Digest Logo

მეჯვარეები, ელიტარული სტუმრები, კრისტი ყიფშიძის მიერ დაჭერილი თაიგული და სხვა ამბები გიორგი გასვიანის ქორწილიდან

1611474129
გიორგი გასვიანის ქორწილი

გუშინ, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, მის რჩეულზე მარიტა მელიქიშვილზე დაქორწინდა.

წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, თუმცა როგროც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეს ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ.

წყვილმა ქორწილი პანდემიის მიუხედავად ვიწრო წრეში მაინც გადაიხადა.

გიორგის და მარიტას ქორწილს ქართული შოუბიზნესის უამრავი ელიტარული სახე ამშვენებდა.

წყვილს ორ-ორი მეჯვარე ჰყავდა.

გიორგი გასვიანის მეჯვარეები, მომღერალი ანრი ჯოხაძე და პროდუსერი ნოე სულაბერიძე იყვნენ, მარიტას კი გვერდს ორი მეგობარი უმშვენებდა.

წყვილს ჯვარი მამა პეტრე კოლხმა დაწერა.

მარიტა მელიქიშვილის მიერ ნასროლო თაიგული, მოდელმა კრისტი ყიფშიძემ დაიჭირა.

„აქედან ყველა მივდივართ კრისტისთან“- დაწერეს სთორიზე, სადაც ჩანს თუ როგორ დაიჭირა კრისტიმ თაიგული.

გიორგიმ და მარიტამ თავიანთ ურთიერთობაზე რამდენიმე კვირის წინ ჟურნალთან „თბილისელები“ ისაუბრეს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

გიორგი გასვიანი

პირად ცხოვრეაზე აქამდე თითქმის არაფერს ვყვებოდი, მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა ყველაფერზე სიხარულით ვსაუბრობ. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება. ჩემი სიყვარული გახლავთ მარიტა მელიქიშვილი, რომელიც არის ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, საყვარელი, რომანტიკული, თბილი და ჩემთვის საუკეთესო ადამიანი.

მარიტა მელიქიშვილი

გიორგი ყველას მოსწონს და მართლა სასურველი სასიძოა ყველასთვის და უკვე ჩემთვისაც. როგორც გარეგნულადაა იდეალური, ისეა ურთიერთობაშიც – სასწაული ადამიანია. იმ ასაკობრივ სხვაობას, რაც ჩვენ შორისაა, ხელი არაფერში შეუშლია, რადგან გიორგისთან ურთიერთობა პიროვნულად მზრდის. თან, სასწაულად მომხიბვლელი და შარმიანია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი სიყვარული ისაა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები