხელს აჭერს. თუმცა ლიფტის კარი მაინც არ იკეტება... ელიზა გადის და ვიღაცას ეჩხუბება, თუმცა ფირზე სხვა არავინ ჩანს. ცოტა ხანში ლიფტის კარი იხურება.. და ისევ იღება, რის შემდეგაც ელიზას ვეღარ ვხედავთ.

4 წუთიანმა უცნაურმა ვიდეომ რეზონანსი გამოიწვია აშშ-ში, კანადასა და ჩინეთში, საიდანაც გოგო იყო.

ბევრმა შემთხვევა მკვლელობას მიაწერა, ბევრმა კი, პარანორმალურ მოვლენას. არსებობს ვერსიაც, რომ გოგონა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეში იყო, თუმცა ექსპერტიზამ მის სხეულში აკრძალული ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინა.

კიდევ ერთი ვერსიით, ელიზას ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა, ამის შესახებ მან რამდენჯერმე დაწერა სოციალურ ქსელში, თუმცა მისი მშობლები ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემებს უარყოფდნენ და სასტუმროს წინააღმდეგ საჩივარიც შეიტანეს..

უცნაურია, რომ ამ სასტუმროსთან დაკავშირებით არსებობს სხვა უცნაური ფაქტებიც:


🔘 ამ სასტუმროში სხვადასხვა დროს ორი ცნობილი სერიული მკვლელი ცხოვრობდა.


🔘 სასტუმროს მახლობლად, ერთ-ერთ კვარტალში ტუბერკულოზის აფეთქება მოხდა და რაც ყველაზე უცნაურია, ამ კვარტალს ლამ-ელიზა ჰქვია.


🔘 დიდი ხნის წინ, 1947 წელს მსახიობი ტერეზა ელიზაბეტ შორტი სასტუმრო Cecil-ში უკანასკნელად ნახეს ცოცხალი. როგორც გაირკვა, მსახიობი ნაწამები და გარდაცვლილი ნახეს.

მიუხედავად აღნიშნული არგუმენტებისა, პროკურორმა მიიჩნია, რომ გოგონას სიკვდილი მართლაც უკავშირდება ბიპოლარულ აშლილობას.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ელიზა ანტიდეპრესანტს იღებდა. ექიმების თქმით, შესაძლოა, არასწორი დოზით ან ინტერვალით მიღებულმა ანტიდეპრესანტმა მსგავსი ქცევა გამოიწვია.

ამასთან, როგორც გაირკვა, თავდაპირველად გოგონა საერთო ნომერში ცხოვრობდა, თუმცა მისი უცნაური ქცევის გამო, ოთახში მცხოვრებმა სხვა სტუმრებმა სასტუმროს ადმინისტრაციას თხოვნით მიმართეს, სხვა ოთახში გადაეყვანათ.

თუმცა მაინც პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ არ ჩაირთო სასტუმროს სახურავზე, წყლის ავზებზე დამონტაჟებული სიგნალიზაცია, როდესაც ელიზა მასზე ასვლას ცდილობდა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

სად არიან და როგორ ცხოვრობენ დები ქორქიები? - ფოტოები

მეჯვარეები, ელიტარული სტუმრები, კრისტი ყიფშიძის მიერ დაჭერილი თაიგული და სხვა ამბები გიორგი გასვიანის ქორწილიდან

სოფლის ცხოვრება, მეპურეობა და „ხირხალას საყვარლობა“ - „ბაბულას“ პორტრეტი